არქივი

მართლმსაჯულება ბრმა არ არის… უბრალოდ უაზროა

ae51da6705a7

უაზრო კანონები.

ჯერ აშშ, შტატების მიხედვით.

1.ალაბამა.

კანონით ისჯება უკანა ჯიბეში ნაყინის შენახვა.

კანონით ისჯება დათვების ჭიდაობის მოწყობა.

აკრძალულია ალერგიული ადამიანის დაკავება.

აკრძალულია ქოლგის ქუჩაში გახსნა რადგან შეიძლება ცხენები დაფრთხვნენ.

აკრძალულია დომინოს თამაში კვირა დღეს.

აკრძალულია ყალბი ულვაშის ტარობა რომელსაც შეუძლია ეკლესიაში სიცილი გამოიწვიოს.

აკრძალულია ლიანდაგზე მარილის დაყრა (ეს დანაშაული სიკვდილით ისჯება)

აკრძალულია დაბრმავება სანამ მანქანას მართავ.

2.ალიასკა.

დაშვებულია დათვის მოკვლა, მაგრამ კანონით ისჯება დათვს გაღვიძება მხოლოდ იმისთვის რომ სურათი გადაუღო.

კანონით ისჯება თვითმფრინავიდან ლოსის დანახვა.

აკრძალულია მფრინავი თვითმფრინავიდან ლოსის გადმოგდება.

აკრძალულია მანქანის სახურავზე ძაღლის დაბმა.

3.არიზონა.

აქლემებზე ნადირობა აკრძალულია (შემიძლია თავისუფლად ჩავიდე)

კანონით ისჯება ყალბი კოკაინის დამზადება.

კაკტუსის მოჭრისთვის შესაძლოა 25 წლით მოხვდეთ ციხეში.

თავდასხმის დროს შენ გაქვს უფლება თავი დაიცვა მხოლოდ იმ იარაღით რომელსაც თავდამსხმელი იყენებს.

სახლში ორზე მეტი ვიბრატორის ქონა აკრძალულია.

აკრძალულია ინდიელთან კარტის თამაში.

ამ შტატის ერთერთ ქალაქში ქალებს აკრძალული აქვთ შარვლის ტარება.

4.არკანზასი.

კაცს შეუძლია თვეში ერთხელ სცემოს ცოლი.

კანონით ისჯება იმ ძაღლის პატრონი რომელიც საღამოს 6 საათის შემდეგ დაიყეფებს.

აკრძალულია აბაზანაში ალიგატორების ყოლა.

5.კალიფორნია.

საზოგადო აბანოები აკრძალულია.

აკრძალულია მოძრავი მანქანიდან სროლა, თუ ვეშაპს არ ესვრი.

ქალებს აკრძალული აქვთ ღამის პერანგში მანქანის ტარება.

კალიფორნიის მთავრობა მზიანი ამინდის გარანტს იძლევა ტურისტებისთვის.

მანქანა რომელსაც არავინ მართავს არ შეიძლება მიდიოდეს 100 კმ/სთ-ზე მეტით.

6.კოლორადო.

კვირაობით მანქანების გაყიდვა აკრძალულია.

აკრძალულია ცხენით ჯირითი თუ ვინმეს ზეგავლენის ქვეშ ხარ.

აკრძალულია მანქანებისთვის საბრძოლო ჭურვების ხელით სროლა.

აკრძალულია კატაპულტებით შენობების დანგრევა.

მტვერსასრუტის მეზობლისთვის თხოვება აკრძალულია.

შენ შეგიძლია სიჩქარეში დაეჯიბრო პილიციის ოფიცერს მაგრამ თუ ის გაჩერებას გთხოვს უნდა გაჩერდე.

7.კონექტიკუტი.

აკრძალულია უკუღმა სირბილი.

ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ უკუღმა სიარულიც აკრძალულია.

აკრძალულია არქივის შენობაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა.

აკრძალულია ხელებზე სიარულით გზის გადაკვეთა.

აკრძალულია ძაღლისთვის განათლების მიცემა.

სახანძრო მანქანისთვის სიჩქარის ლიმიტი არის 65 კმ/სთ. (თუნდაც გამოძახებაზე მიდიოდეს)

8.დელავერი.

მანქანაში ტანსაცმლის გამოცვლა კანონით ისჯება.

თავის მომძინარება საზოგადო პარკის სკამზე კანონით ისჯება.

6 წლის გოგოს არ აქვს უფლება ირბინოს ისე რომ არ იყოს ჩაცმული.

ღამის კლუბებში აკრძალულია ცაკვა და ალკოჰოლის მიღება ერთდროულად.

9.ფლორიდა.

არ შეიძლება ორსული ღორის დამწყვდევა.

არ შეიძლება შვილების გაყიდვა.

თუ სპილოს მიაბამთ პარკირების საზომზე მაშინ ფასი იგივე იქნება როგორც მანქანის პარკირებისას იქნებოდა.

აკრძალულია შიშველ მდომარეობაში შხაპის მიღება.

აკრძალულია სექსუალური აქტი მაჩვზღარბთან.

აკრძალულია ცხენის ჩამოხრჩობა.

10.ჯორჯია

აბაზანაში ვირის ყოლა აკრძალულია.

საგზაო პატრულს უფლება არ აქვს გააჩეროს ქალაქის საკრებულოს წევრი სანამ ის საკრებულოს სხდომაზეა.

11.ჰავაი.

ბილბორდები აკრძალულია.

აკრძალულია ყურებში მონეტების ჩადება.

უფლება არ გაქვს არ გქონდეს ნავი.

12.აიდაჰო.

არ გაქვს უფლება რომ აქლემზე ან ჟირაფზე იჯდე და ისე ითევზაო.

აკრძალულია ჩოგბურთის კორტზე ველოსიპედით სიარული.

უფლება არ გაქვს არ იღიმებოდე საზოგადოებრივ ადგილზე.

13.ილინოისი.

აკრძალულია მეზობლის პირში მოშარდვა.

აკრძალულია ჟირაფის კისერზე ჯდომა და ისე თევზაობა.

აკრძალულია ძაღლთან სექსი.

აკრძალულია ინგლისურად ლაპარაკი.

14.ინდიანა.

ოქტომბრიდან მარტამდე აკრძალულია… ბანაობა ! ! !

ოფიციანტებს არ აქვთ უფლება რომ კლიენტს ალკოჰოლური სასმელი მიუტანონ.

ამ შტატში მათემატიკური მუდმივა “პი”-ს (3.14) მნიშვნელობა არის ზუსტად 3.

კაცისთვის აკრძალულია იყოს სექსუალურად აგზნებული საზოგადოებრივ ადგილას.

შენ შეგიძლია თავი აარიდო იმ ადამიანის მკურნალობის ფულის გადახდას რომელიც შენ გამო მოხვდა საავადმყოფოში, თუ შენ მისთვის ილოცებ.

15.აიოვა.

ცალხელა ადამიანმა ყოველთვის უფასოდ უნდა დაუკრას პიანინოზე.

კოცნა მაქსიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

ულვაშიან კაცს უფლება არ აქვს საზოგადოებრივ ადგილას ქალს აკოცოს.

16.კანზასი.

აკრძალულია კურდღლისთვის სროლა თუ ამ მომენტში მოტოციკლს ატარებ.

აკრძალულია ხელით თევზის დაჭერა.

ამ შტატის ერთერთ ქალაქში შესვლისას ყველა მანქანამ უნდა დაასიგნალოს რათა იქაურ ცხენებს ნიშანი მისცეს.

აკრძალულია ისეთი ქუდის ტარება, რომელშიც ფუტკარია დაჭერილი.

აკრძალულია ღამით, ქუჩაში, ანბანის ჩამოთვლა.

ერთერთ ქალაქში, ფეხით მოსიარულეს რომელიც ქუჩას ღამით კვეთს უნდა ჰქონდეს სპეციალური ამრეკლავი ფარები, როგორც მანქანებს უკნიდან.

17.კენტუკი.

ქალს უფლება არ აქვს იყიდოს ქუდი ქმრის გარეშე.

18.ლუიზიანა.

ალიგატორის მოპარვისთვის ციხეში 10 წლით მოხვდებით.

აკრძალულია შენი მეგობრისთვის პიცის შეკვეთა თუ მან ამის შესახებ არ იცის.

თუ შენ ვინმეს უკბენ შენი ნამდვილი კბილებით შენ წაგიყენებენ ბრალდებას როგორ უბრალო თავდამსხმელს, მაგრამ თუ პროტეზით უკბენ ეს უკვე განსაკუთრებით სასტიკი დანაშაულია.

არ გაქვს უფლება ტყუილად დაპირდე ვინმეს.

19.მეინი.

თუ 14 იანვრის შემდეგ შენ კიდევ საშობაოდ გაქვს მორთული სახლი, შენ დაგაჯარიმებენ.

აკრძალულია ირმის გამოკვება.

აკრძალულია სასაფალაოზე რეკლამის გაკეთება.

არ გაქვს უფლება მფრინავი თვითმფრინავიდან გამოსვლის.

20.მერილენდი.

არ გაქვს წყევლის უფლება.

შასეზე ყოფნის დროს არ გაქვს გინების უფლება.

არ გაქვს უფლება ლომი კინოში წაიყვანო.

21.მასაჩუსეთსი.

აკრძალულია საავადმყოფოს პაციენტისთვის ლუდის დალევინება.

ამ შტატში გაყიდული ტკბილეული არ უნდა შეიცავდეს 1%-ზე მეტ ალკოჰოლს.

ტაქსის მძღოლს აკრძალული აქვს სექსი მანქანაში, თუ მას მგზავრი უზის.

აკრძალულია დაძინება თუ მანამდე არ იბანავე.

არ შეიძლება მანქანაში გორილის ჩასმა.

ტყვიის როგორც ვალუტის გამოყენება აკრძალულია.

ხვრინვა ოთახში, რომლის ფანჯრებიც ღიაა, კანონით ისჯება.

22.მიჩიგანი.

კვირაობით მანქანების გაყიდვა აკრძალულია.

იმისთვის რომ დაიძინო შინაურ ცხოველებთან ერთად საჭიროა სპეციალური ლიცენზია.

აკრძალულია ქალაქის ქუჩებში ღორის თავისუფლად გაშვება.

ქალს უფლება არ აქვს თმები შეიჭრას ქმრის თანხმობის გარეშე.

23.მინესოტა.

აკრძალულია რაიმე მიზეზის გარეშე შენობასთან დგომა.

აკრძალულია შტატში შემოსვლა ან გასვლა თუ თავზე ბატი გაზით.

აკრძალულია თვითმფრინავით საზოგადო პარკში დაშვება.

ქალაქ მინეაპოლისის ერთერთ ქუჩაზე აკრძალულია წითელი მანქანით მოძრაობა.

შაბათობით ჰამბურგერის ჭამა აკრძალულია.

აკრძალულია შიშველი ძილი.

24.მისისიპი.

აკრძალულია ქუჩაში წვერის გაპარსვა.

თუ ერთ ადამიანს ჰყავს ორი ან მეტი უკანონო შვილი ის ერთი წლით მოხვდება ციხეში.

25.მისური.

აკრძალულია ბავშვის შეშინება.

აკრძალულია სპილოს დათრობა.

აკრძალულია ქუჩაში ტროტოარზე ჯდომა და ამ დროს კალათით ლუდის სმა.

ამ შტატში არ არის სიჩქარის შეზღუდვა.

ყოველმა მამაკაცმა 21-დან 50-მდე რომელიც არ არის დაქორწინებული, უნდა გადაიხადოს 1 დოლარი ყოველწლიურად.

26.მონტანა.

გაუთხოვებელი ქალისთვის აკრძალულია მარტო თევზაობა, გათხოვილის არ შეუძლია ითევზაოს კვირაობით.

აკრძალულია ადმინისტრაციულ შენობებში ბომბის შეტანა.

თუ ქუჩაში ხედავ ერთად მიმავალ 7 ან მეტ ინდიელს, შენ გაქვს უფლება ეს ფაქტი მიიღო როგორც ინდიელთა მიერ ომის გამოცხადება და შეგიძლია ისინი მოკლა.

27.ნებრასკა.

აკრძალულია ვეშაპებზე თევზაობა.

კაცისთვის აკრძალულია გაპარსული მკერდით სირბილი.

ეკლესიაში დაცემინება ან დახველება კანონით ისჯება.

28.ნევადა.

აკრძალულია მაგისტრალზე აქლემით სიარული.

შუა ქუჩაში სკამის დადგმა აკრძალულია.

თუ ვინმე შენი საკუთრების საზღვრებში მოკლავს შენივე ძაღლს, შენ უფლება გაქვს რომ ის ჩამოახრჩო.

29.ნიუ ჰემფშირი.

შენ უფლება არ გაქვს გაყიდო ტანსაცმელი რომელიც იმ მომენტში გაცვია, მხოლოდ იმიტომ რომ ვალი გადაიხადო.

აკრძალულია სასაფლაოზე პიკნიკის მოწყობა.

შაბათობით სარეცხის გარეცხვა არალეგალურია.

30.ნიუ ჯერსი.

ერთერთ ქალაქში, თუ ვინმეს სასწრაფოს გამოძახება უნდა, მან ტელეფონით ლაპარაკისას უნდა იყვიროს.

არალეგალურია ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარება მკვლელობის ჩადენის დროს.

31.ნიუ მექსიკო.

ერთერთ ქალაქში აკრძალულია წვერის ტარება.

იდიოტებს არ აქვთ უფლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

32.ნიუ იორკი.

მოქალაქეებს არ შეუძლიათ შეხვედრისას ცერა თითი მეორე მოქალაქის ცხვირში შეყონ.

აკრძალულია ლიფტში საუბარი.

აკრძალულია გასართობათ ვინმესთვის თავში ბურთის სროლა.

არალეგალურია მაღალი შენობიდან გადმოხტომა.

33.ჩრდილოეთ კაროლინა.

თუ დაუქორწინებელი წყვილი ერთერთ სასტუმროში ან მოტელში დარეგისტრირდება როგორც დაქორწინებული წყვილი ისინი ლეგალურად დაქორწინებულები არიან.

აკრძალულია გასართობად სასაფლაოზე მანქანით სეირნობა.

ყველა წყვილს რომელიც სასტუმროში ათევს ღამეს, ნომერში უნდა ჰქონდეთ ორი საწოლი.

34.ჩრდილოეთ დაკოტა.

აკრძალულია მატარებლიდან ცხენზე ამხედრებული ინდიელისთვის სროლა.

ფეხსაცმელებით ძილი არალეგალურია.

35.ოჰაიო.

ქალისთვის აკრძალულია ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმლის ტარება.

აკრძალულია თევზის დათრობა.

ერთ სახლში მაქსიმუმ ხუთ ქალს შეუძლია ცხოვრება.

კვირაობით და 4 ივლისს ვინმეს დაკავება აკრძალულია.

36.ოკლაჰომა.

აკრძალულია ვინმეს მოატყუო, ვითომ ბიზონთან გქონდა სექსი.

აკრძალულია მოტოციკლის ტარებისას კომიქსების კითხვა.

2006 წლამდე ოკლაჰომაში ტატუირება აკრძალული იყო.

თუ ძაღლს დაეჯღანე ციხეში მოხვდები.

37.ორეგონი.

აკრძალულია ადამიანური ფეკალიებით სავსე ჭურჭელის ტროტუარზე დადგმა.

არალეგალურია გველის თავის ქუჩაში დაგდება.

38.პენსილვანია.

აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა ქორწილის დროს.

აბაზანაში სიმღერა აკრძალულია.

აკრძალულია თევზის დაჭერა სხეულის რომელიმე ნაწილით, პირის გარდა.

39.როდ აილენდი

თოკი არ უნდა იყოს გაჭიმული ქუჩის გასწვრივ.

აკრძალულია სხვისთვის ფეხის მოგლეჯვა.

სანამ მანქანას მარცხნივ მოუხვევ აუცილებლად დიდი ხმა უნდა გამოსცე.

40.სამხრეთ კაროლინა.

სრულიად ლეგალურია კვირაობით ცოლის ცემა.

აბაზანაში ცხენის ყოლა აკრძალულია.

41.სამხრეთ დაკოტა.

თუ შენს საკუთრებაზე შემოსულია 5 ან უფრო მეტი ინდიელი შენ მათი მოკვლის უფლება გაქვს.

აკრძალულია ცხენების შადრევნებში ბანაობა თუ ისინი შარვალს არ ატარებენ.

42.ტენესი.

ნებისმიერი ადამიანი ვინც დუელში მიიღებს მონაწილეობას ქალაქში საოფისე ფართს ვერ დაიქირავებს.

ცხენის მოპარვა ისჯება ჩამოხრჩობით.

აკრძალულია ქორწინება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის.

ქალს არ შეუძლია კაცი დაპატიჟოს პაემანზე.

აღდგომის დღეს არცერთ ქრისტიან მშობელს არ აქვს უფლება შვილს უბრძანოს ქუჩის დასუფთავება.

43.ტეხასი.

აკრძალულია სხვისი ძროხის მოწველა.

აკრძალულია ვინმეს თვალის გაყიდვა.

ამ შტატში არსებობს “სპეციალური სამსახური” რომელიც აკონტროლებს…. ამინდს.

ამ შტატში აკრძალულია ენციკლოპედია “ბრიტანიკა”, რადგან მასში არის მოცემული ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დამზადდეს ლუდი სახლში.

44.იუტა.

შემოთავაზებული რძის არ დალევა აკრძალულია.

აკრძალულია ბირთვული იარაღის აფეთქება.

აკრძალულია კატასტროფის გამოწვევა.

ქალისთვის გინება არ შეიძლება.

აკრძალულია გუნდაობა.

ყველა გზაზე მძღოლმა ჩიტს უნდა დაუთმოს გზა.

45.ვერმონტი.

ქალმა სტომატოლოგს უნდა მიუტანოს დოკუმენტი ქმრის ხელმოწერით იმისთვის რომ გამოიყენოს კბილის პროტეზი.

ყველა ადამიანმა უნდა იბანაოს შაბათ დღეს.

46.ვირჯინია.

აკრძალულია პოლიციის რადარები.

აკრძალულია სექსი თუ დაქორწინებული არ ხარ. (აი რატომ ქვია Virginia)

აკრძალულია ქალისთვის დაღუტუნება.

47.ვაშინგტონი.

აკრძალულია ფეხსაცმელის მოსაზომად რენდგენის გამოყენება.

აკრძალულია მოიტყუო რომ ვინმეს მშობლები მდიდრები არიან.

აკრძალულია სახლიდან გამოსვლა თუ გრიპი გაქვს.

48.დასავლეთ ვიჯინია.

აკრძალულია ვინმეს დაცინვა.

აკრძალულია მატარებელში დაცემინება.

49.ვისკონსინი.

როდესაც ერთმანეთს ხვდება ორი ტრამვაი, ორივე უნდა გაჩერდეს და გზა მანამდე არ გააგრძელოს სანამ მეორე არ გაივლის.

რესტორანს უფლება არ აქვს კლიენტს ვაშლის ნამცხვარი ყველის გარეშე მიართვას.

აკრძალულია ჩირაღდნით თამაში.

50.ვაიომინგი.

თუ შენ მთვრალი ხარ და ამავე დროს იმყოფები მაღაროში შენ დაგიჭერენ.

იანვრიდან აპრილამდე უფება არ გაქვს სპეციალური ნებართვის გარეშე სურათი გადაუღო კურდღელს.

აკრძალულია მთვრალ მდგომარეობაში ციგურაობა.

აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღით თევზაობა.

თუ ღობის კარებს კარგად ვერ დახურავ შეიძლება 750 დოლარით დაგაჯარიმონ.

ეს ბრძენი ამერიკელები, ეხლა დანარჩენი მსოფლიო.

ტაილანდი.

აკრძალულია ნაციონალურ ვალუტაზე ფეხის დადგმა.

არ გაქვს სახლის დატოვების უფლება თუ საცვლები არ გაცვია.

ფილიპინები.

მანქანებს, რომლების ნომრებიც მთავრდება 1-ით ან 2-ით აკრძალულია აქვთ ქალაქში გამოსვლა ორშაბათობით,3-ით ან 4-ით აკრძალული აქვთ სამშაბათობით, 5-ით ან 6-ით ოთხშაბათობით, 7-ით ან 8-ით ხუთშაბათობით, 9-ით ან 0-ით პარასკევობით.

შვეიცარია.

აკრძალულია კვირაობით სარეცხის გაშრობა.

აკრძალულია კვირაობით მანქანის გარეცხვა.

შვედეთი.

პროსტიტუცია ლეგალურია, მაგრამ მეძავის გამოძახება არალეგალურია.

სინგაპური.

აკრძალულია საღეჭი რეზინი.

აკრძალულია ლიფტში მოშარდვა.

ინგლისი.

უძრავი ქონება მხოლოდ უფროს ვაჟს შეიძლება დარჩეს ანდერძით.

გაყრა აკრძალულია.

ჩელსიში პენსიონერის დაკავება აკრძალულია.

მიტოვებული ბარგის აღება ტერორიზმია.

ნორვეგია.

საჭიროა სპეციალური ლიცენზია იმისთვის რომ გქონდეს ტელევიზორი.

კამბოჯა.

ახალი წლის აღნიშვნის დროს წყლის თოფების გამოყენება აკრძალულია.

დანია.

აკრძალულია მანქანის დაქოქვა სანამ მის ქვეშ ვინმე იმყოფება.

საფრანგეთი.

აკრძალულია ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა.

აკრძალულია პოლიციის მანქანისთვის ან პოლიციელისთვის სურათის გადაღება.

გერმანია.

ყველა ოფისიდან უნდა ჩანდეს ცა.

ისრაელი.

შენ გჭირდება მართვის მოწმობა იმისთვის რომ ატარო ველოსიპედი.

აკრძალულია პლიაჟზე დათვის მიყვანა.

Fin

ამ პოსტის კითხვაა…

ad894a33d9cc

მსგავსი ამბები

Back to top button