საკითხავისასარგებლო

საინტერესო მედიცინა

ცოტა რამ მედიცინაზე


ჯანმრთელი კბილები ადამიანის სისხლს აახალგაზრდავებს

ადამიანის შეგრძნება და განწყობილება ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე.მოხუციც კი, თუ მას მაგარი, თეთრი და სუფთა კბილები აქვს, თავს მხნედ გრძნობს და თავის თავში დარწმუნებულია. ამჟამად არსებობს კბილის პასტები ყველა ასაკისა და გემოვნებისათვის.

როგორ ისუფთავებდნენ მათ გარეშე კბილებს ჩვენი წინაპრები?

კბილების წმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში იყო ხის ნახშირის ფხვნილი, რომელსაც იღებდნენ არყის ხის დაწვის შედეგად. ამ ფხვნილით გაწმენდის შემდეგ პირში წყალს კარგად ივლებდნენ და სურნელოვანი საპნით იბანდნენ.

ძალიან სასარგებლოდ ითვლებოდა წიწვიანი მცენარეების – ფიჭვის, ნაძვის და ა.შ. საღეჭი ფისი. ფისს იმარაგებდნენ შემოდგომაზე და ნაჭრის ტომსიკებში ან ხის ქერქის კოლოფებში ინახავდნენ. ფისს გასასუფთავებლად ათავსებდნენ წვრილხვრელებიან ფიცარზე, რომელიც ქოთანს ეხურა. ნედლი ფისი ნახვრეტებით ქოთანში ეწვეთებოდა, ჭუჭყი კი ზემოთ რჩებოდა.

კბილების გასაწმენდად წიწვიანი ხის ტოტის კანიც კარგია. კანს აცლიან, შემდეგ კი ერთი მხრიდან კარგად ჩეჩქვავენ მძიმე საგნით და ფუნჯს ამსგავსებენ (დაღეჭვაც შეიძლება). ასეთმა ფუნჯმა საველე პირობებში თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ჯაგრისიც და პასტაც.

კბილების გაწმენდის სხვა მრავალი ხერხიც არსებობდა. ბევრ ეთნოგრაფს აოცებდა აფრიკული ტომის – ბერგდამების – კბილების თვალისმომჭრელი სითეთრე. როგორც აღმოჩნდა, ისინი საკმაოდ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებდნენ: განუწყვეტლივ ღეჭავდნენ ტყავის პატარა ნაჭერს.

ქვემოთ მოყვანილი ხერხი სუსტი ნერვების პატრონებს არ გამოადგებათ: არის დამადასტურებელი წყაროები, რომ ესპანელები კბილების გამორეცხვისა და გაწმენდისთვის შარდს იყენებდნენ. ამას მოწმობს ერაზმ როტერდამელიც, რომელიც ამბობს, რომ “შარდით კბილების წმენდა ესპანური მოდაა”.

სხვათა შორის, თანამედროვე ურინოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის კბილების სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალება; უფრო მეტიც, თუ თქვენ გადალახავთ ფსიქოლოგიურ ბარიერს, ძალიან კარგია პირის ღრუში, ყელში, ცხვირხახაში დილის შარდის საშუალო დოზით გამოვლება.

კარიესის ასაცილებლად მხოლოდ გულმოდგინე მოვლა ვერ გიშველით, თუ ჩვეულებრივი ჩაის სმას წესად არ გაიხდით.
ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასმელი აუცილებელია კბილის ემალის სხვადასხვა დაზიანებისგან დაცვისათვის.
მსგავსი ქმედების უნარი აქვს ყურძნისა და ალუბლის წვენს, რძეს, ყავას და სხვადასხვა სახის ყველს.

Facebook სიფილისის გავრცელებაში დაადანაშაულეს

ბრიტანელი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ Facebook და სხვა პოპულარული სოციალური ქსელები მოსახლეობის სიფილისით დაავადების ზრდას ხელს უწყობენ, წერს The Daily Telegraph.

აღნიშნულ დასკვნას ის ფაქტი ამტკიცებს, რომ დიდ ბრიტანეთში ამ სქესობრივი ინფექციის გამოვლინების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სანდერლენდში, დერემსა და ტისაიდში აღინიშნება – იმ რეგიონებში, სადაც სოციალური ქსელები ყველაზე პოპულარულია.

ამ რეგიონების მცხოვრებლები დანარჩენ ბრიტანელებთან შედარებით ოთხჯერ უფრო ხშირად რეგისტრირდებიან შესაბამის საიტებზე. ამასთან, სიფილისით დაავადების მაჩვენებელი აღნიშნული რეგიონების მოსახლეობაში ოთხჯერ გაიზრდა.

დაავადების ზრდა ყველაზე მეტად ახალგაზრდა ქალბატონებში აღინიშნება, რომლებსაც სოციალური ქსელები შემთხვევითი სქესობრივი პარტნიორების ფართო არჩევანს სთავაზობს.

Facebook-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქსელში შეძენილ მეგობრებთან პირველად შეხვედრის დროს ”ფრთხილად ყოფნა” აუცილებელია.

ყველაზე სასარგებლო ხილი

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ყველაზე სასარგებლო ხილი გამოარჩიეს. სპეციალისტების თქმით, სამუშაო პროცესში ადამიანის ორგანიზმზე ყველაზე დადებით გავლენას ვაშლი ახდენს – მასში შემავალი მძლავრი ანტიოქსიდანტების წყალობით. გარდა ამისა, ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ერთი ვაშლი 1,5-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე სამი ფორთოხალი ან რვა ბანანი. სპეციალისტები დღეში 2-3 ჭიქა ვაშლის წვენის ან 2-4 ცალი ვაშლის მირთმევას გვირჩევენ. მასში შემავალი ფენოლები ამცირებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს. ადრე ამერიკელმა მეცენიერებმა დაადგინეს, რომ მუშაობისას ვაშლის წვენის მიღება მეხსიერებას აუმჯობესებს.

ჭუჭყიანი ხელები და პარაზიტული დაავადებები

ბოლო დროს იმატა იმ დაავადებების რიცხვმა (A ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზენტერია და სხვა), რომლებიც ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით გადადის. ამას სწავლულები მოსახლეობის ხშირ გადაადგილებას, ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბეს, ჭუჭყიან წყალსატევებსა და ტბებში ბანაობას, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გადამტანების – ბუზების მომრავლებას უკავშირებენ. ასევე, მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება უხარისხო საკვები პროდუქტების, წყლის, გაურეცხავი ბოსტნეულისა და ხილის ან სულაც, პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობის შემთხვევაში ანუ – დაუბანელი, ჭუჭყიანი, ფეკალური მასებით დაბინძურებული ხელების მეშვეობით.პარაზიტული დაავადების საშიშროება განსაკუთრებით, წელიწადის თბილ პერიოდში მატულობს, რადგანაც ამ დროს იქმნება მიკრობის გამრავლებისა და განვითარებისთვის მეტად სასურველი პირობები, რაც პროდუქტების სწრაფად გაფუჭებას იწვევს.

როდის არის აუცილებელი ხელების საპნით დაბანა?

თავს უფლება მივეცით, ყველას (და პირველ რიგში, საკუთარ თავს) შევახსენოთ, რომ აუცილებელია ხელების დაბანა ხშირ-ხშირად და თითოეული დაბანისას საპონი ორჯერ უნდა წაისვათ.
ხელების საპნით დაბანა აუცილებელია:

* ჭამამდე;
* სამსახურიდან ან სეირნობიდან სახლში დაბრუნებისას;
* განსაკუთრებული ყურადღება გვინდა მივაქციოთ ხელების საპნით დაბანას საპირფარეშოში შესვლის შემდეგ – მაშინაც კი, თუკი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ დაგიკმაყოფილებიათ. რატომ? – იმიტომ, რომ კარს, ონკანს, პირსაბანს, სადაც უამრავი ნაწლავური ინფექციისა თუ პარაზიტის კვერცხი ბუდობს, ნებსით და უნებლიეთ, უკვე შეეხეთ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, დაიკმაყოფილეთ თუ არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აუცილებლად გესაჭიროებათ ხელების დაბანა, თანაც – საპნით;
* ფრჩხილები დაიჭერით ძირში, რადგან იქ ადვილად იბუდებს პარაზიტების კვერცხები;
* შვილებს პატარაობიდანვე შეასწავლეთ პირადი ჰიგიენის ელემენტარული, მაგრამ ბევრისთვის დავიწყებული წესები;
* გადააჩვიეთ პატარები ხელებისა და სათამაშოების პირში ჩადებას;
* ბავშვს თეთრეული ყოველდღიურად გამოუცვალეთ. თეთრეული გარეცხეთ 60-გრადუსიან წყალში და გააუთოეთ;
* საბავშვო სათამაშოები გარეცხეთ ან მტვერსასრუტით დაამუშავეთ.
* ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს სტაფილო, მარწყვი, ბროწეულის წვენი, კაკალი, კრაზანის ჩაი – ისინი ორგანიზმს ჰელმინტებისაგან წმენდს;
* ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი თეთრეული და პირსახოცი.

საკვები პროდუქტები და პარაზიტები

* დაუშვებელია უმი ხორცისა და ნახევრად მოხარშული ხორცის, თევზის მიღება;
* საკვები პროდუქტები, სასმელი და ჭურჭელი მუდმივად დაიცავით ბუზებისაგან;
* ხილი და ბოსტნეული ჭამის წინ, გამდინარე წყალში გარეცხეთ და გადაავლეთ ანადუღარი წყალი;
* საკვები პროდუქტები არ შეიძინოთ შემთხვევითი პირებისაგან, რომლებიც არასანქცირებულ ადგილებში ვაჭრობენ;
* მკაცრად დაიცავით დამზადებული საკვებისა და მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები;
* დაუშვებელია ჭუჭყიან და მღვრიე წყალში ბანაობა;
* პარაზიტული და მწვავე ნაწლავური დაავადებების მქონე ავადმყოფები, ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ;
* სახლსა და ეზოში მუდმივად შეინარჩუნეთ სისუფთავე;
* სახლის დალაგებისას გამოიყენეთ სარეცხი საშუალებები (ფხვნილები, სოდა, მდოგვი და ა.შ.), რომლებიც პარაზიტების კვერცხების მოსპობაში დაგეხმარებათ;
* ხალიჩები გაწმინდეთ მტვერსასრუტით ან დაბერტყეთ;
* რბილი სათამაშოები გაიტანეთ ყინვაში ან თაკარა მზეზე – 2-3 საათით.
ამ წესების მკაცრი დაცვა თავიდან აგაცილებთ ორალურ-ფეკალური გზით გადამდებ დაავადებებს.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close