ახალი ამბებიგამოგონებარეკორდები

მფრინავი სასტუმრო

ლონდონურმა დიზაინერულმა ბიურომ – Seymourpowell–მა, წარმოადგინა მფრინავი სასტუმროს – Aircruise–ის დიზაინი. ეს უჩვეულო „ხომალდი“ 3600 მეტრის სიმაღლეზე, 145 კმ/სთ–ში შეძლებს 100 მგზავრის გადაადგილებას. მანძილს ლონდონიდან ნიუიორკში – 37 სთ–ში დაფარავს, ხოლო ლოს ანჟელესიდან შანხაიში, იგი 90 სთ–ს მოანდომებს.

Aircruise–ის სიმაღლე 265 მეტრს შეადგენს, სადაც განლაგებულია რამდენიმე სასტუმრო ნომერი, ბარები და სათვალთვალო მოედნები.

ბრიტანული კომპანია – Seymourpowell–ის დიზაინერ–დირექტორის – Nick Talbot–ის აზრით: „სამყაროში, სადაც სიჩქარე თითქმის უნივერსალურად აკვიატებულ იდეას წარმოადგენს, აუჩქარებლად და კომფორტულად გადაადგილების საშუალების შექმნის იდეა მისასალმებელია და ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ შეხედულებას“.

მფრინავი სასტუმრო – Aircruise–ი, მსოფლიოში არსებული ყველაზე მაღალი შენობის – Burj Khalifa–ს ფონზე.

წყარო: www.journal.top100.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close