არქივი

რობერტ კაპა და მისი დაკარგული ნამუშევრები

ucnauri.com

გსმენიათ რამე მეოცე საუკუნის ომების საუკეთესო ფოტოების ავტორისა და ფოტოჟურნალისტის შესახებ? თუ არა – მაშინ უნდა გაიგოთ, რადგან ძალიან ბევრი ცნობილი ფოტო, რომელიც ამა თუ იმ ომის სიტუაციას ფოტოზე ასახავს, სწორედ რობერტ კაპას შემოქმედების ნაწილია.რობერტო კაპა, ახალგაზრდობაში ენდე ფრიდმანი, დაიბადა 1913 წლის 22 ოქტომბერს, უნგრეთში.

ucnauri.com

ფოტო-ექსპერტების მცირე ჯგუფმა იცის ამ ჩანთის შესახებ. ის იყო ცნობილი, როგორც “მექსიკური ჩემოდანი”. დაკარგული თანამედროვე კულტურული ღირებულებების მუზეუმში ამ ჩანთას ისეთივე ფასი ედო, როგორც ჰემინგუეის ადრინდელ ხელნაწერს, რომელიც 1922 წელს მოიპარეს რკინიგზის სადგურიდან. ამ მუყაოს ჩემოდანში, რობერტო კაპას ათასამდე გაუმჟღავნებელი ფოტო-ნეგატივი ინახებოდა. ეს ფოტოები გადაღებულია ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, სანამ რობერტო მიატოვებდა ევროპას და ამერიკაში გაემგზავრებოდა.

ucnauri.com

კადრები ესპანეთის სამოქალაქო ომიდან, რიო-სეგრეში. გადაღებულია გერდა ტაროსა და რობერტო კაპას ახლად აღმოჩენილი ნეგატივით. კაპა ფიქრობდა, რომ ეს ნაშრომები დაიკარგა ფაშისტური დარბევების დროს, თუმცა 1995 წელს გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს სურათები გადარჩა. ამ მოსაზრებას იზიარებდა გენერალი და ცნობილი დეტექტივების ავტორი ჯონ ლე კარე თავის რომანში. ცოტა ხნის წინ ეს ნაშრომები გამოფინეს მანჰეტენის ცენტრში. გამოფენის ავტორი იყო რობერტ კაპას ძმა, კორნელი. “ეს ნამდვილად გამორჩეული, ჯერ არნახული ნამუშევარია.” – განაცხადა ბრაიან უოლისმა, ცენტრის მთავარმა კურატორმა.

ucnauri.com

“ჯარისკაცის ძირსვარდნა” – ამ ფოტოს დაკარგვა რობერტ კაპასთვის დიდი დარტყმა ყოფილა, თუმცა საბედნიეროდ მისი აღმოჩენა მალევე მოხერხდა. როდესაც ეს ფოტო ჟურნალებში გამოქვეყნდა, შეიქმნა სრული ქაოსი. ამ ფოტომ კრიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს საშუალება მისცა შეეფასებინათ ზოგადი მდგომარეობა, ომის ვითარება და რესპუბლიკური ქაოსის დონე. ომის პერიოდში, რობერტოს არ ჰქონდა პრეტენზია ამ ფოტოს საავტორო უფლებების დარღვევაზე, რის გამოც გარკვეული ხნის შემდეგ ერთმა მხარემ ბრალი დადო კაპას ფოტოს მითვისებაში, რობერტომ კი თავისი სიმართლე ფოტოაპარატში შენახული ნეგატივით დაამტკიცა.

ucnauri.com

ეს ფოტოც ახლად აღმოჩენილი ნეგატივის შედევრია. ფოტოზე აღწერილია ჯარისკაცების შესვენების პერიოდი, რომელიც ხარისხითა და რაკურსით ძალიან ჰგავს იმდროინდელი ჰოლივუდის ფილმის კადრს. სწორედ ამ სურათს მიუძღვნა კაპამ მისი ცნობილი გამონათქვამი : “თუ თქვენი ფოტოები არ არის საკმარისად კარგი, თქვენ ახლოსაც არ ხართ საკმარისამდე.”

ucnauri.com

ბრძოლის დროს გადაღებული ფოტო. კაპა თავს არ ზოგავდა, რომ საუკეთესო მომენტები აღებეჭდა ფოტოზე. ბრზოლის დროს, დაბომბვის დროს თუ თავდასხმის დროს, მუდამ ფოტოაპარატით ხელში იდგა და საყვარელი საქმისთვის ირჯებოდა.

სხვა ფოტოები :

ucnauri.com

ucnauri.com

ucnauri.com

Bloc Ked | Create your badge
100000521986166.2319.1149767336

მსგავსი ამბები

Back to top button