საკითხავისასარგებლოსურათები

ჯორჯ ადამსონი-ლომების მეგობარი

65635273a52a
გთავაზობთ ისტორია ჯორჯ ადამსონისა,რომელსაც “ლომების მამა” შეარქვეს.მან შეუძლებელი შეძლო და ველურ სამყაროში ცხოველთა მეფეებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.ის ზრუნავდა ლომებზე,ყველაფერს აკეთებდა მათთვის და სიცოცხლის ბოლომდე არ სცილდებოდა მათ.

c320d9fc74fe

90495897fdc6

a462f9f4f829

ჯორჯი ინდოეთის ქალაქ დოლფურში დაიბადა (უნდა აღინიშნოს,რომ ამ დროს ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო) 1906 წლის 3 თებერვალს.1924 წელს ის მიემგზავრება კენიაში,სადაც ხელი თხების მოშენებას ხოლო შემდგომ უკვე საფარის პროფესიონალ მონადირედ ჩამოყალიბდა.
1938 წელს ის ხდება კენიის ჩრდილოეთ სასაზღვრო რაიონის მთავარი მონადირე-ინსტრუქტორი და ამ სამუშაოს ასრულებდა 1961 წლამდე.

სწორედ ამ სამუშაომ დაახლოვა ჯორჯი ველურ ბუნებასთან.1956 წელს ჯორჯი ცოლთან ერთად ნადირობდა,მან ესროლა ლომის ბოკვერს,შემდეგ კი ეს საქციელი ინანა და გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა ამ ბოკვერის გადასარჩენად.რამდენიმე თვე სახლში ჰყავდა,ლომს სახელიც კი შეურჩიეს ელზა.მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და ელზა გაუშვეს.ეს იყო ჯორჯის ლომებთამ მეგობრობის დასაწყისი.

8ce4b66abc1c

5e568ccc73f7

82dda53473b3

ba1685c753af

1970 წელს ადამსონი საცხოვრებლად გადადის კენიის ჩრდილოეთით მდებარე კორას ნაციონალურ პარკში.ის ყველაფერს აკეთებს დაჭრილი და სხვადასხვა მიზნებისათვის დაჭერილ ლომებზე ზრუნვისა და ველურ ბუნებაში მათი დაბრუნებისათვის.

კორას პარკი,ადამსონის საცხოვრებელი

40233fd631f8

38fd5defdcc9

9fe1d3f16d28

863a19aac805

81384c4abcd6

b542081b1f10

c6e4fbc258d2

ჯორჯი კენიის ფარგლებს გარეთაც ზრუნავდა ლომებზე.მან ლონდონში ერთ-ერთი ზოოპარკისგან გამოისყიდა ლომი და კენიაში წაიყვანა.ჯორჯი ამ მომენტს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა და ამბობდა რა დამავიწყებს იმ “მხიარულ და მამაც ლონდონელ ლომსო”.

1989 წელს სომალელი ბანდიტები შეიჭრნენ კორას პარკში.ამავე წლის 20 აგვისტოს “ლომების მამა” ჯორჯ ადამსონი ბანდიტთა ტყვიამ იმსხვერპლა.ადამიანი რომელმაც ლომებს უდიდესი სიყვარული და პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ვიღაც არაადამიანთა მსხვერპლი აღმოჩნდა.ესეც ალბათ ბედის ირონიაა…

ჯორჯ ადამსონი დაკრძალეს კორას ნაციონალურ პარკში,თავისი მეგობარი ლომის “ბოის” გვერდით…

78e25259638e

d17ca9341202

9faf339925b9

79f990d34c90

8c430c3e9f60

2bd1a03523a9

426b25595808

aa11e0c32f28

e60e684b9053

e64e3df4c380

9965973b5d3c

2813ac1c44bc

6b44725401d7

2486d22b3116

aa3ee77920dd

ca2df51f3c11

7da09509f143

db52d1763b07

5eb1d498dfcd

p.s. მეგობრობა ნებისმიერ ცოცხალ არსებას შეუძლია,მთავარია რომ მას აგრძნობინო სითბო და სიყვარული…

Don Mindia & Malli

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close