არქივი

ნამდვილი საშიში ისტორიები

ჭინკა
სანამ ისტორიის თხრობას შევუდგებოდე, მინდა გაგაცნოთ ის ადგილი სადაც დატრიალდა ეს საზარელი და ამაზრზენი ფაქტი, ეს გახლავთ ოკლაჰომას ეროვნულ გმირთა  სასაფლაო  სადაც დაკრძალული არიან ისეთი ჯარისკაცები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს საკუთარი სამშობლო და თავი შესწირეს მის გაერთიანებასა და გაძლიერებას.
ეს ამბავი დაიწყო ავღანეთში 2008 წელს ჰელმანდის პროვინციაში, ახალგაზრდა ჯარისკაცი სახელად ჯეიმსი ჩაეწერა რეზერვისტთა სიაში, ამის მიზეზად მიიჩნევა ის ეკონომიური სიდუხჭირე რაშიც ის და მისი ოჯახი ჩავარდა 2007 წელს, როდესაც მათი მთავარი მარჩენალი მამა გარდაიცვალა, 18 წლის ჯეიმს სამსახურს არავინ სთავაზობდა, თვითონაც არავის სურდა მისი სამუშაოზე აყვანა, მიზეზად სახელდებოდა ის უშნო შესახედაობა რაც სამწუხაროდ ღმეთმა არგუნა ,ამიტომაც ჯეიმსმაც  არ დააყოვნა და გადადგა ის საპასუხისმგებლო ნაბიჯი რასაც ჯარისკაცობა ერქვა, ხოლო იმ მცირედი კონპენსაციის სანაცვლოდ , რასაც ავღანეთში წასული ჯარისკაცების ოჯახებს უხდიდნენ , ის დათანხმდა ამ შემოთავაზებას და 2008 წლის 1 თებერვალს ის წავიდა ავღანეთში. როგორც ჯეიმსი იხსენებს პირველი 2 დღე მისთვის ძალიან რთული იყო, რადგან მას უჭირდა შეგუებოდა კლიმატსა და იმ სამხედრო ცხოვრებას , რომელიც მას აქამდე არასდროს გამოუცდია, მაგრამ ეს გაჭირვება მალევე შეცვალა სხვა რამემ, ისეთმა ამოუცნობმა ფაქტმა , რომელმაც არა მარტო ჯეიმსის  არამედ მთელი ბატალიონის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.  5 თებერვალი,  პირველი ბრძანდება ოპერაციაში ჩართვისა , რომელიც ჯეიმსმა აიღო . ეს გახლდათ ერთ-ერთი მიყურებული სოფლის დაზვრერვა და მისი დაცვა თუ იქნება მტრისგან იერში , მართლაც გაემართა  ჯეიმსი და მისი რაზმი ამ სოფლისადმი  და მთელი დღე იცავდნენ მას, მაგრამ სიმშვიდე მაშინ დაირღვა როდესაც, ცაზე მნათობი მზე ჩაესვენა, უეცრად დაიწყო სოფელში საშინელი კივილი, ხმა , რომელიც თითეოულ ადამიანს გულის გაუცივებდა, ხმები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო , რომ გეგონებოდა ნახევარი დედამიწის მოსახლეობა შეკრებილა  და ყველა ერთხმად უკივის ამ ჯარისკაცებსო, მაგრამ ამ დროს სოფელში მებრძოლთა მეტი არვინ იყო, რათქმაუნდა ახალბედა ჯეიმსი შეშინდა  და შედრკა ამ რაღაც ამოუცნობის წინაშე, მაგრამ მის გვერდით იყვნენ ისეთი მებრძოლებიც , რომლეთათვისაც  შიში არაფერს წარმოადგენდა.
გენერალმა მისცა 5 ჯარისკაცს ბრძანება გაჰყოლოდნენ ხმას და გაერკვიათ თუ რა ხდებოდა , ხოლო ამ 5 ჯარისკაც შორის  ჯეიმსიც აღმოჩნდა, მართლაც რამდენიმე წუთი მიჰყვებოდნენ ხმას ეს მებრძოლები , ყოველი სახლი შეამოწმეს და მათი სარდაფები, მაგრამ ბოლოს , როგორც აღმოჩნდა ხმა არა სახლიდან არამდე კლიდს გამოქვაბულიდან ამოდიოდა, ამოდიოდას იმიტომ ვამობობ , რომ ეს არ იყო მხოლოდ ღმუილი კლდეში , არამედ ეს იყო ნაპრალი , რომელიც დაბლა ჩადიოდა , თითქოსდა ქვესკნელს უერთდება და იქიდან წამებული ადამიანთა ხმა ამოდისო.
გამოქვაბული
მივიდნენ გამოქვაბულთან და გადაწყვიტენ ჩასულიყვნენ დაბლა , რათა გაერკვიათ თუ ვინ ან რა იყო ამ ხმის გამომწვევი. მართლაც ეს 5 უვაშკაცესი მებრძლი, შეიარაღდა ღამის მნათობებით (მათ შორის  ჯეიმსიც) და ჩავიდნენ დაბლა, პირველ ჯერზე თითქოს და არაფერი უჩვეულო არ იყო, დაბლა ჩასვლასთან ერთად ხმა იკლებდა ხოლო როდესაც ბოლომდე ჩააღწიეს, კივილის ხმა მთლიანად გაქრა, ბერძოლებს გაუკვირად თუ რამ გამოიწივა ასე უცბად ხმის გაქრობა, მაგრამ როდესაც გაანალიზეც სიტუაცია და მიიხედ მოიხედეს , მიხვდნენ , რომ ეს ადგილი უბრალოდ გამოქვაბული არ იყო, არამედ რიტუალთა დარბაზი, რომელიც ყარდა ლაშე და გახრწინლი სუნით, ჯეიმსმა მოიხედა უკან თუ არა დაინახა დიდი ჯგრო ადამიანის თავებისა, რომლებსაც ხორცი არ მოცილებოდათ ხოლო სისხლის დენა ჯერაც არ შეეწყვიტად, უცბად შეცბა და დაიბნა 5 თივე ჯარისკაცი, დაიწყეს მაშნვე გასასვლელის ძებნა მაგრამ ამაოდ , რაციამაც შეწყვიტა მუშაობა და ის გვირაბიც აღასად ჩანდა , რომლიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. სრული ქაოსი დადგა, ჯარისკაცები ერთმანეთსაც კი ვეღარ უყურებდნენ და ამ დროს ეს კივილი ისევ გამძაფრდა , გამძაფრდა იმ დონეზე , რომ ყველა ჯარისკაც ყურებიდან სისხლი სდიოდა, თითქოს და მათ გვერძე ადამიანები ყურში ჩაჰკიოდნენ და შველას სთხოვდნენ. სრული უკუნეთის შემდგომ გამოჩნდა მცირედი ნათება , თითქოს და ელვამ დაარტყა ქვესკნელსო, ხოლო ელვის დარტყმის შემდეგ ჯარისკაცებმა დაინახეს , რომ მათ წინ იდგა არა მარტო მკვდარი სულები არამედ თვალებ ამოთხრილი დაბალი და 2 რქიანი ბავშვი, რომელიც თითქოს და თვალებში ჩასქეროდა თითეულ მებრძოლს და მათი სულის დაუფლებას ლამობდა. რამდენიმე წუთში ჩამოვიდა დანარჩენი მებრძოლები, რომლებიც წამოსულიყვენ იმ 5 ჯარისკაცის მოსაძებნად, რომლებიც ამ ხმის მიზეზის სანახავად იყვნენ წარგზავნილები, როგორც მნახველი ჯარისკაცები ამბობენ, 5 თივე მათგანს თვალები ამოთხილი ქონდა , ხოლო მათ გულის ადგილას საკუთარი თვალები ჰქონდათ დაკერებული, ეს იყო ამაზრზენი სანახაობა , რომელმაც უდიდესი ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა მნახველ ჯარისკაცებს.
ჯეიმსი და დანარჩენი 4 მებრძოლი გარდაიცვალა , გვირაბი სადაც ისინი დაიხოცნენ ააფეთქეს და მთლიანად დააბეტონეს. მაგრამ ეს ისტორია ამით არ სრულდება, ეს გარდაცვლილი 5 ჯასიკაცი დაასაფლავეს გმირთა სასფლაოზე ** ოკლაჰომა ** ,  უდიდესი პატივით იქნენ ისინი დასაფლავებული, როგორც წესი, დაღუპულთა ოჯახებს კონპენსაცია უნდა მიცემოდათ მაგრამ ყოველი 5 ჯარისკაცის ოჯახიდან , ოჯახის ყველა წევრი მსგავსი სიკვდილით დახოცილები ნახეს პოლიციელებმა, როგორც მესაფლაცეები და საფლავის დარაჯები ამბობენ, მათ მრავალი უცნაური რამ უნახავთ სასფლაოზე , მაგრამ არა ისეთი რაც მის მერე ხდებოდა რაც ეს ბიჭები აქ დაასაფლავეს, იმ დღიდან სასფლაოზე ყოველ ღამით იწყებოდა გაუსაძლისი კივილი, ხოლო საფლავის ირგვლივ იკრიბებოდნენ ის ჯარისკაცები, რომლებმაც ამოიყვანეს ეს დაღუპული 5 მებრძოლი, ისინი გონზე არ იყვნენ და ვერ ათვითცნობიერებდნენ რა უნდოდათ მათ იქ, ხოლო როგორც თვითმხილველი ჯორჯი ამბობს , მათ გვერდზე დატრიალებდა პატარა ბავშვი, ძალიან სწრაფად და ამ ჯარისკაცებს თითქოს და აკონტროლებდა და ატყვევებდა.
2009 წელს , იმავე სასაფლაოზე , იმავე ადგილას სადაც 5 მებრძოლი იქნა დაკრძალული, ერთად მკვდარი ნახეს დანარჩენი ჯარისკაცებიც, რომლებიც ყოველ ღამით გაურკვეველი მიზეზით იდგნენ საფლავზე, ხოლო მათი ცხედრები გამოიყურებოდა ზუსტად ისე , როგორიც იყო აწ გარდაცვილი 5 ჯარისკაცისა.  საბოლოოდ კი მთავრობამ მიიჩნია , რომ უნდა მომხდარიყო ამ ცხედრების განადგურება და 2010 წლის 5 სექტემბერს , მსგავსი სისასტიკით დახოცილი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წერვები დაწვეს. ხოლო ამით დასრულდა ის საშინელი კივილი ოკლაჰომას სასაფლაოზე, რომელმაც ასეთი შიშის ზარი დასცა მთელ ამერიკას.

დასასრული: წყარო ეფუძნებოდა 5 ჯარისკაციდან ერთ-ერთის ** ჯეიმსის ** კერძო დღიურს, რომელიც ამ ამბებიდან რამდენიმე წელიწადში აღმოაცინეს მის ჩანთაში.

საავტორო უფლება დაცულია , დაწერილია სპეციალურად : www.Ucnauri.com- ის თვის

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button