სასარგებლო ნივთები თქვენი სამზარეულოსთვის
ყველაზე საინტერესო ნივთები, რომლებიც გამოგადგებათ სამზარეულოში ყოფნისას, რის საშუალებითაც ადვილად მოამზადებთ სხვადასხვა კერძებს : )))))
ეს არის არაჩვეულებრივი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც აღარ დაგჭირდებათ დანის გამოღება და დაჭრა. ამ მოწყობილობაში უკვე არის დაჭრილი ყველი და ხელის ერთი დაჭერით გადმოხტება ყველი თქვენს პურზე : )))
ეს არის ბეკონის შესაწვავი მოწყობილობა. კარგად ვერ გავიგე როგორ აკეთებენ მაგრამ საინტერესო მოწყობილობაა…
ეს კი არის გულის ფორმის კვერცხის შესაწვავი, თურმე კვერცხითაც შეიძლება ინმეს უთხრა : ‘მე შენ მიყვარხარ’!
როგორც მივხვდი, ეს უბრალოდ არის ჩხირები, ისეთივე როგორც ჩინური საჭმლის ჩხირები…
ამ საინტერესო ნივთით შეგიძლიათ გამოჭრათ რამოდენიმე ფორმის საკვები… თუნდაც დაჭრათ პური,ან ყველი ან სხვა რამ… პატარები ასე გაკეთებულ სენდვიჩს უფრო შეჭამენ ვიდრე ჩვეულებრივს…
ეს არის ტვინის ფორმის ყინულები,რომელიც ნამდვილად გააკვირვებს თქვენს სტუმრებს.
ესეც კბილის ფორმის ყინულები.
ეს არის მწვანილის საინტერესო საჭრელი. აქვს თავის ჩასადებიც… ჩემი აზრით კომფორტულია…
ეს არის მაგნიტური დანები, ხელის ერთი დახმარებით ის სწრაფად მიეწებება მის ჩასადებს.
წყარო: toxel.com