გართობაკულტურაუცნაური

ადიდასმა ჩელსის ფეხურთელები ლურჯად შეღება

dd567dac83bf

ადიდასმა გამოუშვა სარეკლამო კამპანია “ეს ლურჯია. სხვას რა მნიშვნელობააქვს?”  რომელიც გათვლილია ლონდონის ფეხბურთის გუნდზე ჩელსიზე. ლურჯი ჩელსის ფორმის ფერია, ისევე როგორც ადიდასის, სწორედ ამიტომ ჩათვალეს, რომ სწორედ ეს გუნდი უკეთესად ასოცირდებოდა ამ ფერთან. მთავარი აქცენტი კი არის გუნდის ახალ ფორმებზე, რომლებიც გაიყიდება ადიდასის მაღაზიებში. ბრენდი კი აცხადებს, რომ მათ არ იციან როგორი გამოვა ტანსაცმელი, ისინი უბრალოდ ლურჯ ფერს მიენდობიან.

 

რეკლამაში მონაწილეობას იღებდნენ ჩელსის ფეხბურთელები: დევიდ ლუისი, ხუან მატა, ჰერი კახილი, დემბა ბა, ედენ აზარი, ფერნანდო ტორესი, პიტერ ჩეხი და გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი, რომლებიც მთლიანად ლურჯი საღებავით იყვნენ დაფარული. ეს არის ერთადერთი გუნდი ინგლისში, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ‘The Blues’. “იმის ნახვის შემდეგ თუ როგორ ეპყრობიან გუნდის წევრები საკუთარ ფერს, მათი ფანებიც უფრო გულშემატკივრობენ მას და თავად გუნდიც ახალი რაკურსით იქნება წარმოდგენილი” – ამბობს ადიდასი.

ba2318329dd0

John Terry
75cafdefd2b1

Fernando Torres

1b3b42193cc5

108cfaa66ace

Juan Mata

85388bc5d12b

8ca5dababe29

Petr Čech

d03dc210f2d3

313d54103e75

David Luiz

df3462f7d9dd
5fc13faaf58c

Gary Cahill

91d7ae010699

3bd16f2d0f9f

Demba Ba

df71e998d1fd

2708e8bab5b1

 ადიდასმა ახალი კლიპიც გამოუშვა. კლიპი ჯონ ტერით იწყება და მთლიანად ჩელსის ფეხბურთელებს ეთმობა. ხოლო Wizzy Wow – ს სიმღერა განსაკუთრებულ დაძაბულობას და ინტრიგას ქმნის.

იმისათვის, რომ ფანების ცნობისმოყვარეობა მოეკლა, ადიდასმა დადო ვიდეო სადაც ჩანს, როგორ მიმდინარეობდა ამ საუცხოო კლიპის გადაღება კულისებს მიღმა. მგონი ნამდვილად საინტერესო გამოვიდა.

Mary_kiki

lalala nana
Back to top button