არქივი

პირველები, რომლებიც სინამდვილეში პირველები არ იყვნენ (ნაწილი I)

dfa5eabc7270
არსებობს ბევრი ფაქტი, რომელიც როგორც სიმართლე ისე გავრცელდა მსოფლიოში, მაგრამ სინამდვილეში ტყუილია. პოსტში წარმოდგენილია ადამიანები, რომლებსაც შეცდომით მიაწერენ პირველობას სხვადასხვა სფეროში.

პირველი ტრანს-ატლანტიკური ფრენა

რომ იკითხოთ, თუ ვინ გადაკვეთა პირველად ატლანტის ოკეანე , უმრავლესობა გეტყვით, რომ ეს იყო ჩარლზ ლინდბერგი. ეს ადამიანები ერთი მხრივ მართლები იქნებიან, რადგან ლინდბერგი იყო პირველი , ვინც მარტომ გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.

4263e8589020
სინამდვილეში ჯონ ალკოკმა და არტურ ბრაუნმა ლინდბერგს 8 წლით დაასწრეს. ამ პილოტებმა ნიუფაუნდლენდი 1919 წლის 14 ივლისს დატოვეს. ფრენას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან მუდმივად იყო ძრავის გაყინვის საფრთხე და ხშირად ხელითაც აცლიდნენ ყინულებს ძრავის სხვადასხვა ნაწილებიდან. 16 საათის შემდეგ ისინი ირლანდიაში დაეშვნენ. თუმცა არც დაშვება იყო სასიამოვნო პროცესი, რადგან ისინი პირდაპირ ჭაობში ჩაეშვნენ, იმიტო კი არა, რომ თვითფრინავის მართვა არ იცოდნენ, უბრალოდ ფრენის დროს სიმძიმის შესამცირებლად თვითმფრინავს ბორლები მოაძვრეს.
5ee0e260094e
ტელეფონის გამოგონება

თითქმის ყველას მიაჩნია, რომ ალექსანდერ გრეთჰემ ბელი ტელეფონის გამომგონებელია. მან პირველად დააპატენტა ტელეფონი 1876 წელს და დაიწყო ტელეკომუნიკაციების ბიზნესი, თუმცა სინამდვილეში მისი გამოგონება პლაგიატი იყო.
7ea9438679f1
ტელეფონი პირველად საზოგადოების წინაშე იტალიელმა ანტონიო მეუჩიმ წარადგინა, 16 წლით ადრე, ვიდრე ბელი მას დააპატენტებდა. უსახსრობის გამო იტალიელმა ემიგრანტმა 250 დოლარის გადახდა ვერ შეძლო, რაც დაპატენტებისათვის იყო საჭირო. მან თავისი გამოგონება Western Union telegraph company-ს აჩვენა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელემა მასთან შეხვედრა არ ისურვეს. მეუჩის უთხრეს რომ მისი ტელეფონი დაიკარგა და უკან არ დაუბრუნეს. შემდეგ კი ბელმა მეუჩის გამოგონება დააპატენტა და მსოფლიოში ცნობილი პიროვნება გახდა. ყველაფრის მიუხედავად 2002 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა ანტონიო მეუჩი ტელეფონის გამომგონებლად დაასახელა, მაგრამ ის დღემდე უცნობი რჩება მსოფლიოსათვის.
f257e1effc83
ამერიკის აღმოჩენა

ვისაც ოდესმე ისტორიის სახელმძღვანელო წაუკითხავს, გეტყვით რომ ამერიკა ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. ის სამი გემით : ,,სანტა-მარია”, ,,პინტა” , ,,ნინია” გაემგზავრა ,,ახალი სამყაროსაკენ”.
21c23f7a53a5
მაგრამ ევროპელების ერთი ნაწილისათვის ეს მიწები ,,ახალი სამყარო” სულაც არ იყო. დაახლოებით 1000 წელს ვიკინგებმა ლეიფ ერიკსონის მეთაურობით ნიუფაუნდლენდს მიაღწიეს. ამ ადგილს ვიკინგებმა ,,ღვინი სმიწა” დაარქვეს, რაგან იქ ყურძენი ხარობდა. ვიკინგებმა ნიუფაუნდლენდზე დასახლება ააშენეს, რასაც უამრავი ფაქტი მოწმობს: სახლების სტილი, მეთუნეობა, აღმოჩენილი ნივთები და უამრავი სხვა ფაქტი რაც მოწმობს იმას ვიკინგებმა ლეიფ ერიკსონის მეთაურობით ამერიკას კოლუმბზე 500 წლით ადრე მიაღწიეს.
de26426a0b54

Back to top button