ახალი ამბები

ბომჟმა 1,5 მილიონი დოლარის ქონება დატოვა


საუბარია ქალაქ სკელეფტის მკვიდრ კურტ დედჯერმანზე, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საიდუმლო რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგ აეხადა ფარდა, დღემდე ყველასათვის გასაოცარ ამბად რჩება.

კურტი, რომელიც მუდმივად უცნაური ცხოვრებით ცხოვრობდა: არ თაკილობდა სანაგვე ურნაში ძრომიალს, საიდანაც თავისი კოლექციისათვის მეტალის ქილებს არჩევდა. მუდმივად ჭუჭყიანი ქურთუკითა და დახეული შარვლით დადიოდა, თუმცა ჰქონდა ერთი “მაგრამ” რომელსაც საზოგადოებისგან საგულდაგულოდ მალავდა, ეს “მაგრამ” მისი ბიბლიოთეკაში ყოველდღიური სტუმრობა იყო, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა.

საქმე იმაშია, რომ მეტსახელად ტინ-კან-კერტი ბიბლიოთეკიდან ინტერნეტის მეშვეობით საფონდო ბირჟაზე ეშმაკურ დაბანდებებს ახორციელებდა და 1,5 მილიონი დოლარის ძვირად ღირებული ქაღალდების, აგრეთვე 124 ცალი 350 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდისა და საბანკო ანგარიშზე 10 000 დოლარის მფლობელი გახდა.

როგორც აღვნიშნეთ, კურტმა მთელი ქონება გარდაცვალების შემდეგ ბიძაშვილს დაუტოვა, რომელიც მას ხშირად ნახულობდა, თუმცა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაცვლილი ბომჟის სურვილი არ შესრულდა და დანატოვარი კანონიერ მფლობელს არ გადაეცა, რადგან ქონებაზე პრეტენზია მისმა ბიძამაც გამოთქვა, რომელთანაც კურტს, მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა.

წყარო: www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close