საკითხავი

გოგონების სახელმძღვანელო

cc9193de0041 1)
ქალიშვილობა, ჟღერს ისე თითქოს ეს განაჩენია. ხშირ შემთხვევაში მამაკაცები როდესაც იგებენ, რომ მანდილოსანი ქალიშვილია, იწყებენ ნერვიულობას. ეს უკავშირდება მამაკაცურ პასუხისმგებლობას. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი წარუმატებლად მთავრდება შიშის გამო. მაგალითად კაცი ფიქრობს, რომ შეიძლება ტკივილი მიაყენოს მანდილოსანს ან რამე სხვა გააფუჭოს. გაინტერესებთ ალბათ როგორ ავიცილოთ ეს უსიამოვნება თავიდან. ეს მარტივია. თქვენ უბრალოდ თქვენი მეორე ნახევარი (ამ შემთხვევაში მამაკაცი) უნდა გააფრთხილოთ შესაბამისი სიტუაციის შესახებ. უნდა შეამზადოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად, რომ ამგვარი პრობლემები არ წარმოიქმნას.

2)საკუთარ თავში ეჭვის შეტანა:
ხშირ შემთხვევაში თქვენ იწყებთ ფიქრს, იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ მსუქანი ან პირიქით ძალიან გამხდარი, გაქვთ ცუდი თმები ან სულაც პატარა მკერდი (ბოლოს შენზე ვამბობ :)) )
ამის დაძლევა შეიძლება. იდეალური ადამიანი არ არსებობს. ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი და მინუსი. ხშირ შემთხვევაში გარეგნობა არ თამაშობს ურთიერთობაში მთავარ როლს (თუ საქართველოში არ ცხოვრობ) . ხშირად არის შემთხვევები, რომ ნაკლებად სიმპათიური ადამიანი შინაგანად უფრო კარგია, ვიდრე სექსუალური მამაკაცი ჟურნალის ყდიდან.
ჩაიხედე სარკეში, შეიძლება შენ თავს ზედმეტადაც აკრიტიკებ. იქნებ სულაც არ ხარ ცუდი და ეს შენ უბრალოდ გგონია. ყოველთვის მოიძებნება შენი შესაფერისი ადამიანი.

( გასაღდები ქინძო, მერე რა რომ დაბალი ხარ ეს ხომ საქართველოა)
ეძებე შენში გამორჩეული თვისებები, რითიც მოხიბლავ მამაკაცს.

3)გამოუცდელობა ლოგინში:
ხშირ შემთხვევაში მანდილოსანს ამის გამოცდილება არ გააჩნია. ნუ ინერვიულებთ ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. გაუზიარეთ თქვენი ფიქრები თქვენს მეორე ნახევარ. თუ მას უყვარხართ მაშინ იგი შეეცდება ეს პრობლემა გადაგაჭრევინოთ მარტივად.

4)კომპლექსი ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”:
კი კი ასეთი სახის კომპლექსი არსებობს ფსიქოლოგიაში. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ გოგონასთან ურთიერთობას. ვინც ასეთი სახის კომპლექსს განიცდის ნამდვილად უბედური ადამიანია. იგი ცხოვრების ბოლომდე უცდის თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც წაიყვანს მას ციხესიმაგრეში და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ ერთად. საქართველოს გადმოსახედიდან ასეთ შემთხვევაში ყველაფერი მთავრდება კაი შეკრული 07-ით და მაგარი ორ-ოთახიანით. თუ ასეთი ხარ და ამ სტატიას კითხულობ, მოეშვი ოცნებას და შეხედე ცხოვრებას რეალურად.(მუქ ფერებში :)) )

დასასრულს გეტყვით, შეიძლება ზიხარ კითხულობ ამ ყველაფერს და ფიქრობ: რა საცოდავები არიან ასეთებიო (ირონიულად) მაგრამ ადექი სარკეში ჩაიხედე იქნებ ფიცარი ხარ სულჩადგმული.

წყარო:www.nplg.gov.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close