დიდი შაბათი
დიდი შაბათი– იესო ქრისტეს საფლავად დადება
დიდი შაბათი – ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღე. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.
და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:
„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ“.