არქივი

სააღდგომო პასკა

3dd9c89a17e6
პოსტში ისწავლით როგორ გააკეთოთ პასკა

მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:
საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).
016

მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება :yes: ). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე მოაყარეთ პუდრი ან რამე ეგეთი (თქვენი გემოვნებით ;) )
და ბოლოს გემრიელად მიირთვით… :kiss:

fb11b9097d72

34174b52f2e4

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button