საკითხავისასარგებლო

“ფსიქოლოგიური” დიეტა


დიეტა, ეს ის ჯადოსნური სიტყვაა, რომლის გაგონებისთანავე შიმშილი, სტრესი, ერთგვარი ტანჯვა წარმოგვიდგება თვალწინ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სილამაზისთვის (ან ჯანმრთელობისთვის) კეთდება და არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ სარკეში საკუთარი გამოსახულების დანახვისას წარმოქმნილი სიამაყე უფრო მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ვიდრე ერთი ნაჭერი ტორტის შეჭმის შემდეგ არსებული დანაშაულის გრძნობა (ან სიმძიმე მუცლის არეში : D ). დიეტის ყოველი დღე მთავრდება შემდეგი დღის გათენების უსაზღვრო სურვილით, რათა ეს “ტანჯვა” მალე დასრულდეს და საკუთარი თავის საყვარელი კერძით განებივრების საშუალება მოგვეცეს. ალბათ, თავადაც ხვდებით, ასეთი მიდგომა არ არის სწორი, უნდა გვიხაროდეს ახალი დღის გათენება, მაგრამ ყოველი დილა უნდა გვავსებდეს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის განახლებისა და ახალი მეთოდების ძიების სურვილით. უნდა მიეჩვიოთ, რომ ეს სულაც არ არის დროებითი და თუ თქვენ ცხოვრების ასეთ რეჟიმს აირჩევთ, მოგიწევთ მასთან სამუდამოდ დამეგობრება. ნუ დაგავიწყდებათ, აიწონეთ ყოველდღე! არაფერი არ გვაძლევს იმაზე მეტ სტიმულს, როგორც დაკლებული კილოგრამი… ხანდახან კი საკუთარი თავის გემრიელი დესერტით დაჯილდოების საშუალებაც მოგეცემათ, შემდეგ კი საჭიროა ჩვეულ პოზიციებს დაუბრუნდეთ! დიეტის შერჩევისას, აუცილებელია, გაითვალისწინოთ რომელი პროდუქტი “უხდება” თქვენს ორგანიზმს. მაგალითად, სისხლის პირველი ჯგუფის ადამიანებისთვის კარგი იქნება, თუ კვების რაციონს გაამდიდრებენ უცხიმო მოხარშული ხორცით, მეორე ჯგუფისთვის კი სასარგებლოა, დაბალკალორიული რძის ნაწარმისა და ნაკლებად ტკბილი ხილის მიღება. და ბოლოს, დაისახეთ მიზანი გარკვეული რიცხვებითა და თარიღებით! მაგალითად, თუ თქვენ გსურთ 5 კილოგრამის დაკლება, საკუთარ თავს ამისთვის მიეცით 2 თვე, რომელსაც კიდევ რამდენიმე ნაწილად დაყოფთ, ასე უფრო ადვილად შეძლებთ თავის კონტროლს და ეცდებით, დანაპირები შეასრულოთ.

წყარო: callianira.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close