არქივი

მარილი მიკრობებს ანადგურებს

5c9b8ac4d6ac
მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია, კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის, ტუტეებისა და მარილმჟავას წარმოქმნა, რაც აუცილებელია , უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში დის აქტიურ მონაწილეობას იღებს.

662534a74b9e

92819272ad21
ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4–6 გრამია, ჰიპერტონიის , თირკმელების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში გირჩევთ, მარილის მოხმარება შეამციროთ.

ხალხურ მედიცინაში, უძველესი დროიდან, საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მარილს სხვადასხვა დაავადაების სამკურნალოდ. გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:

ebdce8339c96

  • გაციების დროს რეკომენდებულია, მარილისა და თაფლის ნარევით ტანის დაზელა და ცხელი აბაზანის მიღება.
  • კარგი ამოსახველებელი საშუალებაა 0,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 0,5 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და მწიკვი მარილი.
  • კუჭის შეკრულობის დროს, სასაქმებლად, 4 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. აშლილობისას კი ტაფაზე 1–1,5 კილოგრამი მარილი გაახურეთ, ჩაყარეთ ქსოვილის პატარა პარკში და მუცელზე დაიდეთ.

b42c39a97887

  • დაჟეჟილი ადგილები მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ.
  • თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.
  • გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა. 0,5 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.

02e2f228f2b7
მარილის ხსნარი აქტიურად ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს. ამგვარად, დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია ხდება, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.

d43a4ebf89bc

მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ მას გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება, შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. ამიტომ, რაოდენობის კონტროლი აუცილებელია, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევ, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.
d24c1861d9c3

 

წყარო : for.ge

მსგავსი ამბები

Back to top button