საკითხავიუცნაური

Konark-მზის ტაძარი

d07913f797b6
ტაძარი აშენებულია XIII საუკუნეში და ეძღვნება მზის ღმერთს Surya. თავად სიტყვა Konark ნიშნავს Kona – კუთხე და ark- მზე. ტაძარი დგას ეტლზე რომელსაც აქვს 12 წყვილი ბორბალი. ბორბალს ორი დანიშნულება უნდა ქონდეს შეიძება ის წარმოაგენს თვეებს ან კიდევ საათებს ანუ 24 საათს. ეტლს ზიდავს 7 წყვილი ცხენი, რომლებიც წარმოადგენენ კვირის დღეებს. თითოეული ბორბალი შემკობილია ულამაზესი ორნამენტებით რომლებიც თავად შეგიძლია ნახოთ აი ამ სურათზე:

1fd63cd49b0c

ტაძარი ცნობილია თავის აქიტექტურული გრანდიოზულობით და ორნამენტებით, ალბათ ეს თავადაც შეამჩნიეთ ზემოთ დადებულ სურათებზე. მაგრამ ის რითიც Konark არის უნიკალური აი ეს ფიგურები და ორნამენტებია (გაითვალისწინეთ რომ ორიგინალში ყველა ფიგურა საშუალოდ ადამიანის ზომისაა) :

8a9e308f7129

Konark ის ტაძარი არის ყველაზე მდიდარი მასზე გამოსახული ეროტიკული შინაარსის ფიგურებით და ორნამენტებით. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მზის ტაძარი რომელიც სიცოცხლის და მარადიულობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თავად სექსუალურ შერწყმას არ ქონდა დიდი მნიშვნელობა არამედ იმას რაც ამ შერწყმის შედეგად გამოიყოფოდა – ”ჯადოსნური სითხე” რომელიც მარადიულობის წყაროდ მიიჩნეოდა.

81758128755f

უზარმაზარ ბლოკებს შორის რომლებითაც ტაძარია აშენებული აბსოლიტურად არანაირი ცემენტი ან მსგავსი მასალა არაა გამოყენებული. ბლოკის ზედაპირი იმდენად წმინდადაა თლილი რომ მთელ ზედაპირზე ეხება ერთმანეთ და ჯდება ერთმანეთში. გადმოცემის თანახმად, ტაძარის დასრულება ვერ მოახერხეს რადგან გათველების მიხედვით ეტლი ვერ გაულებდა მის სიმძიმეს.

წყარო: http://tomushka.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button