საკითხავიუცნაური

6 ყველაზე უცნაური რამ, რაც ციდან ჩამოვარდნილა

7c5ee388fd69

ბევრი ჩვენგანი წუწუნებს წვიმაზე, მაგრამ ვერც კი წარმოგვიდგენია რა ბედნიერები ვართ, რომ მაგალითად, ობობების წვიმა არ მოდის :lol2:
1.თავკომბალები და ბაყაყები
1981 წლის მაისში სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში ციდან ბაყაყების ცვენა დაიწყო. ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეს მომხდარიყო არის ძლიერი ქარი, რომელმაც აიტაცა ეს ბაყაყები სამხრეთ აფრიკიდან და გადმოყარა რამდენიმე ასეული მილის მოშორებით საბერძნეთში.

5853add1f1ff

მოგვიანებით, 2009 წლის 4 ივნისს იაპონიაში იყო თავკომბალების წვიმა. ამ შემთხვევაშიც მრავალი მოსაზრება გამოითქვა, რომლიდანაც ყველაზე დამაჯერებელი ისევ ქარი აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, წარმოიქმნა პატარა ტორნადოები, რომლებმაც გადაანაცვლეს თავკომბალები.

29eac261c73f

2. კალმარი

ff633ef65be6

1997 წელს, ფალკლენდის კუნძულებთან კორეელი მეთევზე კიმ ჰო თევზაობდა. ცოტა ხანში კი იგი მოხვდა საავადმყოფოში. რატომ? მიზეზი გახლდათ ტვინის შერყევა, თუმცა კიმი არც ნავიდან გადმოვარდნილა და არც თავი დაურტყამს რამისთვის. მას თავში დაეცა არც მეტი არც ნაკლები, გაყინული კალმარი. სამწუხაროდ კიმს ტვინი დაუზიანდა და ვეღარაფრის გახსენება ვერ შეძლო. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან ამ ფაქტს, რადგან მათ არანაირი ამის დამადასტურებელი მასალა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ კიმის ნავში იპოვეს რამოდენიმე კალმარი.

3. ობობები

25a478104a28

2007 წლის 6 აპრილს არგენტინელმა ფოტოგრაფმა ქრისტიან ონეტო გაონამ გადაიღო ობობების წვიმა. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა არგენტინაში. მათ შეამჩნიეს, რომ მიწა ობობებით დაიფარა და როცა მაღლა აიხედეს ციდან ობობები ცვიოდა. ქრისტიანმა გადაიღო რამოდენიმე სურათი სასწრაფოდ და როგორც თვითონ განაცხადა, „თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პატარა შეშინებული გოგონასავით“.

4. წითელი წვიმა

9bf060835faa

ინდოეთში, კერალას პროვინციაში 2001 წლის ივლისის ერთ დღეს დაიწყო წვიმა. ერთი შეხედვით, აქ უცნაური არაფერია, თუმცა ეს წვიმა არ იყო ჩვეულებრივი. წითელი წვიმა მსოფლიოს ისტორიაში პირველად წამოვიდა. ზოგს შეეშინდა და ზებუნებრივ და დემონურ ნიშნად მიიჩნია, ზოგი კი სიამოვნებით გამოვიდა გარეთ, რადგან ტანსაცმლის წითლად შეღებვის შანსი მიეცათ. მკვლევარებმა ასეთი წვიმის მიზეზად დაასახელეს სოკოვანი სპორები, რომელიც სავარაუდოდ ქარის საშუალებით მოხვდა ღრუბლებში, მაგრამ არ იციან, თუ საიდან გაჩნდა სოკოვანი სპორების იმდენი რაოდენობა, რომ „წვიმა შეღება“.

5. ჟელე

9e4d67564058

კიდევ ერთი ანომალია გახლავთ ჟელეს წვიმა, რომელიც იყო 2009 წელს შოტლანდიაში და 1996 წელს ტასმანიაში. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეს ჟელე და აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა უჯრედული აგებულება.დღემდე აუხსნელი რჩება, თუ საიდან წარმოიშვა ეს ჟელე და რატომ მოგვევლინა ის წვიმის სახით. ერთადერთი ვერსია არის ის, რომ ეს ჟელე კი არა ბაყაყების ქვირითია, რომელიც ჩიტებმა ჩამოყარეს. მაგრამ ამ ჟელეს რაოდენობა იმდენად დიდი იყო ,რომ ეს ვერსია გამოირიცხება.

6. მატლები

070348c1c156

მატლების წვიმა იყო 2007 წლის 11 ივლისს ინდიანაში. ელეანორ ბილი(პოლიციელი) გადადიოდა ქუჩაზე , როცა მის უკან მოესმა რაღაცის დაცემის ხმა. როცა ელეანორი უკან მიტრიალდა დაინახა ერთმანეთზე დახვეული მატლების ჯგუფი. პოლიციელმა უხმო თავის კოლეგებს, რათა მათაც ენახათ ეს ფაქტი. ეს მოვლენა აიხსნა წყლის მილის გასკდომით, რომელიც 5 მილის მოშორებით მდებარეობდა.
სავარაუდოდ მატლები წყლის მილში მდებარეობდნენ, ხოლო როცა მილი გასკდა წყალმა ისინი 5 მილის მოშორებით გადაისროლა.

მსგავსი ამბები

Back to top button