გასართობისასარგებლო

შოკოლადის დიეტა

ეს არის პოსტი შოკოლადის დიეტის შესახებ… ძალიან საინტერესოა…

შოკოლადის დიეტა, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, იტალიელების მოგონილია. ხანგრძლივობა – 5-7 დღეა, რის შემდეგაც რეკომენდებულია 4 ან 6-დღიანი შესვენება. ერთი კვირის შემდეგ 6 სრულიად უსარგებლო კილოგრამისგან გათავისუფლდებით. სმა საკვების მიღებიდან 3 საათის შემდე შეიძლება.

შოკოლადის დიეტის მენიუ
შოკოლადის დიეტა ნებას გრთავს, შეურიო პროდუქტები და საკვების მიღების შუალედში წაიხემსო. პროდუქტების გამოყენება ნებისმიერი სახით შეიძლება. მაგალითად, ორშაბათს მთლიანი ნაყოფი, სამშაბათს – ხილის სალათი, ოთხშაბათს – პიურეს სახით.

შოკოლადის დიეტის შესანიშნავი თვისებაა ის, რომ შიმშილი ამ დროს ანტიპროდუქტიული, ანუ აკრძალუალია. აქედან მოდის წახემსების ოფიციალური საშუალება. შოკოლადი სიმხნევესა და ენერგიულობაში დაგეხმარებათ. მართალია, მითითებული ნორმის დარღვევაც არ შეიძლება – 30 გრ. დღეში. მკაცრი საათობრივი ჩარჩოები ამ დიეტას არ აქვს – საშუალოდ ერთი კვირა შეიძლება დაცვა. პროდუქტების მიახლოებითი სადღეღამისო ნაკრები:
• პასტა (სპაგეტი, ატრია, ნიჟარები და სხვა მაგარი მაკარონის ნაწარმი);
• სოუსები პასტისთვის (ცხიმის დაბალი შემცველობით, უფრო უხორცო, გამონაკლისი მხოლოდ თეთრი ხორცის პატარა ნაჭრები);
• სალათები;
• ბოსტნეული;
• ახალი ხილი;
• პოპკორნი (უზეთოდ და უმარილოდ მომზადებული); ტოპინგები (დანამტები) შეიზლება შეიცავდნენ უცხიმო რძეს, ბოსტნეულის დანამატებს, მშრალ ნიორს, სოიოს სოუსს, ძმარს, ცხარე წიწაკას, მაგარ პარმეზანს. შოკოლადი ( 30 გრ. დღეში);
• წყალი (2 ლიტრი დღეში).
მენიუ შოკოლადის დიეტისთვის (ასარჩევი ვარიანტები)
საუზმე: ახალი ხილი, ხილის სალათი, ხორბლის ფარფლები რძითა და მარწყვით.
წახემსება: პოპკორნი, ხილი.

სადილი: სალათი, სალათი პასტით, სპაგეტი.
წახემსება: პოპკორნი; ბოსტნეულის ასორტი, ხილის კოქტეილი (½ გაგრილებული ბანანი, ½ ფინჯანი ატამი ან სხვა ხილი ასარჩევად, 1 ფინჯანი რძე).

ვახშამი: ფეტუჩი ნივრისა და ტომატის სოუსით ან ნებისმიერი სხვა პასტა მარცვლისგან; სალათი; ბოსტნეული, ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული.
წახემსება: პოპკორნი, შოკოლადი.

დღის განმავლობაში: წყალი, გაზიანი წყალი, მინერალური წყალი.

წყარო: gurmani.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close