საკითხავისასარგებლო

ევოლუცია

3cb9c9205595

გთავაზობთ ევოლუციის შესახებ მოკლე ინფორმაციას

ევოლუცია, საზოგადოდ ნიშნავს ერთიდან მეორის, ახლის განვითარებას. ბიოლოგიაში ევოლუცია აღნიშნავს ცოცხალ არსებათა სახეობების, პოპულაციის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების თანდათანობით, თაობიდან-თაობაში ცვლილებას. ევოლუცია უპირისპირდება რევოლუციას. ევოლუცია ყოველთვის განვითარებისა და გარდაქმნის ხანგრძლივ პროცესს აღნიშნავს, მისთვის არ არის დამახასითებელი საფეხურებრივი წყვეტა და ნახტომი. ევოლუციის პროცესში ყოველი მომდევნო წინამორბედის ლოგიკური შედეგია.

8866f1b4b21e

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბიოლოგიაში წარმოქმნილი და ამჟამადაც გავრცელებული ევოლუციის თეორიით, დღევანდელი სახეობანი განვითარდა მარტივი ორგანიზმებისაგან რამდენიმე ბუნებრივი პროცესის მეშვეობით:

გადარჩებიან მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც უკეთესად მოერგებიან გარემოს.

გარემო მუდამ იცვლება.

სახეობებში ხდება გენეტიკური ცვლილებები – მუტაციები.

მუტაციათა ნაწილი გარემოსადმი შეგუებისათვის სასარგებლოა.

ეს სასარგებლო ცვლილებები გადაეცემა თაობებს.

ერთი სახეობა წარმოშობს მეორეს თანდათანობითი ცვლილების შედეგად.

43eb9023bfb2

ევოლუციის თეორიის ავტორი არის ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ დარვინი, რის გამოც, ამ მოძღვრებას დარვინიზმსაც უწოდებენ. თეორია განმტკიცებულია დიდი რაოდენობის მტკიცებულებებით, როგორიცაა სხვადასხვა სახეობების გენეტიკური და მორფოლოგიური შედარებები, უძველესი ნამარხები, სახეობების გეოგრაფიული განაწილება და სხვა. ევოლუცია ლაბორატორიებშიც დაფიქსირებულა. ამის ნათელი მაგალითია ლენსკის ცნობილი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მასში მონაწილე ბაქტერიებმა განივითარეს ციტრატის მონელების უნარი, რომელიც ამ სახეობას ბუნებრივ გარემოში არ გააჩნია. ამის გამო თეორია სამეცნიერო წრეებში უკვე ფაქტადაა აღიარებული. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც არ აღიარებენ ევოლუციის ფაქტს და ამისათვის მოყავთ სხვადასხვა მტკიცებულება, როგორც ნამარხების დეფიციტი და ცოცხალი სამყაროს დახვეწილი დიზაინი, რომელიც მათი აზრით ევოლუციის გზით ვერ მიიღწეოდა. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ნამარხი ჯერ ნაპოვნი არაა, არაფერს ავნებს ევოლუციის თეორიას. ერთი შეხედვით მიზნობრივი დიზაინი კი ადვილად აიხსნება ბუნებრივი გადარჩევით.

წყარo:ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close