უცნაური

Go Go ზღაპრები – თავი 2

debdb4031fc2

თავი მეორე

ჭრელი ზღვის დასავლეთ ნაპირზე, იმ ადგილებში, სადაც წინათ დინოზავრები ბინადრობდნენ, ხოლო უფრო მოგვიანებით, დიდი დათვები ცხოვრობდნენ, ახლა მეფე არტურის სამეფო იყო გაშენებული. თავად მეფე არტურზე უფრო დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა კი, მოდით, ამ ქვეყანაზე ვისაუბროთ.

დასავლეთით, ამ ქვეყანას ზღვა ესაზღვრებდა, აღმოსავლეთით, მთები, ჩრდილოეთით – რომელიღაც ქვეყანა, სამხრეთით კი დანგრეული სამეფო, რომელსაც ერთ დროს ქოლერა მოსდებოდა და ახლა, ამ სამეფოს ტერიტორიაზე დასახლება, აღარავის სურდა. არადა, მიწები ნაყოფიერებით, მეფე არტურის ქვეყნისას ბევრად ჯობდა. სამეფო ოდითგანვე გატანჯული იყო ომებით; აქ ხშირად ასეც ამბობდნენ, ჩვენი ქვეყანა ბომბჩამოგდებულ ადგილას აშენდა და ყველა ბოროტს იზიდავსო. სინამდვილეში არავინ იცოდა ამ უაზრო გამონათქვამის აზრი. თუმცა. ასე იყო თუ ისე, ქვეყანა მართლაც სულ ომებში იყო. მშვიდობიანი პერიოდებიც ჰქონდა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა. აი, მაგალითად, ერთი მეფის დროს, ქვეყანას, ასი წელი, მტერი არ შემოსევია, მაგრამ ამის შემდეგ მათ კალიები შეუჩნდნენ და იმხელა ზარალი მიაყენეს ქვეყანას, რომ მის შედეგებს ხუთზე მეტი მეფე ორასი წელი ასწორებდა. თუმცა, ეგ იმ უბედურებებთან შედარებით არაფერი იყო, რასაც ამ ქვეყანას, მისი ჩრდილოელი მეზობელი ჰყრიდა.
ჩრდილოეთით, ზანგების სამეფო მდებარეობდა, სადაც ჯადოქარი ზანგები ცხოვრობდნენ; ჩვენ
კი ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საშიშია ჯადოქარი და მითუმეტეს ზანგი. ზანგებს ამ ქვეყნის დაპყრობა უნდოდათ – ჯერ იყო და ჯარი შეუსიეს, თუმცა იმ დროს ამ ქვეყანას ძალიან ჭკვიანი მეფე ჰყავდა და ზანგებს ტილები შეუსია _ აქაოდა, ზანგებზე კარგად მიდიანო. მისმა მეთოდმა გაამართლა და ზანგებმა უკან დაიხიეს. ზანგებმა კი მათ ლომები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, თუმცა მოსახლეობამ ლომები მოიგერია. ასე რომ, ლომების გეგმაც წყალში ჩაეყარათ. მერე ზანგებმა გადაწყვიტიეს, მოდი, ყვავებს მოვაშენებთ და ყვავებს შევუსევთო, მაგრამ მეფის დაზვერვა იმ პერიოდში ძალიან მაგრად მუშაობდა და როცა გაიგეს, რომ ყვავებს ამზადებენო, სასწრაფოდ დაიწყეს კატების გამრავლება და შემოსეული ყვავებით დიდი კატები დააძღეს; მერე ისეც მოხდა, რომ კატები ზანგებზე მიუშვეს და მთელი საზანგეთი გადააჭმევინეს.

გაბრაზებულმა ზანგებმა მერე დინოზავრებიც კი მიუშვეს ხალხზე, მაგრამ დინოზავრები იქაურმა
პიდარასტებმა დაათვრეს და იხმარეს ; ხოდა აბა ნახმარი დინოზავრი რაღა დინოზავრია და ისინიც
პირშერცხვენილები შევიდნენ ზღვაში და იქედან აღარ გამოსულან.

საგონებელში ჩავარდნილმა ზანგებმა ბოლოს გამოსავალს მიაგნეს და ქვეყანას ისეთი რამ
მოუვლინეს, რისგანაც თავდასაცავი საშუალება უკვე აღარ არსებობდა. ზანგებმა ზღვისპირა ქვეყანაში, ქალები შეგზავნეს. ქალები მთელს ქვეყანას მოედვნენ და იქაური კაცები გამოატვინეს. ამის მერე, ამ ქვეყანას, სამასი წელი, ზანგები მართავდნენ. სამეფო ძალიან ლამაზი და მშვენიერი გახლდათ. ზღვისა და მთის ჰაერი რაღაც განსაკუთრებულ აურას ქმნიდა. ყველაზე ლამაზი და გასაოგნებელი ფერადი ზღვა გახლდათ. ზღვა კი იმიტომ იყო ფერადი, რომ ამ ქვეყანაში ფერადი მდინარეები მოედინებოდა, წითელი, მწვანე და ყვითელი მდინარე და ამ სახელებით მოიხსენიებდნენ ამ მდინარეებს. ფერების ერთობლიობა ჭრელ ზღვას ქმნიდა, რომლის ყურებასაც არაფერი ჯობდა,
განსაკუთრებით მზის ჩასვლისას.

მთაში უამრავი უწყინარი და უცნაური ცხოველი ბინადრობდა. ამ ქვეყანაში ცხოველებს ძალიან
დიდ პატივს სცემდნენ. პრინციპში, ფერადი ზღვის, ამ ზღვაში მცურავი თევზების, უზარმაზარი
მთებისა და უცნაური არსებების ხარჯზე, ეს ქვეყანა, მნახველზე, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.
მნახველი კი, იცოცხლეთ, ბევრი ჰყავდა, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი
ტურიზმიდან შემოსულ თანხებზე და გაყიდულ ფერად თევზებზე იყო დამოკიდებული. ყოველივე
ამის შედეგად კი, ქვეყანა ძლიერი გახდა, ზანგებსაც აჯობა და ამ დროისთვის, მსოფლიოს ერთ-ერთ
ყველაზე შეძლებულ ქვეყნად ითვლებოდა.

თუმცა, როგორც ყველა სახელმწიფოს, გადაუჭრელი პრობლემები მასაც ჰქონდა – ეს იყო
განსახლების პრობლემა. არსი ამ პრობლემისა, ის გახლდათ, რომ ამ ქვეყანში, ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. არცთუ ისე მცირე მანძილზე იყო გადაჭიმული სამეფო, მაგრამ მოსახლეობის
რაოდენობა ბევრად აჭარბებდა ტერიტორიას. ერთმანეთისადმი ზიზღი, დედის გინება აქ
ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოსახლეობა იძულებული იყო, კანალიზაციების მილები და ტუალეტებიმოეწესრიგებინათ და იქ ეცხოვრათ. რა თქმა უნდა, მეფეს შეეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილი, ზღვის სანაპიროზე დაესახლებინა; ამისთვის მას ფულიც საკმარისი ჰქონდა და შეძლებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას ტურიზმის ბიზნესი ჩაუწვებოდა და ქვეყანა შემოსავალს დაკარგავდა. ასე რომ, მეფე არტურს სხვა უამრავ საფიქრალთან ერთად, ეს ფიქრებიც უმძიმებდნენ თავს.
თავად მეფე არტური ორმოცდაათს მიტანებული, ჭაღარაშერეული ცალთვალა კაცი გახლდათ.
ცალი თვალი მას არც ომში და არც ნადირობისას არ დაუკარგავს. უბრალოდ, საწოლიდან გადმოვარდა და თვალით, ძირს მდგომ შანდალს ჩამოეგო; მაშინ ბევრს ეგონა, რომ მეფე მოკვდებაო და მტრები ხარობდნენ კიდეც, მაგრამ იმედი არ გაუმართლდათ. ტანით ზორბა კაცი გახლდათ, ერთი შეხედვით მოუქნელი. ყველას კარგად ახსოვდა, ცალთვალა მეფე როგორ აგინებდა დედას, რომელიღაც ქვეყნის ჯარისკაცებს, ისინი კი ჩუმად იდგნენ და ისმენდნენ მეფის გინებას. ხალხს მეფის მრისხანება, გონება ღირსებად მიაჩნდათ და თვით არტურიც სხვა ქვეყნის მეფეებთან ტრაბახობდა ამით. მამამისი, ზღვისპირა სამეფოს ერთ-ერთი უსუსტესი ხელმწიფე, ხშირად ასწავლიდა ხოლმე არტურს, რომ მას თავისი პოზიციები უნდა დაეცვა და ცოლისთვის არ უნდა მიეცა იმის უფლება, რომ სამეფო დარბაზობისას, კივილით და წყევლით შემოვარდნილიყო. არტური კი ხედავდა ამის უამრავ მაგალითს და აქედან გამომდინარე, ორი ჩვევა დასჩემდა: პირველი ის იყო, რომ თავისი ყველგან გაეტანა; ხოლო მეორე გახლდათ ის, რომ ცოლი მარტო სამზარეულოში უნდა ეცნო და სხვაგან არსად. ამის გამო, მან კანონებიც კი შეცვალა და თავის ქვეყანაში ქალებს თორმეტის მერე მოშარდვა აუკრძალა; ხალხი კანალიზაციებში ცხოვრობს და თავზე ესხმებათო.

არტურს უამრავი საყვარელი ჰყავდა. განსაკუთრებით, ზანგი ქალები უყვარდა. ამბობდა,
პახმელიაზე წავაო. თუმცა საყვარლებად, ანუ უფრო დიდხანს, მაინც ქერა ქალები ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილებიც, როგორებიც არიან ნახალოვკის ბოზი ლალი, პოსეიდონელი პუტანკა რიტა და ელენე, რომლის გამოც ტროას ომი დაიწყო. სინამდვილეში ელენე არცერთ მხარეს არ ყოლია მაშინ _ იგი მეფე არტურთან ერთად ლოგინში იწვა და გიჟური და დაუვიწყარი სექსის შემდეგ, ყავას ნაყინით სვამდა.

მეფეს, შებმის სხვადასხვა მეთოდები ჰქონდა. რომანი, თუ ამას შეიძლება ასე დავარქვათ, მსუბუქი
ფლირტით იწყებოდა, შემდეგ თავად რომანში და აღვირახსნილ სექსში გადადიოდა. ბოლოს კი დედის გინებით მთავრდებოდა. მაგალითად, ასე:
_ შენ ვის უბედავ, შენი ბოზი დედა მოვტყან! მე მეფე ვარ თუ ჯაჭვი?!!!
ანდა ასე:
_ ახლა გააჯვი სახლიდან, თორემ შენ მოგიტყნავ გარდი-გარდმო, რაც ხელში მომხვდება.
საბოლოო ჯამში კი, დიდი ხნით არავისთან ჰქონია რომანი. მისი ბოლო რჩეული ცნობილი
მსახიობი გახლდათ; ხალხი ამბობდა, მასთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მეფესო, მაგრამ
ხალხი ბევრ რამეს ამბობს. ხალხი იმასაც ამბობდა, სტალინს გაედებაო, მაგრამ ჰიტლერს გაედო. ასე
რომ, სიმართლე არავინ იცოდა. ერთი კი ნაღდი იყო: ამ დაშორების შემდეგ, არტურს არავისთან
ურთიერთობა არ ჰქონია – თითქოს მობეზრებული ჰქონდა ყველაფერი. მერე იმასაც ამბობდნენ,
რომ დედოფალს ისევ დაუახლოვდაო. არც ეგ იცოდა არავინ. აქაც ფაქტი, ერთი იყო: ერთადერთი
ქალი, ვინც ბოლომდე გაუძლო, დედოფალი რაისა გახლდათ.

დედოფალი რაისა კუნძახეთის სამეფოს მეფის ასული იყო. მას შემდეგ, რაც კუნძახეთი თურქებმა
აიღეს, რაისა სულთანს ხარჭად დაუსვამს და ყოველღამე უქანავებდა თურმე პრინცესას. ‘ვიდზე~
პრინცესა მართლა მაგარი იყო, თანაც ძალიან ჩუმი. ამბობენ, როდესაც კუნძახეთი თათრებმა აიღეს,
სულთანმა ბრძანა, რაისას მამა – კუნძახეთის მეფე ბოძზე დაესვათ, რომ ვირთხებს შეეჭამათ. როცა
მეფეს რაისა მობეზრდა, გენერლებიც კი მიდიოდნენ ხოლმე. ერთი სიტყვით, ცისფერთვალა და
შავთმიანი რაისა, ახალგაზრდობაში მეტისმეტად სექსუალური იყო, არტურმა კი მაშინ გაიცნო იგი,
როდესაც სულთანთან სტუმრად მივიდა, სულთანმა აღმოსავლურად სცა პატივი და ქალებში წაიყვანა.

სწორედ იქ ნახა რაისა და მაშინვე მოეწონა. ამიტომაც სულთანს ცამეტი ოხრობა და ხუთი ძროხა
აჩუქა და რაისა თავისთან წამოიყვანა.

რაისას გაუხარდა და შეუყვარდა არტური. გრძნობა ნამდვილ ურთიეთობაში გადაიზარდა.
როგორც ყველა ცოლი, რაისაც ითხოვდა ქმრისაგან სითბოს და არმიღების შემთხვევაში, პანიკებსაც
უწყობდა. ერთ-ერთი ასეთი პანიკის დროს, რომელიც იმის გამო ატყდა, რომ მან გადაჭრილი იატაკის
საწმენდი ჯოხი და ორი ლესბიანკა დამლაგებელი მოისურვა, მეფის მანქანების კოლექციის
მარგალიტი ჭ7 დაშავდა. ველაფერი კი შემდეგნაირად მოხდა: გაბრაზებულმა დედოფალმა ფანჯრიდან
გადააგდო თავისი ერთ-ერთი მსახური, რომელიც მეფის მანქანას ‘BMჭM7”-ს დაეცა და მთლიანად
დაამტვრია. გაგიჟებულმა არტურმა დედის გინებით რომ მოიოხა გული, მერე ჯარისკაცს დაუძახა
და დედოფალი ისე გაჟიმა, რომ სამი დღე რაისა ინვალიდის ეტლით დადიოდა.
კუნძახეთის დედოფალს ბედი არაფერში წყალობდა. პრინციპში, ბედმა წყალობა არ იცის, თუ
შენ თვითონ არ გაიჩალიჩე. ჰოდა, სამი დღის შემდეგ, რაისა გამოჯანმრთელდა და როდესაც უკვე
გამართულად შეძლო სიარული, შეიპარა მეფის მანქანების ოთახში და ყველა მანქანას იმდენი
მიაშარდა, მერსედეს მაკლარენი. დაიჟანგა კიდეც. გაგიჟებული არტური სამი თვე ეძებდა
დამნაშავეებს და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამას მისი საკუთარი ცოლი გაუკეთებდა. თუმცა აქ
წარმოუდგენელი არაფერი გახლდათ – რაისას არ ავიწყდებოდა ძველი წყენა და უამრავ ხერხს
პოულობდა იმისთვის, რომ არტური გაემწარებინა. ცალთვალა მეფე კი ყოველთვის ბრიყვივით
იქცეოდა და ვერ ხვდებოდა, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, მისი ცოლის მოწყობილი იყო.
საბოლოოდ, ყველაფერი მაშინ გასკდა, როდესაც არტურმა რაისას სამეფო ტახტზე ფიზიოლოგიური
მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას შეუსწრო. ამ შემთხვევაში, არტურს ნერვებმა სერიოზულად
უმტყუნა და რაისამაც გაიჩალიჩა ის, რისიც ასე ეშინოდა. სამეფოში ყველაზე დიდმა ადამიანმა ტრაკში
ცხრა პანღური ამოჰკრა, რის შედეგადაც, დედოფალს განგრენა დაემართა და რამდენიმე თვეში
მოკვდა კიდეც.

რასაკვირველია, იგი დიდი პატივით დაკრძალეს. ამბობენ, არტური ცალკე ოთახში იჯდა და
დაკარგულ ერთგულ მეუღლეს დიდხანს ტიროდაო. ზოგი კი ამბობდა, ბოზი იყო და ბოზურად
მოკვდაო. ასე რომ, უამრავი ცხოვრებისეული ტრავმის შემდეგ, არტური უჟმური მეფე გახდა – აღარც
საყვარელი ჰყავდა და აღარც მანქანებს აგროვებდა. ერთადერთი განძი, რომელიც გააჩნდა, მისი
ერთადერთი ქალიშვილი, არტურისა და რაისას სიყვარულის ნაყოფი _ იზაბელა გახლდათ.
იზაბელა მაღალი, ქერათმიანი და ცისფერთვალა გოგონა იყო. მეფესა და დედოფალს იგი
ქორწინების მესამე წლისთავზე შეეძინათ და მათ შორის სიყვარული ამ წელსვე დასამარდა. არა, რაიმე
მიზეზის გამო კი არა, უბრალოდ, აი ასე, დასამარდა და მორჩა!

დედოფალი იზაბელას ყოველთვის ეუბნებოდა, სიმთვრალეში გაკეთებული ხარო, მაგრამ
იზაბელას ეს დიდად არ ანაღვლებდა, რადგან თვითონაც კარგად იცოდა სიმთვრალის ფასი. გრძელი
ქერა თმა მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებდა. ყველაფერი ისეთი უნაკლო და მშვენიერი
ჰქონდა, რომ თექვსმეტი წლისამ ქალიშვილობა სასახლის მეჯინიბეს ჩააბარა. მეჯინიბე, რომელიც
არტურს ერთგულად ემსახურებოდა, ფუტკრებს ჩაუგდეს, ხოლო ფუტკრებმა კი დედა უტირეს.
მოკლედ, მეჯინიბე ამ ამბავს შეეწირა. მეჯინიბეს მიჰყვა იზაბელას რეპუტაციაც. მეფის ქალიშვილს
არც ეს აღელვებდა დიდად, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე
ჭორები გავრცელდებოდა. ამიტომ თვლიდა, რომ უმჯობესია, თვითონ განსაზღვრო ჭორების არსი;
ჰოდა, როგორც ამბობენ, ქალიშვილი ერთხელ ცდებაო და იზაბელამაც თავი ისე აიშვა, სასახლეში,
კარისკაციც კი აღარ დატოვა, რომ არ მიეცა. მეფე არტური კი ყველას კლავდა, ვისზეც შეიტყობდა,
რომ იზაბელასთან გააბა რომანი.

საბოლოოდ, სასახლის მომსახურე პერსონალის რაოდენობა ასს ქვემოთ რომ ჩამოვიდა, არტური
მიხვდა, იზაბელასთვის აკრძალვებს აზრი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო მისი გათხოვება. ამიტომ
მას სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს და დასაოჯახებლად მოამზადეს, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე,
შეფუთეს. საქმროს ბევრი ძებნა არც კი დასჭირვებია – ახლომდებარე სამეფოდან მოხუცი მეფის
უფროსი შვილი შეარჩიეს და ქორწილიც შედგა. არტური გახარებული იყო, რადგან ბიჭი მალე მეფე
გახდებოდა. ამით მისი გავლენის სფერო ერთიორად გაიზრდებოდა. ამის გამო, არც დღე და არც
ღამე არ ეძინა, ხშირად ეპატიჟებოდა ხოლმე თავისთან პრინცსა და იზაბელას. ის ამბავიც ძალიან
ახარებდა, რომ მათ ოჯახს საფრთხე არსაიდან არ ამუქრებოდა. იზაბელაც, თითქოს, გამოსწორდა.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დღე იყო, როდესაც იზაბელა და პრინცი ზღვისპირა
ქვეყანას ეწვივნენ. არტურს წვეულებები უყვარდა და ამის გამო, თავის სასახლეში ძალიან დიდ
სუფრებსაც მართავდა. სუფრას არაფერი აკლდა ხოლმე. ლხინში ოქროს ფარშევანგებიც კი
ცეკვავდნენ. არტური კი უკვე მობერებული, სიამოვნებით აკვირდებოდა იზაბელასა და პრინცს, ტანზე
დიდი წითელი მოსასხამი ეხურა და წელში მოხრილი, სიხარულით აკვირდებოდა წყვილს. ეიმედებოდა,
რომ მისი ქვეყანა უპატრონოდ აღარ დარჩებოდა და იზაბელა მემკვიდრეს გაუჩენდა. ასე გადიოდა დრო
ქეიფსა და დროსტარებაში.

ერთ-ერთი ლხინის დროს, დიდი დარბაზის კარი, რომლის შუაშიც ლომის თავი თეთრად ეხატა,
მეფის მსახურმა შემოაღო. იგი ჩქარი ნაბიჯით უახლოვდებოდა მეფეს. უთუოდ რაიმე მნიშვნელოვანი
ამბავი მოჰქონდა მისთვის. არტურიც წამოიწია ტახტიდან და ახალი ამბის მოლოდინში, ცოტაღა
დააკლდა და ფეხზე ადგებოდა. იზაბელას მამის ეს აღელვება არც კი შეუმჩნევია, ისე იყო გართული.
მალემსრბოლმა სწრაფად გაიარა გრძელი დარბაზი და მოკრძალებით მიუახლოვდა მეფეს. არტური
თითქმის წამომდგარი იყო ტახტიდან, მიახლოებულ მსახურს მხარზე ხელით დაეყრდნო და ტანით
მისკენ მიიზიდა. მსახურს ესიამოვნა მეფის მშვენიერი სურნელი, რომელიც არასდროს შეეგრძნო.
ცოტა ხანს გაჩუმდა და უფრო დიდხანსაც იქნებოდა ასე, რომ არა მეფის სიტყვები:
_ რა იყო, გუფი, რა მოხდა? _ გუფი ყვითლებში ჩაცმული ძაღლი გახლდათ, რომელიც მეფის
მალემსრბოლი იყო. იგი ცოტა ენას უკიდებდა, მაგრამ მეტყველება იმისთვის კი ყოფნიდა, რომ
არტურს ყველაფერი ზუსტად სცოდნოდა.
_ ბეთმენია თქვენთან მოსული, მეფეო. ამბობს, სასწრაფო და გადაუდებელი საქმე მაქვსო.
_ ვინ ოხერია ბეთმენი? _ იკითხა მეფემ, რომელსაც სიბერისგან გაბრაზების თავიც აღარ
ჰქონდა.
_ არც მე ვიცი. ამბობს, სახელმწიფო დონის საქმეაო, და მეც მოვედი. _ აუხსნა გუფიმ.
_ გაატრაკეს რა საქმე. უთხარი, ახლავე ამოვა-თქო. _ მეფეს ისე არ უნდოდა სიამოვნებას
მომწყდარიყო და თავისი შვილისა და სიძისთვის ეცქირა, რომ ერთი პირობა იფიქრა კიდეც, ბეთმენს
ვეტყვი, ხვალ მოვიდესო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ტახტიდან წამოდგა. რა თქმა უნდა, მუსიკა
მყისვე შეწყდა.
_ არა, არა, გააგრძელეთ, ახლავე დავბრუნდები, იზაბელ. _
მიუგო ფრანგული აქცენტით. _ გთხოვ, გეთაყვა, ბებერი
მამის დაბრუნებამდე სუფრას გაუძეხი. _ არტური
წამოდგა და ნელ-ნელა გაიარა დარბაზი, აუყვა დახვეულ
კიბეებს და მისაღებ ოთახს მიადგა, სადაც ბეთმენი
იცდიდა. მეფის შესვლისთანავე, ბეთმენი მისკენ
მობრუნდა. ბეთმენი უცნაურად გამოიყურებოდა:
შავი, წვეტიანყურებიანი ნიღაბი ეკეთა, ხოლო მხრებზე შავი მანტიის მსგავსი რამ ჰქონდა მოხურული
_ ისეთივე, როგორიც მეფეს; უბრალოდ, შავი და უფრო დაბალი ხარისხის. არტურმა დიდი დაკვირვების
შემდეგ, გადაწყვიტა კითხვა დაესვა მისთვის:
_ გამარჯობა, ბატონო ბეთმენ! რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ ბეთმენი ცოტა ხანს გაჩუმდა,
მერე გაიღიმა და იატაკს დახედა.
_ მოგესალამებით, დიდო მეფეო არტურ! მე გახლავარ ბეთმენი. არ ვიცი, გსმენიათ თუ არა ჩემს
შესახებ, მაგრამ ამას ახლა არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მე უფრო მნიშვნელოვან
საქმეზე ვარ მოსული, ვიდრე ერთმანეთის ცნობაა. _ ბეთმენმა ეს სიტყვები ისე დამაჯერებლად
თქვა, რომ არტურს სადღაც ინტერესიც კი გაუჩნდა, რა საქმე უნდა ჰქონდეს ამ თაგვისყურებასო.
თუმცა ბეთმენს ბევრი ფიქრის საშუალება აღარ მიუცია მეფისათვის და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
_ დიდი ხანია ამ ქვეყანას მართავთ და, რა თქმა უნდა, ჩემგან არ გესწავლებათ, ამ ქვეყნის
ახლომახლო, საოცარი ნივთების არსებობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. _ ბეთმენი იქვე, სკამზე
ჩამოჯდა. არტური კი ფეხზე იდგა.
_ ვერ გავიგე, საითკენ მიგყავთ საუბარი, ბეთმენ. თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, ახლავე თქვით და
დავამთავროთ. მითუმეტეს, ამდენი უაზრობის მოსასმენად დრო არ მაქვს. _ წყნარი ტონით თქვა
არტურმა და უხერხულობა რომ თავიდან აეცილებინა, თვითონაც დაჯდა.
_ კარგი, კარგი. _ იგივე ტონით გააგრძელა ბეთმენმა, _ მე მინდა გესაუბროთ უკვდავების
სარკეზე, რომელიც დევის ქვეყანაში ინახება და რომელსაც თავად ცხრათავიანი საშინელი დევი
დარაჯობს. ამბობენ, თუ ვინმე ამ სარკეში ჩაიხედავს, იმწამსვე უკვდავი და მარად ახალგაზრდა
გახდება, თქვენ ალბათ…
_ ბეთმენ, ბეთმენ, _ სიცილით შეაწყვეტინა არტურმა. _ და თქვენ თვლით, რომ ამ ასაკში
შემიძლია ბაყბაყმდევს ვებრძოლო? რაღაც არა მგონია. იქნებ სჯობდეს, რომ წახვიდეთ და მაგ თქვენი
საუბრით, სხვას გამოულაყოთ ტვინი?
ბეთმენი დაითრგუნა – ასეთ პასუხს არ ელოდა, ამიტომ აზრი მოიკრიბა და დაბნეულობა რომ არ
შეტყობოდა, ისევ გააგრძელა საუბარი.
_ თქვენ მოხუცი ხართ, მეფეო და ვფიქრობ, რომ არ გაწყენდათ…
_ და ვინ მოგცათ მეფის მაგივრად ფიქრის უფლება? _ შეაწყვეტინა ისევ. სტუმარი დაიბნა,
ცოტა ხანს გაჩუმდა, შემდეგ კი საბოლოო სიტყვა უთხრა მეფეს:
_ მოკლედ, დევი დაბერდა და ახლა თავისუფლად შეგიძლიათ მისი მოკვლა და სარკის მოპოვება.
ეს ინფორმაცია ისე იაფად მოგყიდეთ, რომ პირად ინტერესებზე არც კი მიფიქრია. მე, უბრალოდ…
_ თუკი მართლა ასე დაბერდა დევი, თავად რატომ არ მოკლავთ მას და არ დაესაკუთრებით
ჯადოსნურ სარკეს?
_ მე ის არაფერში მჭირდება, ერთი ჩვეულებრივი გმირი ვარ და ეს ფული, რომელიც თქვენმა
მსახურებმა ამ ინფორმაციაში გადამიხადეს, ძალიან დიდხანს მეყოფა, შეიძლება სიკვდილამდეც კი.
უბრალოდ, ფულის შოვნასთან ერთად, გადავწყვიტე სიკეთე გამეკეთებინა. _ არტურს თითქოს გულიც
კი მოულბაო და ხმა დაუტკბა:
_ მომისმინე, შვილო, სწორედ, რომ შვილად მეკუთვნი. მე ახლა მეტისმეტად ბედნიერი კაცი ვარ
_ ჩემი გოგო გათხოვდა, მალე შვილი შეეძინებათ და ჩემს მაგივრად, ის გააგრძელებს სამეფოს მართვას.
მე კი, როგორც წესია, მოვკვდები და მიწას მიმაბარებენ. _ არტურმა სიგარეტს მოუკიდა და იქვე,
საფერფლეში ასანთის ღერი ჩააგდო (სიგარეტს რაისას სიკვდილის მერე ეწეოდა). _ ასე რომ, მე მაგ
საქმესთან არაფერი მაკავშირებს. ისე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის და აბა, შენ იცი, კარგად! _
არტური წამოდგა და გასვლას აპირებდა, რომ უეცრად ჩაფიქრებულმა ბეთმენმა მას ასეთი რამ უთხრა:
_ და რა იცით, რომ თქვენი ქალიშვილი და სიძე გიერთგულებენ? _ ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
არტურს სახეზევე დაეტყო, რომ გაბრაზდა, მაგრამ სიბრაზე ოდნავ შეიკავა, შემდეგ ბეთმენს თავის
ზორბა ხელი საყელოში წაავლო და ახლოს მიიზიდა:
_ მომისმინე, ბიჭო, აი მაგ სიტყვებისთვის დაგენძრევა! _ ბეთმენი დიდხანს უყურებდა არტურის
გაბრაზებულ სახეს, რომელმაც ჭკვიანური რჩევისთვის, მადლობის მაგივრად, გინება უბოძა და ბოლოს
ძალიან ხმადაბლა თქვა;
_ აუ, ყლე არ მომაჭამო, რა! _ მეფეს ხელები გააშვებინა და პირდაპირ ფანჯრიდან გაუჩინარდა.
დიდხანს ეძებდნენ მას მეფის შიკრიკები და ვერსად მიაგნეს – არც სასახლიდან არ გასულა.
უბრალოდ, უკვალოდ გაქრა (“მასვე წამსა დაიკარგა, _ არ უნახავს თვალსა ჩვენსა, _ / ჰგვანდა
ქვესკნელს ჩანაძრომსა, ანუ ზეცად ანაფრენსა; / ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს, კვალსა მისგან წანარბენსა”
_ “ვეფხისტყაოსანი”).
არტური გაცხარებული დადიოდა სასახლის გალავანზე და ხან დასავლეთით იყურებოდა, ხანაც _
აღმოსავლეთით. ყველაზე ძალიან კი ის აღელვებდა, რომ ბეთმენი სასახლიდანაც კი არ გასულა. არტური
ამის გამო ამდენს არც ინერვიულებდა, რომ არა იზაბელა და მისი მეუღლე. ეშინოდა, რომ მათ რაიმე
საფრთხე არ დამუქრებოდათ. ამიტომ სულ დედის გინებით ავალებდა მსახურებს ყურადღებით ყოფნას.
მერე გადაწყვიტა, რომ პრინცისათვის კართან დაცვა დაეყენებინა და სწორედ ამის საკითხავად მივიდა
მისი და იზაბელას ოთახის კართან და, როგორც მეფეებს ჩვევიათ ხოლმე, პირდაპირ გააღო და გაოგნდა…
***
ის ოცდასამი წლის იყო. თორმეტი წლისას დედა მოუკვდა და ტყეში მარტო იზრდებოდა. შემდეგ
დედამისის ერთ-ერთმა საყვარელმა იშვილა და ახლა ის ზრდიდა. იმას გაზრდა არ ერქვა _
ერთადერთი, პატარა ირემს ტყეში ბალახის ჭამისა და ძილის უფლებას აძლევდნენ. ის მთებში დაიბადა.
რა თქმა უნდა, დაბადება არ ახსოვდა – საკუთარი დაბადება ხომ არავის ახსოვს, თუმცა დანარჩენი
ყოველივე ისე მაგრად ჩაბეჭდილიყო მის მეხსიერებაში, რომ ძილშიაც კი მოგონებებით ცხოვრობდა.
მუდამ ესიზმრებოდა ტყე, დედა და ის ლამაზი თორმეტი წელიწადი, რომელიც მან დედამისთან ერთად
გაატარა. გამოღვიძებულს კი თვალზე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე, რადგან ხვდებოდა, ეს ყოველივე,
ოცნება იყო. დედამისი კარგი მეწველი ირემი გახლდათ, სამეფოში დიდ პატივს სცემდნენ. ერთ-ერთმა
მეფემ მას ორდენიც კი გადასცა იმისთვის, რომ ძალიან კარგად იწველიდა. დიდი შეძლება და ფული
ჰქონდათ იმისთვის, რომ ქალაქში ჩასულიყვენენ და იქ ეცხოვრათ, მაგრამ ირემი ამას არ აკეთებდა.
რაღაც ბედისწერასავით იყო მისთვის ტყე, ყოველთვის უამრავი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ თავის
შვილს, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა, არასდროს აგრძნობინებდა. და ბავშვიც განცხრომაში
იზრდებოდა. მართალია, განცხრომის თორმეტი წლიწადი ჩვენს ირემს ყელში ამოუვიდა, მაგრამ რაც
იყო, იყო… მოგონებები ხომ მაინც შემორჩა!? მოგონებებთან ერთად, ტყეში დედამისის სახლი და
რამდენიმე ოქრო დარჩა, რომელიც შინ მისულმა, სკივრში იპოვა – ალბათ დედას თუ დარჩენოდა
ოდესღაც და შემდეგ დავიწყებოდა კიდეც. ბავშვობაში არც თვითონ იკლავდა თავს ფულის
შეგროვებით; აი, სხვა ბავშვებმა რომ იციან, დადგებიან და აგროვებენ ხურდებს, მერე ყრიან ყულაბაში
და მერე ამ ყულაბას ამტვრვენ _ ეს ასე არასდროს მომხდარა.
მას ყოველთვის აძლევდნენ ფულს იმისთვის, რაც სჭირდებოდა და ამიტომ ზედმეტი დარდით
თავს არ იტკიებდა. თორმეტი წლის განმავლობაში, არ იცოდა, რა იყო ზედმეტი დარდი. დილით დედა
სამსახურში მიდიოდა და საუზმეს უტოვებდა, საუზმის შემდეგ დგებოდა და თანატოლებთან
თამაშობდა. თამაშით რომ გულს იჯერებდა, ისევ სახლში შედიოდა. სახლში კი სამსახურიდან მოსული
დედა ხვდებოდა, რომელსაც უკვე საჭმელი გამზადებული ჰქონდა და მოშიებული პატარა, დიდი
სისწრაფით იტენიდა პირში საკვებს. დღესაც, როდესაც საჭმელს ჭამს, ასე იქცევა და მუდამ ახსენდება
დედის დარიგებები, რომელიც მუდამ ეუბნებოდა, რომ არ შეიძლება ასე სწრაფად ჭამა; რომ არასდროს
არ უნდა გადაყლაპოს მთელ-მთელი ლუკმები, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის მავნეა. დედა
ერთადერთი იყო, რომელიც მასზე ზრუნავდა. საბოლოოდ ხომ ყოველთვის ბოლოს ხვდები, რომ დედა
ერთადერთია!?

არა, ის თავიდანვე მიხვდა, მაგრამ თავიდანვე გვიანი იყო, რადგან თორმეტი წელი
ყველაფრისთვის ადრეა და ყველაფრისთვის გვიანი.
უამრავი საყვარლიდან, დედას არცერთში არ უმართლებდა. მხოლოდ, ერთთან გააგრძელა
ურთიერთობა და იმ ერთისგანაც, ბემბი ეყოლა.

ბემბი საშუალო სიმაღლის ირემი გახლდათ. იგი მეფე არტურის სადამსჯელო სამსახურის უფროსი
იყო და ამიტომაც, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მეფე არტური ხომ ძალიან
უახლოვდებოდა თავის ერთგულებს. ბემბი კი საოცრად ერთგული გახლდათ მეფისა. არტურმა იგი
ბავშვობაში იპოვა. ბემბის მაშინ ორ ფეხზე სიარული ახალი ნასწავლი ქონდა; ისიც იმიტომ, რომ დედის
სიკვდილის მერე ქალაქში ჩამოვიდა და ქალაქში აბა, ოთხით ხომ არ ივლიდა?
დიდი გაჭირვებით ისწავლა ორფეხზე სიარული. ამის შემდეგ, მისი ცხოვრება სულ სხვანაირად
აეწყო. არტურმა დანახვისთანავე მოიწონა ახლაგაზრდა. იგი ხომ ძალიან სწრაფი გახლდათ და
სადამსჯელო რაზმის ერთ-ერთ წევრად დანიშნა. ბემბის რამდენჯერმე მოუწია, ვიღაც-ვიღაცეების
სიკვდილით დასჯა. თავიდან, რასაკვირველია, ნერვიულობდა, ამას როგორ ვაკეთებო, მაგრამ
საბოლოოდ, ყველაფერს მიეჩვია და, ასე იყო თუ ისე, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა
თავს.

ამის მერე, არტურმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ერთგული ბემბი სამსახურის
უფროსად დაენიშნა და ასეც მოიქცა. ბემბის ეს ძალიან გაუხარდა, რადგან ასეთ ადგილზე თავს
დაცულად გრძნობდა. ამის შემდეგ კი, მას იმდენჯერ მოუწია დამნაშავეების სიკვდილით დასჯა, რომ
საბოლოოდ ეს პროცესი სიამოვნებასაც ანიჭებდა. განსაკუთრებით სასიამოვნო კი თანამდებობის
პირების დასჯა გახლდათ, რადგან ბემბი ვერ იტანდა გაზულუქებულ მდიდრებს, რომლებიც
თვლიდნენ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. ვერ იტანდა ერთი შემთხვევის გამო.
მაშინ ათი აგვისტო იყო.

ბემბი შინ ბრუნდებოდა. დედამ სთხოვა, ტყეში გადი და ფიჩხი შემიგროვეო. სახლის მაგიდასთან
კი ვიღაც მსუქანი კაცი იჯდა და მოუსვენრად ცქმუტავდა. მაშინ აგარაკზე იყვენენ მაღლა, ტყეში.
ბემბი გავიდა და ცოტა ფიჩხი შეაგროვა, გული რაღაც ცუდს უგრძნობდა და ამიტომ მალევე
დაბრუნდა. სახლს ცეცხლი ეკიდა და დედამისი არსად ჩანდა. მან სახლის კარები შეანგრია და დაინახა
დედა, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი მოდიოდა. გულში ჰქონდა ნასროლი… ბემბი კი პატარა იყო,
მაგრამ არც ისე პატარა, რომ ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა. დედას ჩაეხუტა და ეხვეწებოდა, არ
მოკვდეო. გარეთ უნდოდა გამოეყვანა, მაგრამ ვერ გამოიყვანა იმიტომ, რომ დედა დაეცა და დაინახა,
რომ ზურგში უამრავი ტყვია ჰქონდა და რომ მსუქანმა საყვარელმა არ დაინდო ირემი, მერე კი სახლი
გადაწვა იმ მიზნით, ვითომ დაიწვაო. ყოველივე ამის შემდეგ, ბემბი თითქოს ყველა ადამიანზე ნაწყენი
იყო და სულ იგინებოდა. პრინციპში, დედამისის ერთ-ერთმა საყვარელმა, რომელიც მას ზრდიდა,
ქცევის არავითარი ნორმები არ ასწავლა და ისიც იმეორებდა იმას, რაც ქუჩაში ესმოდა; ქუჩაში კი,
მოგეხსენება, კარგს, რას გაიგებ!

ამიტომ ბემბი ამპარტავანი და საზიზღარი პიროვნება გაიზარდა. აი, ზუსტად ისეთი, როგორიც
უნდა იყოს მეფის სადამსჯელო რაზმის მეთაური.

იმ დღეს ბევრი იმუშავა – მეფე სტუმრებს ელოდებოდა, ხოლო ბემბი, თავისი ბიჭებით, ქალაქის
არეულ უბნებს აკონტროლებდა. რამდენიმე ღარიბი სცემა კიდეც იმის გამო, რომ მეფე არტურთან
უნდოდათ დალაპარაკება. საბოლოოდ, სახლში გაუშვეს. ძალიან უყვარდა თავისი სახლი, რომელიც
17
ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე იყო. ქუჩა განიერი გამზირის ერთ-ერთი ჩასახვევის შემდეგ
გადაიშლებოდა თქვენს თვალწინ. აქეთ-იქიდან, სხვადასხვა ფერის ლამპიონებით იყო განათებული,
შუაში, ასევე, ფერადი ბილიკი მიუყვებოდა, სახლის სახურავებიდან კი მოლაპარაკე ბუები
გესალმებოდნენ.

ოთახის კარი ცნობდა პატრონს და თავისით იღებოდა. ბემბი ოთახში შევიდა, წელზე
შემორტყმული მაგნუმის ორი ბარაბნიანი იარაღი მაგიდაზე დადო, ონკანი მოუშვა და წყალს
დაელოდა, სანამ გაცივდებოდა. მერე ჭიქა შეუშვირა და დალია. იქვე, ტახტზე მიწვა და ფანჯარაში
გაიხედა. ფანჯრიდან ხან წითელი და ხანაც ყვითელი შუქი შემოდიოდა და ეს ბემბის, სიამოვნებდა
კიდეც. ეს ქუჩა ამ ქალაქთან ერთად დაიბადა. დაიბადა და დაარსდა ჯერ იმ პერიოდში, როცა კაცი
კაცობდა და ქალი ქალობდა; ამ ქუჩას ქალების ქუჩა ერქვა და მარტო ქალები ცხოვრობდნენ. მერე
კი, როცა ყველაფერი აირია და კაცი და ქალი სულერთი იყო, ამ ქუჩას ჭრელი ქუჩა დაარქვეს და
ირლანდიიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს ელფი, რომ ამ ქუჩისთვის ასეთი ფერები მიეცა. ელფმა ეს
ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არა უფასოდ. ამბობენ, ამისთვის მან ქალაქის მერის გოგოსთან ერთი
ღამის გატარების უფლება მოითხოვა და მიიღო კიდეცო. სახლი კეთილმოწყობილი იყო, ტელევიზორი,
ჯადოსნური სკამები და დაქირავებული მელიები მუდამ იყვენ ამ სახლში. ბემბიმ ტელევიზორი ჩართო
და უყურებდა, როგორ ცეკვავდნენ გაოფლილი მაჩვები ეროვნულ ცეკვას. მერე ნელ-ნელა ჩაეძინა.
სიზმარში კი ნახა, რომ თითქოს პატარა იყო და დედა ეფერებოდა და თითქოს… მოკლედ, ნახა ის, რაც
შეიძლება მხოლოდ სიზმარში ნახო და ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ბემბი წამოხტა, იარაღს ხელი
დაავლო და გადატენა.
_ რომელი ხარ?
_ მეფის მსტოვარი, გუფი! _ იყო პასუხი
_ მტყუანის დედას შევაგინო?
_ შეაგინე, თუ გინდა, შენი დედაც მოვტყან! _ იყო ღრიალი მეორე მხრიდან. _ დროზე გააღე!!!!!
მეფე გიბარებს! _ ბემბიმ იარაღი დაუშვა.
_ რა მოხდა?!
_ ჩეპეაააა!!! შე ყვერო! _ ენას უკიდებდა გუფი.
იმ ღამით მეფე არტურმა თავისი სიძე სიკვდილით დასაჯა.

***

ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ მიგდებულ უბანში, სახლის კარი ღია დარჩენოდათ. სახლში ალბათ
არავინ იყო, რადგან ამაზე ისიც მიუთითებდა, რომ დაბნელებულ ქუჩაში ფანჯრებიდან შუქი არ
გამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ სახლის კართან ერთად, ფანჯარაც ფართოდ იყო გამოღებული.
თუ კარში შეიხედავდით, დაინახავდით, ერთ პატარა ოთახს და ამ ოთახის შუაგულში მდგარ, ღია
მწვანე მაგიდას, გარშემო იისფერი სკამებით. თუმცა სიბნელეში, სკამების ფერის გარკვევა
გაგიჭირდებოდათ. მაგიდა კი, როგორც ამბობენ, სიბნელიდან გამოკვეთილად ჩანდა. ოთახის
მარჯვენა და მარცხენა კედლებში, კარები იყო ჩასმული: ერთი ყვითელი გახლდათ, ერთი _ წითელი.
კარების თავზე კი ნათურა იყო მიმაგრებული _ თითო კარზე თითო ნათურა. თუ მარჯვენა კარს
გამოაღებდით, დაინახავდით სამზარეულოს, თავისი ტაშტ-ქვაბებით, ცარიელი ბოთლებით და, რა
თქმა უნდა, თაგვებით. ეს სახლი ამ ქუჩაზე დიდი ხნის წინ აშენდა; უფრო სწორად რომ ითქვას,
გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. თავის დროზე, როცა ის გერმანელებს ეკუთვნოდა, აქ ექვსი კაცი
ცხოვრობდა. საკვირველია, როგორ ეტეოდნენ აქ ექვსნი. თუმცა რა არის ისეთი, რასაც ადამიანი
მოინდომებს და ვერ გააკეთებს? არაფერი! _ ისმის მარტივ კითხვაზე უაზრო პასუხი და ვაგრძელებთ
თხრობას.

სწორედ ამ გერმანელებს დასდო სახელმწიფომ ბრალი უცხო ქვეყნის ჯაშუშობაში და გააძევა
ტერიტორიიდან. რა მიზეზით დასდეს ბრალი, არავინ იცოდა. რას გაიგებ მთავრობისას? მათ მხოლოდ
ვინმესთვის რამე შეატენინე და მნიშვნელობა არ აქვს, მღვდელი იქნება სამიზნე, თუ პოეტი. არადა,
ეგრე არ შეიძლება; მღვდელს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და პოეტს თავისიო, _ ნათქვამია. ასე
იყო თუ ისე, გერმანელები გაყარეს, ხალხმა მოითხოვა, დაწვრილებით აგვიხსენით, რა ხდება ჩვენს
სამეფოში, ამ პატიოსან ხალხს რას დაერიეთო. მთავრობამ კი ახსნა, ეგენი იეღოველები იყვნენ და
მაგიტომო. ჰოდა, ხალხიც გაჩუმდა. აბა, რაღას იზამდნენ _ იეღოველი თუ არის, მაშინ უნდა მოკლა.
არადა, გერმანელები ძალიან კარგი ხალხი იყო – ცოლ-ქმარი და ოთხი შვილი – სამი ბიჭი და ერთი
გოგო. გოგო ძალიან ლამაზი გახლდათ. ისეთი ცისფერი თვალები ჰქონდა, დიდხანს რომ გეყურებინა,
ორიენტაციას შეიცვლიდი. დიდი ხნის განმავლობაში, გოგოს არავინ ჰყოლია. არა, – გოგო
მშობლებთან ერთად გააგდეს. ძმები ძალიან მშრომელები იყვნენ, სახლში დაღლილები ბრუნდებოდნენ
და დილას ისევ სამუშაოზე მიდიოდნენ. მშენებლობაზე მუშაობდნენ, რომელიღაც ოლიგარქთან. დედა
ყოველთვის ეუბნებოდა, მამას გავხართო. მამა კი ამ დროს ჩუმად იჯდა და იღიმებოდა. კმაყოფილი
იყო, დედასაც რომ უხაროდა შვილების და მისი მსგავსება. ამიტომ, ამ ოჯახში, არასდროს ჩხუბობდნენ.
ერთმა ბიჭმა ერთ-ერთმა ბიჭმა ცოლიც მოიყვანა, _ გერმანელი. შვიდნი ერთ სახლში ცხოვრობნენ
– მუშები და დიასახლისები. ხალხს კი მაინც შურდა მათი. შურდა ის, რომ მათ არ აწუხებდათ სივიწროვე
და უფულობა და ამიტომ მოუგონეს და პირდაპირ პოლიციაში განაცხადეს, იეღოველები არიანო.
მთელ ქალაქში გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლიციელებმა იეღოველები დაიჭირეს. ამის გამო,
იეღოველთა სექტის ლიდერი, სამი თვე იმალებოდა ტყეში. მას მართლა ეგონა, რომ რომელიღაც
მისი თანამოაზრე დაიჭირეს. ბოლოს გაიგო, რომ ვიღაც უცხოები დაუჭერიათ. პოლიციელები რომ
მივიდნენ სახლში, კარები შეამტვრიეს და მამა ზუსტად ხუთი წუთი უხსნიდა, რომ ისინი იეღოვლები
არ იყვნენ. ხუთი წუთის შემდეგ, იგი პოლიციელმა მოკლა. მერე შვილები დაერივნენ პოლიციელებს
და საბოლოოდ, ამ ამბის გამო, სამი პოლიციელი და ყველა გერმანელი მამაკაცი დაიღუპა. დარჩნენ
მხოლოდ ქალები, რომლებიც მმართველებმა სადღაც მოუსავლეთში გაუშვეს.

ამის შემდეგ, ეს სახლი ასე უპატრონოდ იყო მიტოვებული. მხოლოდ ხუთი წლის წინ დასახლდა აქ
ის, ვინც დღეს ცხოვრობს. მას, სახლის გასალამაზებლად, დიდად არ ეცალა და ამიტომაც, სახლის
კარი მუდამ ღია იყო – მისთვის ხომ იმ დღის მერე, საკეტი არავის გამოუცვლია.

რაც შეეხება ოთახის მარცხენა კარს, თუ მას გამოაღებდით, საწოლ ოთახში ნახავდით არსებას,
რომელიც ლოგინზე მუცლით ეგდო, ხოლო ცალ ხელში ბოთლი ეჭირა. სინამდვილეში, ბოთლი მის
ხელში თვითონ ინარჩუნებდა ასეთ პოზიციას, რადგანაც ბოთლის პატრონი ამ დროს გათიშული
მთვრალი გახლდათ.

ბოთლის პატრონი უცნობი ასაკის ნივთი იყო. იგი მუცელზე ეგდო, გაშლილი ხელების იდაყვებთან
გაჭერილი ჭანჭიკები ეტყობოდა, ხელები ხის ჰქონდა. ხის იყო მთლიანად ტანიც, რომელსაც ახლა
ვერასგზით ვერ აამოძრავებდა. ლოთობა მის ცხოვრებაში დაახლოებით ათი წლის წინ შემოიჭრა და
ამის შემდეგ, მტკიცედაა გამჯდარი მის სხეულში. არა, არც არასდროს უცდია თავისი ბედი შეეცვალა.
ბედისწერისა მას ისევე სჯეროდა, როგორც ფერიების. ფერიების სახელს იმედგაცრუებულ ბავშვობას
მთელი მისი ბავშვობა იმდეგაცრუებებს უკავშირებდა. არც სანტა კლაუსი მოსდიოდა თვალში.
სწორედ ფერიას დამსახურება გახლდათ ის, რომ გალოთდა. ბავშვობიდან უყვარდა ზღაპრები და
საოცრებების სჯეროდა. მერე ისიც დაიჯერა, რომ შემიძლია ნამდვილი ადამიანი გავხდეო. მაგრამ
არა, ფერიამ იგი მოატყუა. არა, უფრო სწორად, კი არ მოატყუა, დაავიწყდა შეპირება და ამის გამო,
პატარა ბავშვის ცხოვრება დაინგრა. ის პაპამ გაზარდა. პაპა ძალიან უყვარდა. უბრალოდ, ძალიან
გაბრაზებული იყო იმიტომ, რომ მან ამ ქვეყანაზე მოავლინა. საბოლოოდ, პაპა რომ მოკვდა, ძალიან
ბევრი იტირა მის დაკრძალვაზე. იტირა მაგრამ ცრემლი არ გადმოსვლია, რადგან ცრემლი მას არ
ჰქონდა. იგი ხომ სულიერი არ ყოფილა მანამ, სანამ ფერია ადამიანად გადაქცევას ჰპირდებოდა. ბევრ
ცუდ საქმეში გახვეულა და წარმოიდგინეთ, რას იზამდა მას შემდეგ, როცა ფერიას მისი არსებობის
შესახებ გადაავიწყდებოდა. რა უნდა ექნა?

თავიდან დეპრესიაში ჩავარდა იმის გამო, რომ უბედურად იგრძნო თავი და იმის გამოც, რომ
დაფიქრების შემდეგ მიხვდა, ყოველთვის უბედური გახლდათ. ამიტომ თავზე ხელი უნდა ავიღოო,
იფიქრა და ყველაფერი ისე გააკეთა, რასაც მისგან არ მოელოდნენ. თავიდან მსუბუქი ხულიგნობებით
დაიწყო და ბოლოს საშინელ მკვლელობებამდე მივიდა. შემდეგ შეძლებული ადამიანები გაიცნო,
რომლებიც მას მკვლელობებს უკვეთდნენ. სწორედ მას შეუკვეთა ბემბიმ ერთი მკვლელობა, როდესაც
მან დედამისის მსუქანი საყვარელი მოკლა. ხის კაცმა მსუქანას, სახლის კარამდე ისე სდია, რომ
მდიდარს არც კი შეუმჩნევია უცნაური რამ და მხოლოდ კართან მისული, მოაბრუნა და ყვითლად
განათებული ქუჩის ფონზე, დანა დააბზრიალა, თვალებში ჩახედა და უთხრა:
_ ბემბიმ მოკითხვა შემოგითვალა! _ კაცმა შავი გრძელი პალტოს უბიდან იარაღი ამოაძრო და
იმდენჯერ ესროლა, რამდენი ტყვიაც იდო შიგნით. თუმცა, ერთადერთი, რაც დაუშავა, ის იყო, რომ
ხის ნაფოტები აქეთ-იქით გააყრევინა. საბოლოოდ, ხის კაცუნამ, ღორივით დაკლა მსუქანი კაცი
ყვითლად განათებულ ქუჩაში. ამისთვის დიდი ფულიც მიიღო და შემდეგ კარგადაც გამოთვრა.
მის სახელს კიდევ ერთი გახმაურებული, პრეზიდენტის მკვლელობა უკავშირდებოდა, სტუმრად
ჩამოსული პრეზიდენტი დანით მოკლა. მაშინ ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგა. სადამსჯელო
რაზმებმა ბევრი ეძებეს დამნაშავე, მაგრამ ვერ იპოვეს, ანდა ვის იპოვიდნენ? ფულის აღების შემდეგ,
მკვლელმა გადაწყვიტა, რომ დაესვენა და არცერთი გახმაურებული საქმით არ დაინტერესებულიყო.
უბრალოზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. დაიწყო ლოთობა.

სწორედ ლოთობის პერიოდი ჰქონდა ჩვენს გმირს, როცა ბემბიმ მისი სახლის, ისედაც, ღია კარები
შეაღო. წელზე, ორი იარაღი ეკიდა. ბემბი მარდად აცილებდა საგნებს და პირდაპირ საძინებელში
შეაჭრა. ცოტა ხანს უყურა მთვრალს, მერე ჰაერში გაისროლა და ხმამაღლა დაიღრიალა:
_ პინოქიო, ჩემო ძველო მეგობარო!! ადექი, საქმეზე მივდივართ!

***

ისინი ღია კაფეში ისხდნენ.

კაფეს შუაგულში შადრევანი ჩუხჩუხებდა, შადრევანის გარშემო კი უამრავი სხვადასხვა ფერის
მაგიდა იდგა. ნიავი საერთოდ არ უბერავდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს ზღვის
სახელმწიფოში სიოც კი არ იძვროდა.
მაგიდებს გარშემო ლურჯი ფერის სკამები იყო, ხოლო სკამებს გვერდით მიმაგრებული
ჯადოსნური ხელის დასადები ჰქონდა მიმაგრებული, რომელიც ჰაერში თავისით ჩერდებოდა.
ბემბის წინ ცხელი ყავა ედგა და ძველ მეგობარ პინოქიოს უყურებდა, რომელსაც ნაბახუსევის
გამო, დიდი ხის თავი კიდევ უფრო გაზრდოდა და ახლა მასზე სასაცილო სანახავი მთელს ქალაქში
არავინ იყო, პინოქიო ნელ-ნელა ყლუპავდა ბორჯომს და თან იჯღანებოდა. ალბათ გუშინდელი ამბები
ახსენდებოდა. შიგადაშიგ, ბემბი სკამის საზურგეს მიეყრდნობოდა ხოლმე და პინოქიოსთვის თვალი
ერთხელაც არ მოუცილებია. ბემბიმ დაარღვია სიჩუმე:
_ რას დაემსგავსე, შე ჩემა! _ პინოქიოს თითქოს არც გაუგიაო, ისე გააგრძელა ბორჯომის სმა
და მერე უცბად, თითქოს ახლა გაიგოო, თვალებში შეხედა ბემბის და ეუბნება:
_ ადრე რას ვგავდი? _ ბემბი ცოტა დაიბნა, იმიტომ, რომ ასეთ პასუხს არ ელოდა ძველი
მკვლელისგან, რომელსაც ერთი წიგნიც კი არ ჰქონდა წაკითხული. თუმცა საბოლოოდ მაინც უპასუხა:
ადრე თოჯინას მაინც გავდი და ახლა ვაბშე, აღარაფერს აღარ გავხარო. ამდენი ფული რომ იშოვე, სად
დახარჯე და სად წაიღეო, _ ასეთ რაღაცეებს ეკითხებოდა ბემბი და თან პასუხის გაცემას არ აცლიდა.
ქვეყანაში ის დრო იყო, როდესაც სანტა კლაუსები ისვენებდნენ, _ ანუ ზაფხული.

ცხელი ზაფხული იცოდა ზღვის ქვეყანაში. ძალიან ცხელი და ხალხმრავალი. უამრავი ქვეყნიდან
ჩამოდიოდნენ ტურისტები და ტურისტებს დამსვენებლები მოჰყვებოდნენ, დამსვენებლებს კი _
სეზონზე ჩამოსული ჯიბგირები, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე, კარგი შემოსავლის წყარო გახლდათ.
ამიტომ იყო, რომ გავსებულ ქალაქში, თითქოს ჰაერიც აღარ იყო სამყოფი. უბედურება კი ის გახლდათ,
რომ სეზონი აქ ყველაზე ადრე იწყებოდა და ყველაზე გვიან მთავრდებოდა. არა, მეფე არტურისა და
მისი სასახლისთვის ეს უბედურებად არ ითვლებოდა. ეს უბედურება იყო იმ ხალხისთვის, ვინც
კანალიზაციებში ცხოვრობდა და ქალებისთვის, რომლებსაც ამ პერიოდში მოშარდვის წესებს
ურთულებდნენ. თუ ადრე მოშარდვა მათ შვიდსაათიდან შეეძლოთ, ახლა ეს დრო ცხრამდე გადაიწია,
რადგან დაანგარიშებული იყო, რომ ჩამოსული ტურისტები ყველაზე ხშირად, დილის ექვსიდან
ცხრამდე შერდავდნენ, ანუ იმ დროს, როდესაც ჩაცეცხლილ დასალევს ინელებდნენ. ასე რომ,
დაჩაგრული ქალები საერთოდ ერიდებოდნენ რაიმეს დალევას, განსაკუთრებით კი წყლისას, რადგან
იცოდნენ, რომ ვერსად ვერ მოისაქმებდნენ. თუმცა ზაფხულს ერთი კარგი თვისება მაინც ჰქონდა,
რადგან ამ დროს ეს ქვეყანა ყველაზე ლამაზი სანახავი გახლდათ: ფერადი ზღვის თავზე მფრინავი
უამრავი ვარდისფერი და თეთრი თოლია; ვარდისფერი ცა და ამ ცაში მოლივლივე, ჯოხზე
შემომჯდარი ჯადოქრები, რომლებიც სულ რაღაც, ორ ოქროდ, უამრავ სურვილს აგისრულებდნენ.
ჯადოქრებს ლურჯი მოსასხამები ჰქონდათ და ვინაიდან გვიან ღამემდე მუშაობდნენ, ღამით ცაზე
ისე ჩანდნენ, როგორც ვარსკვლავები და დაინახავდი, როგორ წყდება ცას ხან ერთი და ხანაც მეორე.
ნამდვილად ლამაზი იყო ზღვის სახელმწიფო.

პინოქიოს არ უყვარდა ჯადოქრები, რადგან ისინი მას ფერიებივით მატყუარებად მიაჩნდა, ამიტომ,
როცა დაინახავდა ხოლმე, ხმამაღალ გინებას იწყებდა. ამისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.
არადა, ჯადოქრები ნამდვილად კეთილი ხალხი გახლდათ. ერთხელ, ერთმა ჯადოქარმა, მაგინებელი
პინოქიო დაინახა და გადაწყვიტა, რომ დალაპარაკებოდა. თავისი ქოლგით დაბლა დაეშვა, მივიდა ხის
ადამიანთან და გვერდით დაუდგა. პინოქიო ამ დროს ცაში იყურებოდა და იგინებოდა. ჯადოქარმა
უთხრა, ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ, მითხარი, რაც გინდა, მხოლოდ იმ პირობით, თუ აღარასდროს
შეგვაგინებო. პინოქიომ უთხრა, ადამიანად გადამაქციეო, მაგრამ ჯადოქარმა უთხრა, ეგ ფერიას
შეუძლია მარტოო. ჰოდა, პინოქიომ უთხრა, მაშინ რას მოდიოდი, შენი დედას შევეციო … და მოკლა.
დაიჭირეს, მაგრამ ბემბიმ გამოუშვა. ერთი სიტყვით, ამ ამბის შემდეგ, ხის კაცუნას საერთოდ
აღარაფრის სჯეროდა და ახლაც, ამ ღია კაფეში, პინოქიო მხოლოდ თავის ტკივილსა და ზედმეტად
ცივ ბორჯომზე ფიქრობდა, რომელიც კბილებს ტკენდა.

ბემბიმ ლაპარაკი რომ დაამთავრა, ახლა მეორეს ჯერი დადგა და პინოქიო ეუბნება:
_ სად მივდივართ?
_ სამორინეში _ უპასუხა ბემბიმ და თან ყავის ჭიქას თვალი არ მოაშორა. უყვარდა ასე ჯდომა და
ყავის ჭიქაში ყურება.
_ რა გვინდა სამორინეში? _ პინოქიო თან ბორჯომს წრუპავდა.
_ სანტა კლაუსი უნდა ვნახოთ. _ თქვა ბემბიმ და ახლაღა შეხედა პინოქიოს, რადგან მისი რეაქცია
აინტერესებდა. იცოდა ირემმა, რომ პინოქიოს მის ნახვას და მასთან საუბარს სიკვდილი ერჩივნა,
თუმცა სხვა გზა არ იყო, საქმე ასე მოითხოვდა.
_ უხ, მაგის დედას შევეცი _ დაამატა პინოქიომ, _ რაო, რად გვინდა ამ საქმეში სანტა კლაუსი?
რად გვინდა, ჰა? მაინცდამაინც მაგის დიდ ღიპს და საშინელ წვერ-ულვაშს თუ არ მაყურებინე, ისე არ
გამოვა, არა?! _ პინოქიო საშინლად ღელავდა. ძალიან ეზიზღებოდა სანტა კლაუსი, რადგან არც მას
აუსრულებია მისთვის ოცნებები.
_ კაი, რა იყო, შე ჩემა, რა მოგივიდა? _ ბემბიმ თან ოფიციანტს დაუძახა და ყავა დამიმატეო,
ანიშნა. _ სანტაა, რა, მეტი კი არაფერი. უბრალოდ, ცოტა ხანი ერთად ვიქნებით და მორჩა ბაზარი,
ცოლად მოიყვანე-მეთქი, ხო არ გეუბნები და თუ გინდა კიდე, შენ ვაბშე არ გამოჩნდე და მე
დავებაზრები. _ ახლა უკვე დამატებულ ცხელ ყავას სულს
უბერავდა და აციებდა. თან, ქვემოდან უყურებდა პინოქიოს,
რომელიც, თავის მხრივ, მარჯვნივ იყურებოდა
გაბრაზებული.
_ კაი, ძმაო, ბაზარი არ არის. _ ცოტა ხნის
დუმილის შემდეგ უთხრა ხემ ირემს, _ ოღონდ ხომ
იცი, შენი ხათრით, თორემ დანარჩენები ყლეზე მკიდია.
უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც პინოქიო და
ბემბი სამორინესკენ მიმავალ გზას გაუდგნენ, რათა
სანტა კლაუსი ენახათ.
სანტა კლაუსი თეთრწვერა, მხიარული მოხუცი
გახლდათ, რომელსაც ძალიან მაგარი ჯადოქრობა შეეძლო.
როდის დაიბადა, არ ახსოვს. არც დედა ახსოვს და არც მამა;
დაბადებიდან ბიძა ზრდიდა. თავიდან კოლეჯში მიაბარეს
ლაპლანდიაში. მაშინ ჯერ კიდევ ძალიან გამხდარი იყო და წვერსაც
არ იპარსავდა. კოლეჯში ისწავლა – იქედანვე ეტყობოდა, რომ რაღაც
ნიჭით იყო დაჯილდოვებული.

მას ორი რამის ნიჭი ჰქონდა: შეეძლო ყველა დასახელების ნივთი გაეჩინა და შეეძლო, ნებისმიერი
ქალი შეება, ამიტომ კოლეჯში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ეს პოპულარობა ნელ-ნელა
მის თაყვანისმცემელთა ჯგროდ გადაიქცა.

კოლეჯიდან იმიტომ გამოიყვანეს, რომ დირექტორის გოგო გააუპატიურა, დირექტორისავე
კაბინეტში. ის დღე არასდროს დაავიწყდება: მაშინ ზამთარი იყო, გარეთ ძალიან თოვდა. ისე თოვდა,
რომ ერთ მეტრში უკვე ვერავის ვერ დაინახავდი. ჰოდა, სანტა, კოლეჯში, კალათბურთის წრეზე
დადიოდა და ვარჯიში რომ დაუმთავრდა, დარბაზიდან გამოვიდა და გასახდელში შხაპის მისაღებად
შევიდა. შხაპი მიიღო და გასახდელში გამოსულს, ლიზი დახვდა. როგორც ახსოვს, ლიზის, შავი, გრძელი
თმები ჰქონდა, რომელსაც სულ ნაწნავით ატარებდა. თმებზე უფრო, შავი თვალები და ზედა ტუჩთან
ლამაზი ხალი, მას სექსუალურობას მატებდა.

ლიზი, კოლეჯში, ყველაზე მაგარი გოგო იყო; ისეთი მაგარი, რომ სანტაც კი ვერ იფიქრებდა მის
შებმას. მაგრამ გოგო თვითონ ‘შეება~. დაინახა თუ არა, სანტას ენა პირში ჩაუვარდა. არ იცოდა, რა
გაეკეთებინა, მაგრამ მერე ჩვეული მექალთანეობით ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და ხელზე აკოცა.
გოგომ კი თვალებში შეხედა და ძალიან გულახდილად უთხრა:
_ აქ კომფორტი არ არის. წამო, მამაჩემის კაბინეტში წავიდეთ. _ ჰოდა, სანტა და შავთმიანი
გოგო მამამისის კაბინეტისკენ გაუდგნენ გზას და იქ ისეთი სექსი გააჩაღეს, რომ სიგნალიზაცია
ჩაირთო და გოგოს მამაც გიჟივთ შემოვარდა სკოლაში.

სკოლის დირექტორი, ანუ ლიზის მამა, ისეთი მელოტი იყო, რომ თავზე ბუზი ჩამოუცურდებოდა.
ადრეულ ასაკში გამელოტებულს, ნევროზი დასჩემდა და ხელები მუდამ უკანაკალებდა. ასე,
ხელების კანკალით, სანამ კაბინეტის კარი გააღო, სანტამ მხოლოდ მაიკის გადაცმა მოასწრო და
შერჩა ასე, ერთადგილამოგდებული, დირექტორს ხელში. თანაც, დირექტორის ქალიშვილიც,
ქალიშვილი აღარ იყო. ამ ამბის მერე, ბიძამ კოლეჯიდან გამოიყვანა, რამე ხელობას ვასწავლიო,
გადაწყვიტა და ბუხრების მწმენდავებთან წაიყვანა. ჰოდა, სანტამაც ისწავლა წმენდა და ხანდახან,
როცა სახლში ბუხრიდან ჩადიოდა ხოლმე, იქ პატარა ბავშვებს საჩუქრებს უტოვებდა. ერთხელ ერთმა
ბავშვმა კომპიუტერისთვის პორნო დისკი სთხოვა. იმანაც გაუჩინა. ეს მამამ გაიგო. მერე ისიც გაიგო,
ვინ აჩუქა ბავშვს ეს დისკი და აქაც ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ყველა ადგილიდან გამოგდებული სანტა სახლში იჯდა და არც კი იცოდა, რა ექნა. ბოლოს ნიუ
იორკში ჩავიდა და იქ რამდენიმე ოჯახთან კონტრაქტი დადო, რომ თუ ისინი ფულს გადაუხდიდნენ,
სანტა ახალი წლისთვის, ბავშვებს ნებისმიერ საჩუქარს გაუკეთებდა; რასაკვირველია, მშობლებთან
შეთანხმებით. და ასეც მოხდა.

საბოლოოდ, მისი რეპუტაცია ისე გაიზარდა, რომ სანტამ მთელ ნიუ იორკთან გააფორმა
ხელშეკრულება ახალი წლისთვის. ნიუ იორკს, სხვა დიდი ქალაქებიც მოჰყვა და საბოლოოდ, მან

ქვეყნებთან დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება. თუმცა, ერთი საიდუმლო კი საიდუმლოდ დარჩა
– არავინ იცოდა, როგორ ასწრებდა სანტა ამდენ ქვეყანაში ამდენი საჩუქრის დარიგებას.
ასე იყო თუ ისე, მან ძალიან ბევრი ფული იშოვა და მხოლოდ ზაფხულობით ისვენებდა ზღვაზე და
მზეზე ირუჯებოდა. მართალია, მერე ზაგარის დასაფარავად იმდენ კოსმეტიკას იყენებდა, რომ
ერთხელ ალერგიაც კი მისცა, მაგრამ ეს სანტას მაინც არ აჩერებდა. ფულს ბოლოს აზარტიც მოჰყვა
და სანტას ერთადერთი დასვენება, ბავშვებისა და საჩუქრების შემდეგ, სამორინე, დასალევი და ქალები
გახდა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბემბიმ კარგად იცოდა და სწორედ ამიტომ მიდიოდა სანტა კლაუსთან
შესახვედრად სამორინეში. პინოქიო მაინც ძალიან ცუდ ხასიათზე იდგა – არ მოსწონდა, რომ იმას
უნდა შეხვედროდა, ვისაც მისი ადამიანად გადაქცევა ფერიასავით შეეძლო. ამიტომ წელზე
შემორტყმულ ქამარში, ცერა თითები გაეყარა და ქამრის აქეთ-იქიდან დაკიდებულ დანებს ზევიდან
დასცქეროდა. ბემბიმ ისიც იფიქრა, შემთხვევით არ მოკლასო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ პინოქიო
ამის გამკეთებელი არ იყო, რადგან მაშინ ბემბის დახმარებაზე უარს იტყოდა.

სამორინე მთავარი ქუჩის დასაწყისში იყო. მას დიდი ტერიტორია ეკავა მიწის ქვეშ და შიგ ჩასულს,
იმ წამსვე, ოქროსფერი გარემო და უამრავი ქალი მოგხვდებოდათ თვალში. ბემბისაც უყვარდა
გოგოები და რომ დაინახა, საქმე, თუმცა პინოქიოს სახის შემხედვარეს, გართობაზე აღარც უფიქრია
და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. პინოქიოს უთხრა, შენ ეს აპარატი გამომართვი და სანტას სურათები
გადაუღე ხოლმე; მე კიდევ სხვა საქმეებს მივხედავო. ჰოდა, პინოქიოც დადგა და დაიწყო სანტას ძებნა,
რომელსაც საბოლოოდ რულეტკასთან მიაგნო, სამი გოგოს გარემოცვაში. ის ზუსტად ისეთივე იყო,
როგორიც, პინოქიოს, ასი წლის წინ ახსოვდა. არაფერი შეცვლილა მის გარეგნობაში. ერთი ის იყო,
რომ წვერი კიდევ გაზრდოდა. ჰოდა, დაიწყო აპარატის ჩხაკუნი და ერთ საათში უკვე იმდენი ფოტო
დააგროვეს, ხუთ ალბომს გაავსებდა კაცი. ბემბიმ ამასობაში ვერ მოითმინა და რამდენიმე გოგოს
გაეარშიყა. საბოლოოდ ერთი დაითრია და სამორინეს ტუალეტში ჟიმავდა, როდესაც მასთან პინოქიო
შევარდა და დაუყვირა, დროზე, შე ჩემა, ის ახვარი გაგვექცაო. ბებმიმ კავბოის შარვალი ამოიცვა და
ორივე გარეთ გავარდა.

სანტა ჯერ არ წასულიყო, ქუჩაში იდგა და გოგოებს ელაქუცებოდა, წამოდით ჩემთანო, სახლში
პატიჟებდა. პინოქიო კი გაბრაზებული ამბობდა:
_ ეს არის არა, ბავშვების საყვარელი ჯადოქარი? ეს, ბიჭო, ჯადოქარი კი არა… _ კრიჭაშეკრული
ამბობდა ამ სიტყვებს. ბემბიმ არც აცია, არც აცხელა და დაიძახა:
_ სანტა! _ სანტა გაჩერდა. გაჩერდნენ გოგოებიც, რომლებიც ვერ მიხვდნენ, ვის ეძახდა ირემი.
სანტამ მოიხედა. გოგოები იქაურობას გაეცალნენ.
_ რომელი ხარ? _ იკითხეს იქიდან.
_ ბებიაშენის და! _ გაბრაზებით დაუყვირა პინოქიომ და დანისაკენ წაიღო ხელი.
ბემბი კი მიტრიალდა და ანიშნა, დედიშენისა არ ჭამოო.
_ იდი ნა ხუი, ბიჭო! _ დაიძახა იქიდან სანტამ, _ იცი, მე ვინა ვარ?
_ ვინა ხარ ერთი ასეთი? _ არ წყნარდებოდა ხე.
_ ვინ ვარ და ახლა მძღნერად რომ გადაგაქცევ, მერე ნახავ, შე ახვარო! _ და ის-ის იყო რაღაც
ჯადოსნური სიტყვები უნდა ეთქვა, რომ ბემბიმ თავისი გრძელლულიანი ბარაბნიანი მაგნუმი ამოიღო
და სანტას ეუბნება:
_ ვერ მოასწრებს მაგ სიტყვების თქმას! _ სანტა გაჩერდა. _ ასე რომ, მოგვისმინე, ჩვენ რაღაცას
გთავაზობთ.
_ მაშინ ეგ გააჩერე, ეგ ახვარი!
_ მე შენ გაგაჩერებ! შე…
_ ჩაიფსით? _ დაიღრიალა ბემბიმ.

***

დილისათვის უკვე ყველაფერი მზად იყო – ბემბი, პინოქიო და სანტა კლაუსი მეფესთან უნდა
შესულიყვნენ.

სანტა კაი ხასიათზე ვერ იყო, ანდა, როგორ უნდა ყოფილიყო კარგად, როცა მას აიძულეს, რომ ამ
საქმეში მონაწილეობა მიეღო. ყოველთვის რაღაც შარში უნდა გახვეულიყო – ასეთი ბედი ჰქონდა
საცოდავს. თავიდან კი იუარა, რად მინდა ამ საქმეში შემოსვლა, მე ხომ ისედაც ბლომად მაქვს ფული
დაგროვილიო. იქნებ როგორმე მივახვედრო ხე და ირემი, რომ არ მჭირდება მათთან ყოფნაო. მაგრამ
არაფერი გამოუვიდა. ბოლოს, ბევრი რომ გაატრაკა, ბემბიმ უთხრა, შენი სურათები გვაქვს, ქალებთან
რომ გულაობო და თუ ჩვენთან ერთად არ გაიჩითები, დაგენძრევა – გაგიბაზრებთო. ჰოდა, სხვა გზა
აღარ იყო და სანტაც დათანხმდა.

ამ ორ არსებას, რომელთაგანაც ერთ-ერთი დედას აგინებდა ხშირად, ხოლო მეორე კი – იშვიათად,
ერთსა და იმავეს უმეორებდა. ასე იყო თუ ისე, სანტა კლაუსი, ბემბი და პინოქიო ახლა მეფის
მოსაცდელში ისხდნენ და ელოდნენ, როდის მოიცლიდა მათთვის არტური.
საბოლოოდ, დარბაზის კარი ოდნავ გაიღო და იქიდან თავი გუფიმ გამოყო, რომელიც თვალებით
ვიღაცას ეძებდა. შემდეგ ბემბი დაინახა და ხმადაბლა დაუძახა:
_ ოე! ყვერო, შემოდი.
არტური ძალიან ლამაზ მისაღებ დარბაზში იჯდა. ეს დარბაზი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან,
რომელშიც იგი სტუმრებს იღებდა. აქ ყველაფერი ვარდისფრად იყო განათებული, ჭერი ძალიან მაღალი
გახლდათ და ზემოთ თუ აიხედავდი, ცის ეფექტს დაინახავდი. არტურს ცაში ყურება უყვარდა. ამიტომ,
ახალი დარბაზის აშენებისას, მშენებლებს დაავალა, რომ ცის ეფექტი გამიკეთეთო, რადგან ამ დროს
ძალიან მშვიდდებოდა.

დარბაზის კედლებიდან, სხვადასხვა ქანდაკებები იყურებოდნენ. უფრო ზუსტად, ოთხი დიდი
ადამიანის ქანდაკება. თითო ქანდაკება თითო მხარეს _ ჩრდილოთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და
დასავლეთით. მრგვალი დარბაზის შუაგულში კი დიდი შადრევანი მოჩუხჩუხებდა, რომელშიც სამი ქალი
ბანაობდა. მეფეს არც ისე მშვიდი სახე ჰქონდა, ცოტა ჩაფიქრებული იყო და შესვლისთანავე, ვერც
შეამჩნია მისულები. ბოლოს გუფიმ ჩაახველა და არტურიც გამოფხიზლდ, მიმოიხედა და ბემბის გაუღიმა:
_ ოოო! მოხვედი, ჩემო მეგობარო? _ არტური ძლივს წამოდგა სკამიდან, თითქოს ამ დღეებში,
საშინლად დაბერებულიყო.

_ ძალიან გამიხარდა, რომ მეგობრებიც თან მოიყვანე. იმედი მაქვს, არ შემცდარხარ და სწორად
შეარჩიე ამხანაგები. იმედია, ენდობი. _ ამ ბოლო სიტყვის წარმოთქმისას არტური შეჩერდასავით
და თვალი მიმოავლო იქ მყოფთ. პინოქიო დაბლა იყურებოდა, სანტა კლაუსი კი ზემოთ, ცის ლამაზ
ეფექტს აკვირდებოდა.
_ მაშ ასე, _ განაგრძო სიჩუმის შემდეგ. _ მგონი ყველაფერი იციან, არა?
_ დიახ, მეფეო, მათ უკვე ყველაფერი ავუხსენი და გასამრჯელოზეც ვესაუბრე.
_ გასამრჯელოს მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს მიიღებენ, რაც სურთ. მოკლედ, ასე ვქნათ:
დავალების შესასრულებლად ხვალ გაეშურებით. ყველაფერს მოგცემთ, რაც დაგჭირდებათ,
სათანადო ნივთებს და იარაღსაც კი. თუმცა ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ _ ეს უნდა მოხდეს
კონსპირაციულად. არავინ არ უნდა გაიგოს ვინ ხართ. იმისთვის, რომ სახელები არ გამჟღავნდეს,
შენ, ბემბი, აგენტი 01 იქნები, შენ _ მეფემ პინოქიოს შეხედა და დაფიქრდა.
_ პინოქიო, პინოქიო, _ მიაშველა გუფიმ.
_ ხო, პინოქიო, შენ იქნები აგენტი 02, ხოლო შენ, სანტა, ხომ არ ვცდები, შენ აგენტი 03 იქნები.
ასე რომ, ხვალ დილით ადრე გაეშურებით…
საერთოდ, მეფის დარბაზის კარი ხშირად არ იღება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი უკუღმა
დატრიალდა და დარბაზის კარი ფართოდ შემოაღო ერთმა პატარა არსებამ. იგი სწრაფი ნაბიჯებით
მოიწევდა მეფისკენ და თან ყელზე შემოხვეულ კაშნეს ისწორებდა. ასევე, ხელით სინჯავდა ფოტოაპარატს.
ბემბიმ იარაღი ამოიღო და პირდაპირ შუბლზე დაადო პატარა ვარდისფერ არსებას, რომელსაც თუ კარგად
არ დააკვირდებოდი, ვერც კი შეამჩნევდი. ის ვარდისფერი გახლდათ და ენას უკიდებდა.
_ გამარჯობა, მეფეო! _ მიესალმა მეფეს და თან, თვალებს შუა დამიზნებულ ლულას ხედავდა,
რომლის შიგნითაც სიბნელე იყო. _ თქვენს გაუნათლებელ დაცვას უთხარით, რომ იარაღი მომაცილოს,
თორემ ყველანი ვიზარალებთ. _ ასეთი სითამამე არტურთან არავის გამოეჩინა.
_ ჩაწიე, იარაღი! _ ხმადაბლა უთხრა გუფიმ ბემბის, რომელიც ვარდისფერს თვალს არ აცილებდა.
_ არა, გუფი, _ შეაწყვეტინა არტურმა. _ მოიცადე ერთი წუთით, რატომ უნდა ჩაწიოს იარაღი,
როდესაც მე შენ არ გიცნობ, იქნებ ჩემი მოკვლა გინდა?
_ არა, მეფეო, თქვენი უდიდებულესობა ცდება, მე თქვენი მოკვლა არ მინდა. მე ჟურნალისტი
გახლავართ, პიტაჩოკს მეძახიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დაცვა, თუ ვინც არის, არ ჩაწევს
იარაღს და მესვრის, თქვენი რეპუტაცია ჩემთან ერთად დასამარდება.
არტურმა ხმამაღლა გაიცინა:
_ როგორ აპირებ შენ, ჩემო ჟურნალისტო, ჩემი რეპუტაციის დასამარებას? თანაც მაშინ, თუკი
მოკვდები?
_ ეს შემდეგნაირად მოხდება, დიდო მეფეო: მე ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ
დასაჯეს თქვენი სიძე სიკვდილით. უფრო მეტსაც გეტყვით, სურათებიც მაქვს, თუ როგორ ქინძავს
თქვენს პიდარასტ სიძეს მისსავე საძინებელში თქვენი ჯალათი, რომელიც ასევე მასთან ერთად
დაისაჯა სიკვდილით. მე ეს სურათები ბეთმენმა გადმომცა. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის
მნიშვნელობა ვიცოდი. ამიტომ ფოტოსურათები, ინფორმაცია და თქვენი ქალიშვილის რამდენიმე
ინტიმური სცენაც კი, ვიდეოფირზე შევინახე ბანკში.

მაშ ასე, იმ შემთხვევაში, თუ ეს დეგენარატი მომკლავს, ბეთმენი ბანკიდან შესაბამის
მტკიცებულებებს გამოიტანს და დაარიგებს ტელევიზიაში, გაზეთებში, რადიოში და შეიძლება
სკოლებშიც კი, რის შედეგადაც, თქვენ, ჩემთან ერთად მოკვდებით. ოო! ნუ გექნებათ, მეფეო, იმის
იმედი, რომ თქვენ გაიგებთ, რომელ ბანკში მაქვს ეს ყველაფერი დატოვებული. ხომ შეიძლება, ეს
ჩვენი ქვეყნის არც ერთ ბანკში არ იყოს? ან შეიძლება იყოს კიდეც. მოკლედ, ამ იდიოტს უთხარით,
იარაღი ჩამოწიოს, თორემ დედას მოვუტყნავ.

_ ეეეე, ბიჭო, შენ დედას … _ დაიყვირა ბემბიმ და დამბაჩა შეაყენა.
_ ბემბი, დაუშვი იარაღი, _ წყნარად თქვა მეფემ. _ რას ითხოვ, პიტაჩოკ? რამდენი გინდა? _
არტური თითქოს გატეხაო მისმა სიტყვებმა. რა თქმა უნდა, ეს პიტაჩოკმა შეამჩნია და ამ შემთხვევაში,
მორიდების დრო არ იყო. პრინციპში, არც არასდროს ყოფილა მორიდებული. მან ხომ ყველაფერს,
რაც გააჩნდა, თავისით მიაღწია და ამ ყოველივეს, ოფლის სუნი ასდიოდა _ ოფლის და სისხლის.
_ არა, მეფეო, ამ შემთხვევაში ფული არ მინდა. უფრო მეტსაც გეტყვით. საერთოდ მიმაჩნია,
რომ ფული აუბედურებს ადამიანს.

_ მაშინ რა გინდა, მამულები? საყვარლები? _ დაიბნა არტური, აღარ იცოდა, რა შეეთავაზებინა
მისთვის. პიტაჩოკი კი წყნარად იდგა და ახლა თვალი ბემბის უკვე დაშვებულ იარაღზე ეჭირა.
_ არა, მეფეო, მინდა, რომ თქვენს აი, ამ რჩეულებთან ერთად, _ მან თვალი მოავლო იქ მყოფთ.
_ სარკის მოსაპოვებლად გავეშურო და ამის შესახებ რეპორტაჟი გავაკეთო.

არტურმა თავი დახარა – მეფემ წააგო.

მეორე დილით, ბემბი, პინოქიო, სანტა კლაუსი და პიტაჩოკი სარკის მოსაპოვებლად ერთად
გაუდგნენ გზას. სწორედ იმ დღეს ნახეს პირველად, თუ როგორ გამოიყურებოდა სანტას ციგა.
_ რა მატორი, აქ? _ ცალყბად შეეკითხა პინოქიო სანტას.
_ ცხრა და ნოლი, პლიტა _ ცხრაასი ცხენის ძალა, ასს იღებს ერთ წამში და თავისას ცხრაში.
_ ვააა?! _ გაიკვირვა პინოქიომ. _ საღოლ, შენ! _ სანტა უკვე ქოქავდა.
_ არა, ბებიაშენისამ, _ უპასუხა და მიადგა.
მაშ ასე, ციგაში ისხდნენ ბემბი, სანტა, პინოქიო და პიტაჩოკი.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button