კულტურა

პოლ მაკარტნი ერევანს ესტუმრება

Paul%20McCartney 107500

ეს ინფორმაცია გაჩნდა ბითლზების ქართულ საიტზე. აქ მთავარი არის ის, რომ სომხეთში ჩასვლას არ ჭირდება არც თვითმფრინავი და არც დიდი თანხა. ვფიქრობ, რომ ბითლების ფანებს (ვისაც საშუალება ექნება ერევანში წასვლის და პოლის კონცერტზე დასწრების) ძალიან გაუხარდებათ ეს ინფორმაცია.

კომპანია VIBROGRAPHUS–ის პრეზიდენტმა, გარიკ გოლბუდიაგანმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ჯგუფ Deep Purple–ისა და პოლ მაკარტნის მენეჯერები აწარმოებენ მოლაპარაკებას სომხეთში კონცერტების ორგანიზაციისა და ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. 

„ისინი სომხეთში ჩამოსვლისა და კონცერტზე გამოსვლის მზადყოფნას გამოთქვამენ, საკითხი მხოლოდ მუსიკოსების გრაფიკის შეთანხმებაში და კონცერტის ორგანიზებისთვის საჭირო აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობებშია“. გოლბუდეგიანმა დასძინა, რომ ასევე მიმდინარეობს ფინანსური საკითხებზე შეთანხმება, თუმცაღა კონკრეტული თანხებისა და ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.

კომპანია VIBROGRAPHUS–ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ერევანში კონცერტის გამართვის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე რუსულ როკ–ჯგუფსა და შემსრულებელთანაც მიმდინარეობს, კერძოდ, ДДТ–სთან «Машина времени»–ისა და გრიგორი ლეპსთან.

კომპანია VIBROGRAPHUS–ის უახლოესი პროექტი ბრიტანული ჯგუფის, Jethro Tuil–ის კონცერტია, რომელიც ერევნის კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ–საკონცერტო კომლექსში, 2009 წლის 22 მაისს ჩატარდება. კონცერტის მთავარი სპონსორები არიან ფონდი „ლუისი“ და არმენბანკი. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუველყოფენ საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო Новости-Армения, რადიო HAI FM 105.5, სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია.

წყარო: www.thebeatles.ge

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...
Back to top button