ახალი ამბები

5 მაისი

819e948e4b27
ასეთი დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე უცნაურ ბლოგზე რამე საინტერესო დამედო. დავიწყე ბევრ საიტებზე თუ ბლოგებზე რაიმეს ძებნა მაგრამ ამაოდ.სწორედ ამ დროს ჟურნალი ,,ჯუნიორის” თვალიერებისას (რომელიც საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და საქართველოშიც შემოდის ოღონდ ქართულად) წავაწყდი ერთ-ერთ სტატიას რომელიც მე ვფიქრობ ყველა ინტერნეტში ჩაფლულ ადამიანს დააინტერესებს. მე ამოვიღებ მლიან სტატიას ჟურნალიდან რათა სრულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

,, ცხოვრობთ ინტერნეტით და ნიკით? გძინავთ iPhone-სთან და მშობლიურ ენაზე უკეთესად sms-ებისა და ,,ღიმილების” ენას? თუ ასეა მომავალი 5 მაისი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი დღე აღმოჩნდეს! ოფიციალურად დადგენილია: ამ დღეს ინტერნეტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. დამშვიდდით, დროებითი შეჩერება მთელ პლანეტას მოიცავს და მხოლოდ 24 საათი გაგრძელდება. ეს აუცილებელია, რათა პროგრამისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ქსელზე დაცვითი მექანიზმების დამონტაჟების ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო. ერთი შეხედვით, ნეტი ცუდად მუშაობს. შეიძლება ითქვას ძალიან ცუდადაც კი. და თუ არაფერს ვიღონებთ იმ პროგრამების აღსადგენად, რომლებიც მას ამუშავებენ, ნეტს სწრაფად განადგურება ემუქრება. როდის? ზუსტად არ ვიცით მაგრამ შეიძლება, მალე. ,,გაითვალისწინეთ, რომ 1969 წელს ქსელის შექმნის შემდეგ პროგრამისტებს ის პრაქტიკულად არ გარდაუქმნიათ!” – გვიხსნის კუკი მაკინტოში, რომელიც ამ ისტორიულ შესწორებაზე თვეების განმავლობაში მუშაობს. თავის დროზე ნეტი მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, რომელიც შეიქმნა 4 ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემების სწრაფი გაცვლისათვის. დღეს ნეტი მსოფლიოში მილიონობით უცნობ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და აძლევს მათ სულ მეტი და მეტი მონაცემის გაცვლასა და მილიონობით საიტის შექმნის საშუალებას. პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არ არიან ადაპტირებული ამდენი მონაცემის მიღება-დამუშავებისთვის. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ არასდროს არიან მიუწვდომელნი და ამავე დროს, რეგულარულად იგერიებენ ჰაკერების შეტევებს. 5 მაისის ,,სამაშველო ოპერაციის” მიზანია სწორედ ამ პირატულ ქმედებათა ლიმიტირება. ამ დღეს სპეციალისტების სამიზნედ ჰაკერები იქცევიან და ამ პროცესში 13 უმსხვილესი DNS სერვერი მიიღებს მონაწილეობას. მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფები შეცვლიან უსაფრთხო ვერსიებით.”

ამის შემდეგ ლაპარაკია ეკონომიკაზე და სხვადასხვა აქციებზე. რაც მთავარი იყო უკვე დავწერე ასე რომ 5 მაისისთვის დააწყვეთ გეგმები რათა იმისთვის არ დაგრჩეთ დრო რომ ინტერნეტის გარეშე იგრძნოთ თავი.

peace and god bless, madd wiwri : )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close