გასართობისაკითხავიუცნაური

სიზმარი – უცნაური ზმანება

8c016db9c7db

აი, რა გადახდა თავს ამერიკული გაზეთის “ბოსტონის გლობუსი”–ის ჟურნალისტს ედვარდ სემსონს. 1883 წლის 29 აგვისტოს ღამეს, ის რედაქციაში მორიგეობდა. დაღლილ–დაქანცულს დივანზე ჩაეძინა და საშინელი სიზმარი ნახა. როცა გამოეღვიძა, ოფლში ცურავდა, თავბრუ ესხმოდა და მუხლი ეკვეთებოდა.

რატომღაც მაგიდას მიუახლოვდა და სიზმრის დეტალების ფურცელზე გადატანა დაიწყო:”ეს იყო პატარა, კლდოვანი კუნძული პრალაპე, იავასთან ახლოს. უცებ კუნძულზე მთებმა გახლეჩა დაიწყეს და მათგან ცეცხლის ლავა გადმოიფრქვა, რომლის სიდიდემ ღრუბლები გადაფარა. ათასობით ადამიანი კუნძულის შუაგულიდან გადასარჩენად ნაპირისკენ გარბოდა, მაგრამ მათ შესახვედრად ოკეანის უზარმაზარი ტალღები გამოემართნენ. გიგანტური ტალღები კუნძულის შუაგულს აღწევდა და ადამიანებთან ერთად ნაგებობებიც შთანთქა”… როცა სიმზრის აღწერა დაასრულა, ედვარდმა ფურცლის კიდეზე მიაწერა – 29 აგვისტოს ღამე. 1883 წელი… ფურცელი იქვე მიატოვა და სახლში წავიდა. დილით სამსახურში მოსულმა რედაქტორმა ეს ცნობა ღამით მიღებული სენსაციური ამბის მოკლე შინაარსად ჩათვალა და გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა. მალე ცნობა კუნძულ პრალაპეზე მომხდარი გიგანტური კატასტროფის შესახებ, სხვა გაზეთებსა და ჟურნალებშიც გაჩნდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ედვარდ სემსონი, რომელმაც საკუთარი სიზმარი გაზეთების პირველ ფურცლებზე იხილა. ასეთი შეცდომა, თუნდაც უნებლიე, რასაკვირველია არავის ეპატიებოდა და ისიც სასწრაფოდ დაითხოვეს სამსახურიდან. ამ უსიამოვნო შემთხვევას ისიც დაემატა, რომ ვერცერთ ცნობარსა თუ რუკაზე ვერ მოინახა კუნძული (პრალაპე) ასეთი სახელწოდებით.
სულ მალე მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდება ხმები მომხდარი კატასტროფის შესახებ, რომელიც ვულკან კრავატაუს ამოქმედებამ გამოიწვია.ვულკანი კუნძულ იავას მახლობლად მდებარეობდა. აღწერილი სიზმრის დეტალები მართლაც გასაოცრად ემთხვეოდა მომხდარს. ერთადერთ განსხვავებად კუნძულის სახელწოდება რჩებოდა… ედვარდ სემსონის წინასწარმეტყველურმა სიზმარმა ყველა განცვიფრებაში მოიყვანა. ამ ფაქტის წყალობით ის პოპულარული ადამიანი გახდა და რასაკვირველია, რედაქტორმაც სამსახურში დიდი სიხარულით მიიღო… მრავალი წლის შემდეგ, ღრმად მოხუცებულმა ედვარდ სემსონმა, ჰოლანდიელი ისტორიკოსებისგან ფოსტით ამანათი მიიღო, მასში მოთავსებული იყო უძველესი რუკა, სადაც ვულკანი კრაკატაუ უცნაური სახელწოდებით – “პრალაპე” იყო აღნიშნული… აღმოჩნდა, რომ ამ კუნძულს სახელწოდება სამი ასეული წლის წინ გადაერქვა…

* * *
ამ ისტორიას თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ჟურნალ–გაზეთები გამოეხმაურა… პოლონელი ჯარისკაცი სტანისლავ ომენსკი უგზო–უკვლოდ მაშინ დაიკარგა, როცა პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ომის დროს ეს ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა, მაგრამ სტანისლავის საცოლე მერნა, მომხდარს ვერაფრით შეეგუა. გოგონას იმედი მაშინ გაუჩნდა, როცა 1918 წლის შემოდგომაზე სიზმარში საქმრო ნახა, რომელიც ხელის ცეცებით ბნელი დერეფნიდან გამოსვლას ლამობდა. დერეფნის ბოლო ქვებით იყო ჩახერგილი, სტანისლავი გზის გასუფთავებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა… სიზმარი რამდენჯერმე განმეორდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სიზმარი “გაგრძელდა”, მერნამ გორაკიან ადგილზე ციხე–სიმაგრე ნახა, რომლის ერთ–ერთი გუმბათი ჩამონგრეული იყო და მიწაზე უზარმაზარი თხრილი წარმოექმნა. სწორედ აქედან ესმოდა მას სტანისლავის ხმა, რომელიც საშველად უხმობდა… შეყვარებულმა გოგონამ მშობლიური სოფელი დატოვა და ციხე–სიმაგრის საძებნელად გაეშურა. დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი პირდაპირ ბალახზე ეძინა და დაღლილ–დაქანცული ისევ გზას განაგრძობდა. ჯიბეში გროშიც არ ედო. ლუკმა–პურს მხოლოდ გზაში შემხვედრი კეთილი ადამიანების დახმარების წყალობით ჭამდა და ისევ წინ მიიწევდა. 1920 წლის 25 აპრილს მერნამ პოლონეთის სამხრეთში მდებარე სოფელ ზლატოს მიაღწია. “დიახ, აქ მდებარეობს ციხე–კოშკი, რომლის დანახვა სოფლის მეორე ბოლოდანაც შეიძლებოდა. ის გერმანელების არმიამ დაბომბა, მას შემდეგ იქ აღარავინ ცხოვრობს. გზა გააგრძელე და აუცილებლად იპოვი. ციხე–სიმაგრეს ერთი გუმბათი აქვს ჩამონგრეული”. ნაგებობის დანახვისთანავე მერნას მოეჩვენა, რომ სიზმრის გაგრძელებას ხედავდა. ეს იყო ზუსტად ის ციხე–სიმაგრე და ის ადგილი, რომელიც მან ძილში რამდენჯერმე ნახა. ადგილობრივები მერნას მონაყოლს უსმენდნენ, მაგრამ შეშლილი ეგონათ და დასახმარებლად არავინ მიყვებოდა. თუმცა გოგონას სიჯიუტემ და სიმტკიცემ ადამიანებს გული მოულბო… მოხდა სასწაული. ორი დღის მუშაობის შემდეგ ყველამ გაიგონა ადამიანის ხმა. აღმოჩნდა, რომ ომის დროს ციხე–სიმაგრეში სანოვაგე ინახებოდა და სტანისლავი იქ მის წამოსაღებად გაგზავნეს. გერმანელებმა ციხე–სიმაგრე დაბომბეს და ომენსკი ჩამონგრეულმა გუმბათმა მოიყოლა… პოლონელმა ჯარისკაცმა მიწისქვეშ ორი წელი დაჰყო. საკვები და წყალი ორი წლის განმავლობაში ერთი ჯარისკაცისთვის სამყოფი აღმოჩნდა… დაუჯერებელი ისტორია ეჭვს ბადებდა და მის გახმაურებას ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების მხრიდან გამოძიება მოჰყვა. ჯარისკაცის მონაყოლი დადასტურდა.
ალბათ, სათქმელი არც არის, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ მერნა და სტანისლავი შეუღლდნენ. მათ ქორწილს უამრავი ადამიანი დაესწრო…

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საკუთარ ან ახლობლის სიკვდილთან დაკავშირებული წინასწარმეტყველური სიზმრები არც ისე იშვიათია. ასეთი ზმანებებისგან დაზღვეული არც ცნობილი ადამიანები იყვნენ…
…სემ კლემენსი (მომავალში მარკ ტვენი) ბავშვობაში ძმასთან ჰენრისთან ერთად ხომალდ “პენსილვანიაზე” მეზღვაურად მუშაობდა.ხომალდი ერთხელ სენ–ლუისში გაჩერდა, სადაც კლემესების უფროსი და ცხოვრობდა. ძმებმა ღამე დის სახლში გაატარეს. სემა უცნაური სიზმარი ნახა… თითქოს გაიღვიძა და სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც ორ სკამზე მოთავსებული მეტალის გრძელი კუბო იდგა. კუბოში მისი ძმა, ჰენრი ესვენა, რომელსაც გულზე თეთრი ვარდების თაიგული ედო. თაიგულს ერთი წითელი ვარდი ერია…

ამ სიზმრის ნახვიდან რამდენიმე კვირაში ჩხუბისთავი სემ კლემენსი ხომალდ “პენსილვანიადან” დაითხოვეს. იმავე დღეს ყმაწვილი სხვა გემის კაპიტანმა დაიქირავა. ხომალდის ეკიპჟს მალე საშინელი ამბავი შეატყობინეს –”პენსილვანიაზე” საქვაბეების აფეთქებამ 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა”. დაღუპულთა შორის ჰენრიც აღმოჩნდა. საზარელმა ამბავმა სემს რამდენიმე დღის განმავლობაში მეტყველების უნარი დააკარგვინა. გონს მოსული სემი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, სადაც მეტალის კუბოში მისი ძმის დამახინჯებული სხეული ესვენა, გულზე კი ზუსტად ისეთივე თაიგული ედო, როგორიც სემმა სიზმარში ნახა…
მსგავსი ზმანება ამერიკის პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნსაც ჰქონდა. მას ესიზმრა, თითქოს რამდენიმე ადამიანის ხმამაღალმა ტირილმა გამოაღვიძა, შემდეგ ოთახიდან გამოვიდა, ტირილის ხმებს გაჰყვა და თავი თეთრი სახლის დასავლეთ დარბაზში ამოჰყო. დარბაზის შუაგულში მრავალი გვირგვინით “დამშვენებული” კუბო იდგა. ადამიანები კი რიგრიგობით მიდიოდნენ მდიდრულ კატაფლაკთან გამოსამშვიდობებლად. ლინკოლმა ვერ დაინახა ვინ იწვა კუბოში და საპატიო ყარაულის ერთ-ერთ წევრს კითხა:”ვის ასვენებენ?””როგორ, არ იცით?ამერიკის პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს”…

რამდენიმე დღის შემდეგ ლინკოლნი მართლაც მოკლეს და მისი სხეული თეთრი სახლის დასავლეთ დარბაზში დაასვენეს…

* * *
ცნობილია მრავალი ფაქტი, როცა ადამიანები პრობლემის გადასაჭრელ ხერხს სიზმარში პოულობდნენ. სწორედ სიზმრის მეშვეობით შეძლო მენდელეევმა პერიოდულობის კანონის და ტაბულის ახსნა:ასეთი ხერხით კარლ გაუსის მიერ “ნაპოვნი” იქნა ინდუქციის კანონი:ნილს ბორმა აღმოაჩინა ატომის მოდელი, რომელმაც შემდგომში ფიზიკაში გადატრიალება მოახდინა:ალბერტ აინშტაინმა გადაჭრა დროსა და სივრცეში ურთიერთკავშირი:მენდელმა აღმოაჩინა და ახსნა მემკვიდრეობის კანონი:ფლემენგმა გამოიგონა პენიცილინი…

* * *
* * *
სიზმრებს უძველესი დროიდან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ამ დროს ხომ ადამიანის ტვინი ქვეცნობიერად მუშაობს, ზმანების ლოგიკურობა კი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ალბათ, უაზრობაა სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს, მაგრამ ზოგჯერ სასწაულიც ხდება…

წყარო: join.ge

სიზმრებს უძველესი დროიდან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ამ დროს ხომ ადამიანის ტვინი ქვეცნობიერად მუშაობს, ზმანების ლოგიკურობა კი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ალბათ, უაზრობაა სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს, მაგრამ ზოგჯერ სასწაულიც ხდება…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close