BMW ელექტრო მობილებით ქუჩაში მოძრაობას კიდევ უფრო მარტივს ხდის. ახალი ტექნოლოგიის „Light and Charge“-ს საშუალებით შესაძლებელი იქნება ქუჩის განათების ბოძიდან თქვენი ავტომობილის დამუხტვა.
როგორც BMW-ს მმართველი საბჭოს წევრი Peter Schwarzenbauer-ი აცხადებს, დამუხტვის ინფრასტრუქტურა აუცილებელია ელექტრო მანქანების მომავლისათვის.
ბოძები დაკომპლექტებული იქნება ე.წ LED განათების ტიპის ნათურებით, მანქანის ფარების მსგავსად.
მოწყობილობა მიუნხენში მომდევნო წლიდან გამოჩნდება. გასულ კვირას პროდუქტი უკვე წარადგინა BMW-მ „Eurocities conference“-ზე.