არქივი

ვოლტერი

3ee7556864fd

ვოლტერი (ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, დ. 21 ნოემბერი, 1694 – გ. 30 მაისი, 1778) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, განმანათლებელი.

59a02e7f2916

ფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოიჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას “ფერნეის პატრიარქსაც” შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.

acefec97ce63

e6904373cae2

ფილოსოფია

ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენს, ლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგრამტურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის – “აკეთე სიკეთე”! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

c99cff41a70f

16b862f0aa60

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.
ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
მიკრომეგასი, 1752
კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
მიამიტი, 1767
ბაბილონის პრინცესა, 1768

d629e85e218f

დრამატურგია

ვოლტერის ბიუსტი, 1778, ჟან ანტუან ჰუდონი

ვოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც – მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედია, ადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.

51dd201f1ee9

ოიდიპოსი, 1718
ბრუტუსი, 1730
ზაირი, 1732
მაჰმუდი, 1742
მეროპე, 1743
სემირამისი, 1748
ჩინელი ობოლი, 1755
ირენი, 1778

6da12aab4a59

აქ მისი ძალიან ცნობილი ფრაზებია:

კალენდრის რეფორმა ფეხმძიმობის ვადას არ ამოკლებს…

ცხოვრება ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით.

ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება.

… თქვენს ნაწარმოებს რომ ვკითხულობ, ოთხ ფეხზე სიარული მინდება.

პოეზია მუსიკაა სულისა.

მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.

შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.

ღმერთი- ესაა კომიკოსი, რომელიც თამაშობს მაყურებლის წინაშე, რომელიც გაღიმებასაც კი ვერ ბედავს.

ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს.

უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.

რა დამღუპველია ვნებები!ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს,მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს.

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და სხეულს.

ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.

სახელმწიფოში კანონების მრავალრიცხოვნება იგივეა, რაც მკურნალების დიდი რიცხვი, რაც ავადმყოფობისა და უძლურობის ნიშანია.

ჭეშმარიტი ვაჟკაცობა უბედურების ჟამს გამოჩნდება ხოლმე.

საუკეთესო- კარგის მტერია.

უდიდესი შუღლი უფრო ნაკლებ დანაშაულს იწვევს, ვიდრე ფანატიზმი.

განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.

როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენ.

eacd2a8a0186

არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.

თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება,ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის.

ცრურწმენები- ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ.

როცა საქმე ფულს ეხება, ყველანი ერთი ღმერთის ვაღიარებთ.

ყოველი ადამიანი დამნაშავე იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.

ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას.

5daa32933ca5

სასაცილოდ აგდება სხვისი – ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.

მედიცინის მთელი ხელოვნება ისაა, გაართო პაციენტი, სანამ ბუნება თავად კურნავს დაავადებას.

ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას.

შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა

წყარო: ვიკიპედია და ვიკიციტატა

მსგავსი ამბები

Back to top button