ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 3

თავი მესამე

ქუჩას თუ ბოლომდე აუყვებოდით, დაინახავდით, თუ როგორ უერთდებოდა ერთმანეთს ორი დიდი მდინარე, რომელიც ამ ქალაქს არათუ ორ ან სამ, არამედ ოთხ ნაწილად ჰყოფდა. ქუჩის ბოლო ხიდით მთავრდებოდა. ეს ხიდი უკვე სხვა უბანს ეკუთვნოდა – უფრო პრესტიჟულს და ამიტომ იყო, რომ ამ უბანში მცხოვრებთ, იქით არ უშვებდნენ, ხოლო იქით მაცხოვრებლები, დახვრეტის ფასადაც არ გადმოვიდოდნენ აქ. ეს იყო და ეს. ქალაქი ოთხად იყო დაყოფილი და ყველაზე დაჩაგრული სწორედ ზემოხსენებული უბანი იყო. დაჩაგრული რა, პრინციპში, ამ ხალხს, ვინც აქ ცხოვრობდა, მეტადაც არ აღელვებდა ეს მდგომარეობა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა – ვიღაცები კარგად ცხოვრობდნენ, ვიღაცები – ცუდად. ქუჩა სავსე იყო დუქნებით, რომლებიც ერთიმეორეზე უფრო ბინძური და საშინელი გახლდათ. აქ ნორმალური ადამიანი არც კი შევიდოდა რამის დასალევად თუ საჭმელად, მაგრამ ნორმალური აქ ძალიან ცოტა, ან საერთოდ, არ ცხოვრობდა. გაჭირვებამ დედა უტირა ყველას. თვითონ უბანი ნაცრისფერი იყო და ასევე ერქვა – ნაცრისფერი უბანი. აქ რაც არ უნდა აგეშენებინა, თუნდაც ჭყეტელა ფერებით, დროთა განმავლობაში მაინც ნაცრისფერი გახდებოდა. არა, ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, დაახლოებით ორი-სამი დღე და ისეთ მუქ სახეს მიიღებდა, რომ შეიძლება კაცს გული შეწუხებოდა. გული კი აქ ძალიან ხშირად უწუხდებოდათ _ არა ნაცრისფერის, არამედ შიმშილისა და წყურვილის გამო. ის ადამიანები, ვინც ამ ბინძურ დუქნებში ფულს ხარჯავდნენ, ამ რაიონში, ყველაზე შეძლებულები იყვნენ.

ქუჩა ძალიან დიდი ხნის წინ, ამ ქვეყნის ერთ-ერთმა იმპერატორმა დააარსა. შეიძლება ითქვას,
რომ ეს ერთადერთი პერიოდი იყო, როცა ქვეყანა რაღაცას გავდა. დააარსა და, ასე ვთქვათ,
სოფლებიდან ჩამოსული მუშებისთვის გამოყო.

ჩამოსულ ხალხს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ქალაქში კარგად იმუშაონ, თორემ არც
ხალხი არ ჩამოვა სოფლიდან და თქვენ, ქალაქელები, კიდევ რისი გამკეთებლებიც ხართ, მეც კარგად ვიციო. ამიტომ ეს იმპერატორი ქალაქელებს არ უყვარდათ და ბოლოს მოწამლეს კიდეც.
მოწამლული იმპერატორის ნაცვლად, სათავეში მისი დეგენერატი შვილი მოვიდა, რომელსაც
ქალაქის მესვეურები თავის ჭკუაზე ატარებდნენ. არა, სინამდვილეში, მას ბევრი ჩალიჩი არც
სჭირდებოდა იმისთვის, რომ პრესტიჟული უბნები გაებლატავებინა, რადგან თვითონაც ისეთივე
იყო, როგორიც სხვა ქალაქელები. ყველაფერი დენის გრაფიკით დაიწყო და ბოლოს, ქალაქის სხვა ნაწილში გადასვლის გრაფიკით დამთავრდა. ასე რომ, ამ უბნის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი, უკვე კარგა ხანია, ქალაქიდან არ გასულიყო. არავინ იცოდა, ეს პროტესტის ნიშანი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, არაფერი არ გამოსდიოდათ. დანგრეული სახლები და ბინძური დუქნები ისევ ისე დანგრეული და დაბინძურებული რჩებოდნენ, როგორც წინათ. ხალხი კი სულ უფრო და უფრო ბოროტდებოდა. ერთხელ იმპერატორს ქალაქის მთავარმა ჯადოქარმა ურჩია კიდეც, რომ რაიმე გასართობი სანახაობა მოვუწყოთ, თორემ აგვიჯანყდებიანო. იმან კი უთხრა, ამ ჩემს ფეხებს, მე მაგის ფული არ მაქვსო. ჰოდა, რამდენიმე დღეში აჯანყებამაც იფეთქა. იფეთქა და რა იფეთქა! აჯანყებულმა სოფლელებმა, მთელი უბანი გადაწვეს. იმპერატორმა კი, სახანძროც არ გაუგზავნა. უბრალოდ, ქალაქის მთავარ ჯადოქარს დამცავი, დიდი, წითელი ბადე გააკეთებინა და აჯანყებულები ცეცხლწაკიდებული უბნიდან არც კი გამოუშვა. ჰოდა, ბევრი დაიწვა და მისივე დანთებულ ცეცხლს შეეწირა. ამის მერე, სახლებიც კი არ გაუკეთებიათ და ცხოვრობდნენ ასე, დამწვარ სახლებში.

სწორედ ამ ქუჩის შუაში, ერთ-ერთ დუქანში იჯდა ახალგაზრდა ბიჭი. წინ არყით სავსე ჭიქა
ედგა და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. თვალები თაფლისფერი ჰქონდა, თმები _ ჩალისფერი.
ტანზე შავი ველვეტის მოკლე და ოდნავ მოტმასნილი კურტკა და ველვეტისვე სწორტოტებიანი
შარვალი ეცვა. ის წყნარად იჯდა, თითქოს არც არაფერი მომხდარაო. ამ დროს, კურტკა გაიხსნა და
იქიდან ორი კოლტი ამოიღო. ბარმენს მიუტრიალდა და ეუბნება:
_ შენი ღორი დედას შევეცი! _ და გაისროლა. სამჯერ ესროლა ბარმენს, თითო-თითო, _
ბარმენის დასახმარებლად შემოვარდნილ ორ ბიჭს. მერე იარაღებს აბოიმები გამოუცვალა და ისევ
ველვეტის კურტკის შიგნით დაკიდებულ კაბურაში ჩააწყო. ფეხზე შავი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა
და გვამებს მოქნილად არიდებდა ტანს. გარეთ გავიდა. ხალხი შეკრებილიყო და მას, როგორც გმირს,
ისე მიშტერებოდნენ. ის კი მიჩვეული იყო ასე ყურებას ბავშვობიდან. პირველად მაშინ, როდესაც
სკოლის საშინელი დირექტორი მიაჩოხანა, მეორედ _ როდესაც უბნის ინსპექტორი დაბრიდა და
ბოლოს მაშინ, როცა თავისი ოცდაათმილიმეტრიანი კოლტებით დევები დახოცა.
დიახ, ეს გახლდათ ხელისუფლების ჭირი, სამართლიანობისთვის მებრძოლი, გამჭრიახი და
გონებამახვილი, გიჟი და, ამავე დროს, ჭკვიანი, უსაქმურის სახელით ცნობილი ნაცარქექია.
ყველაფერი კარგად ახსოვდა, ბავშვობის გარდა. მაგრამ ყველაზე მაგრად სასჯელები ახსოვდა. სულ
ორი სასჯელი ჰქონდა მოხდილი. დანარჩენ შემთხვევაში, გაპარვას ახერხებდა. ეს იმიტომ, რომ
ზუსტად არჩევდა მკვლელობისთვის შესაფერის ადგილსა და დროს. ცხოვრებაში ერთი შეცდომაც
30
კი არ დაუშვია ამ საქმეში. სწორედ ამიტომ მოიხადა ორი ‘სროკი“. ეს ორიც იმიტომ, რომ ორჯერვე
‘პადდელნიკებმა“ უღალატეს და გაყიდეს. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მათ გარეშე ემოქმედა და ასეც
მოიქცა. პრინციპში, ამის მერე აღარ დაუჭერიათ. ალბათ ბედიც წყალობდა, რადგან მუდამ
სამართლიანობისთვის იბრძოდა. ეს ბარმენიც იმიტომ დაბრიდა, რომ გუშინ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი
სიკვდილამდე უცემია. მას დასალევის ფული არ გადაუხდია და ამიტომ, საწყალს თურმე იქამდე
ურტყამდნენ, სანამ პირიდან ყველა კბილი არ გადმოყარა და მუცლიდან სისხლი არ წამოუვიდა.
ნაცარქექია ამ ამერიკული ბარის მსგავსი დუქნებიდან გამოდიოდა და დაინახა იმ ბიჭის დედა,
რომელიც ბარმენს რაღაცეებს უყვიროდა. ბარმენი დამპალ პოლიციას ფულს უხდიდა, ისინი კი ამ
ბოროტებისთვის, ხელს არ დააკარებდნენ.
ბოროტება კი მართლაც ძალიან ბევრი ხდებოდა ამ უბანში. ერთი პოლიციელი ნაცარქექიამ
იმიტომ მოკლა, რომ ორმოცი წლის ‘ნაბოზვარი“, მეშვიდე კლასელ გოგოს აუპატიურებდა.
ნაცარქექიამ სამჯერ დააცალა ორ-ორი აბოიმა და ბოლოს, სახითაც კი ვერ ამოიცნეს გვამი.
ამ მკვლელობის მერე, უეცრად გამოჩნდნენ პოლიციელები. ამას ნამდვილად არ ელოდა, იმიტომ,
რომ ისინი ძალიან გვიან, ან საერთოდ არ მოდიოდნენ. ახლა კი იმ წუთშივე, იქ გაჩნდნენ. ნაცარქექიამ
კი თავისი ველვეტის კურტკა გაიხსნა და დაიწყო.
პოლიციის მანქანა გაჩერდა. როგორც ფილმებშია ხოლმე, კარი გაიღო და იქიდან ორი პოლიციელი
გადმოვიდა. კარს ეფარებოდნენ და ნაცარქექიას უმიზნებდნენ. ერთმა დაუყვირა:
_ დაყარე იარაღი და ხელები თავს უკან წაიღე. _ ნაცარქექიამ კი სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და
მერე დახედა. ბოლი შეკავებული ჰქონდა, ამოუშვა, ბიჩოკი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა. კოლტი,
რომელიც ამ დროს მეორე ხელში მეორე კოლტთან ერთად ეჭირა, მარჯვენაში გადაიტანა და ერთ-
ერთ პოლიციელს ოცდაათმილიმეტრიანი ტყვია ისე სწრაფად დაასვა თავში, რომ მეორემ ვერც კი
მოასწო გასროლა. იმ პოლიციელს თავი წასძვრა. მეორემ ჯერ თავგაძრობილს გახედა და მერე
ნაცარქექიას. კოლტიან მარჯვენა ხელს ნელ-ნელა დაბლა უშვებდა, გარშემო კი ხალხი დუქნებიდან
იყურებოდა და ის-ის იყო პოლიციელი გასროლას აპირებდა, რომ ნაცარქექია ახლა მარჯვენა მხარეს
შეტრიალდა და მარცხენა ხელით პოლიციელს სამჯერ ესროლა. მუცელი სულ გამოაცალა და უკვე
წასვლას აპირებდა, რომ ამ დროს, სპეცრაზმელები პოლიციის დიდი ფურგონებით მოსრიალდნენ.
ნაცარქექია იმ მანქანისკენ გაიქცა, სადაც მკვდარი პოლიციელები ეყარნენ. კაპოტზე გადაირბინა
და მას ამოეფარა. პოლიციელებმა ფურგონი ისე გააჩერეს, როგორც ჩვევიათ ხოლმე და ერთ-ერთმა,
მოლაპარაკებების გამართვა ითავა. რუპორი დაიჭირა და ხმამაღლა დაიწყო:
_ ნაცარქექია, ვიცით, რომ მანდ ხარ, მანქანის უკან. არავითარი შანსი არ გაქვს. ასე რომ, დაყარე
იარაღი და გამოდი!! _ ნაცარქექია ჩუმად ისმენდა ყველაფერს, როგორც ჩვეოდა ხოლმე, მერე
აბოიმები გამოცვალა და ჩუმად წაიბუტბუტა:
31
_ წადით რა, თქვენი ძაღლი დედები ჩავტყან. _ რუპორიანი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,
როცა ნაცარა უეცრად მანქანის უკნიდან ამოიწია და თავისი დიდი ტყვიით პოლიციელს თავი
რუპორიანად წააცალა. მაშინ ატყდა სროლა. პოლიციელები ძალიან ბევრს ისროდნენ და დახმარებაც
კი გამოიძახეს. ნაცარქექიამ მანქანას ბაკში ესროლა და მაშინვე ააფეთქა. მერე ვერტმფრენი მოვიდა,
ზემოდან ანათებდნენ პროჟექტორით და ესროდნენ. მაშინ გაიქცა. მირბოდა და მისდევდნენ, უკნიდან
იმდენი ტყვიები მოდიოდა, რომ მიხვდა, ვერტმფრენიდანაც მესვრიანო და უცებ მოტრიალდა, ცალ
მუხლზე ჩაჯდა და ჰაერში მთელი აბოიმა დაცალა. ვერტმფრენი ჯერ შექანდა, მერე ნელ-ნელა
მარცხნივ წავიდა და ჩამოვარდა. ნაცარქექია ვიღაცის მანქანაში ჩახტა და დაქოქვას აპირებდა, რომ
წინიდან ავტომატიანი და ფორმიანი დაინახა და ესროლა. ნაწლავები მანქანის ჩალეწილ პარპრიზზე
ეკიდა, მიადგა ნაცარა და გაგაზა. უცბად წინიდან ბეტეერი ჩაუყენეს. მაშინ მიხვდა, რომ აზრი აღარ
ჰქონდა და გაჩერდა. უკვე ტყვიებიც უთავდებოდა. ჰოდა,
გაჩერდა, მანქანიდან ნელ-ნელა გადმოვიდა. პოლიციელები
უყვიროდნენ _ დროზე, ხელები თავს უკან წაიღე და რაღაც
ასეთ რაღაცეებს, მაგრამ მას არაფერი ესმოდა. პროსტა,
წყნარად იდგა და ელოდა, როდის მოვიდოდნენ
პოლიციელები. ხელში კოლტები ეჭირა, თავი კი დაბლა
დაეხარა. ერთ კოლტში მარტო ერთი ტყვია იყო და ეს არ აძლევდა
ბრძოლის გაგრძელების საშუალებას, თორემ არ გაჩერდებოდა. უკან
დახევა არ ჩვეოდა. ერთხელ, ბავშვობაში, რომელიც კარგად არ ახსოვდა, პაპამ
სანადიროდ წაიყვანა. მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრობდნენ და ახსოვს,
ტყეში რომ მიდიოდნენ და რომ დაუღამდათ. ძალიან შეეშინდა, სულ კანკალებდა. არ
უნდოდა, პაპას რომ შეემჩნია, მაგრამ, აბა რას გამოაპარებდა მოხუც მონადირეს?! ჰოდა,
მაშინ უთხრა პაპამ, არ უნდა გეშინოდეს, შვილო, იმიტომ, რომ სამი კაციდან პირველი
ყოველთვის მშიშარა მოკვდებაო. ჰოდა, ეგ იყო და ეგ, მას შემდეგ, არასდროს აღარ შეშინებია. ახლაც
არ ეშინოდა. უბრალოდ, იდგა და ფიქრობდა რაღაცეებზე _ იმაზე, რომ ტყვიები ცოტა წამოიღო და
არაფერი არ იყო რიგზე. პოლიციელები კი ნელ-ნელა აკეთებდნენ წრეს, რომელიც ვიწროვდებოდა
და ნაცარამ დედის გინება გაიგო. ვიღაც მსუქანმა პოლიციელმა თქვა: დაიჭირეთ, ეგ დედა… ნაცარამ
თავი ასწია, ზუსტად მონახა პოლიციელი და შიგ ყვერებში დაადო ტყვია. მაშინ ესროლეს და დაჭრეს
კიდეც მხარში.
თვალები რომ გაახილა, მაშინვე სიცივე იგრძნო. მის თვალწინ საშინლად შეღებილი ოთახი იყო.
ოთახს ყვითლად შეღებილი კედლები ჰქონდა, ხოლო ჭერი _ ღია მწვანე ფერის. ასე რომ, სინათლე
ამ კედლების გარემოცვაში უფრო საშინელი ასატანი ხდებოდა. ყველაზე საშინელი კი ის გახლდათ,
რომ ეს ოთახი გისოსებით პატარა ნაწილებად დაეყოთ. სწორედ ამ გამოყოფილ ადგილას ჩაემწყვდიათ ნაცარქექია, რომელიც ასეთ ადგილებს მიჩვეული არ იყო. ამ ოთახში გამეფებული სიბინძურის გამო, გული ერეოდა.

გამოყოფილ ოთახს შიგნით პატარა გისოსებიანი ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც ღამის ცა ჩანდა. ცა
ამ ქალაქში ერთადერთი იყო, რასაც ჭუჭყის ფერი არ ჰქონდა. ნაცარას ძალიან ტკიოდა ჭრილობა და თვალები ებინდებოდა. მაგრამ ვაჟკაცები არ ტირიანო, ნათქვამია და ისიც იტანდა ტკივილს.
უბრალოდ, თავი ჩაღუნა. ის წინასწარი დაკავების საკანში იჯდა და სისხლისგან იცლებოდა. მისი
კოლტები კი, რომლებიც დევებს მოპარა და იმითვე დახოცა, გამომძიებლის მაგიდაზე ეწყო.
გამომძიებელს ერთი აბოიმა გამოეღო და ტყვიებს ტენიდა.
_ გაიღვიძე? _ ჰკითხა ღიმილით.
ის კი სხვა რამეზე ფიქრობდა. მერე წამოწვა და ახლა გამომძიებლის ფეხებს ხედავდა. ცოტა ხანში
გამომძიებელი წამოდგა, რაღაცეებს აკეთებდა _ ნაცარა ვერ ხედავდა, რას. ოთახის კარზე კაკუნის
ხმა გაისმა და ვიღაც შემოვიდა, რომლის სახეს ასევე ვერ ხედავდა ჩვენი გმირი. გამომძიებელი
მიუახლოვდა მას, ცოტა ხანს ახლოს გაუჩერდა, ალბათ ყურში რაღაც უთხრა და გავიდა.
ვაიმე, როგორ ეძინებოდა.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close