არქივი

რაინდები

7a085e19f74a
მოგიყვებით ძველ რაინდებზე რომლებიც მნიშვნელოვანი პირები იყვნენ.

საბრძოლველად შეიარაღებულ რაინდს მთელი სხეული ჯავშნით ჰქონდა დაფარული. XI საუკუნის ბოლომდე ეს იყო რკინის რგოლებისაგან მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, მოგვიანებით მას ლითონის ფირფიტებისაგან გაკეთებული აბაჯრი ცვლის. ბრძოლის დროს რაინდი თავზე იხურავდა მუზარადს — რკინის ჩაფხუტს, კონუსის ფორმის მქონე ფოლადის თავსაბურავს. მუზარადი რკინის ან შუშის ბურთულით ბოლოვდება. მუზარადს თან ახლდა ლითონის ფირფიტა ცხვირის დასაცავად.

რაინდის საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა მძიმე მახვილი და გრძელი ხის შუბი, რომბისებრი რკინის ბუნიკით. ბუნიკთან აჭედებდნენ ქსოვილისაგან დამზადებულ ემბლემას, რომელიც ქარში ფრიალებდა. რაინდი ასევე განუყრელად ატარებდა ფარს. ფარი ხისა და ტყავისაგან იყო დამზადებული, რომელიც დაფარული იყო ლითონის ფირფიტებით.ფარი ჯერ მრგვალი იყო, შემდგომში კი ისე დაგრძელდა, რომ მთლიანად ფარავდა მხედარს. ფარზე გამოსახული იყო რაინდის გერბი, რომელიც მის კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიუთითებდა. ამრიგად, შეიარაღებული რაინდი ცოცხალ ციხესიმაგრეს ემსგავსებოდა.რაინდად გახდომისათვის ბავშობიდანვე ემზადებოდნენ.კეთილშობილი ოჯახის ვაჟი 7 წლის რომ გახდებოდა, მიჰყავდათ სენიორის სასახლეში „სასწავლებლად“. აქ იგი ეუფლებოდა სიყვარულსა და პატივისცემას ღვთისადმი, სახელმოხვეჭისადმი და ქალისადმი. სწავლობდა ნადირობას, ბრძოლის წესებსა და კანონებს, ცხენის მართვას, მახვილისა და შუბის ხმარებას. 14 წლიდა იგი ღებულობდა საჭურველთმტვირთველის წოდებას და ხდებოდა თავისი რაინდის განუყრელი თანამგზავრი. 21 წლის საჭურველთმტვირთველს უკვე აკურთხებდნენ რაინდად.

არსებობდა კურთხევის განსაკუთრებული ცერემონიალი. კურთხევის წინ იგი უნდა განბანილიყო და თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილს ღამე ტაძარში გაეთია ლოცვით. მეორე დილით მას ეკლესიის საკურთხეველთან მიიყვანდა მამა ან ნათლია. მათ ხელში ეჭირათ თაფლის სანთელი მოძღვარი აზიარებდა მომავალ რაინდს და იღებდა მისგან საზეიმო ფიცს. შემდეგ იღებდა საკურთხევლიდან მახვილს და შემოარტყამდა წელზე. როდესაც ეს პროცესი დამთავრდებოდა, მას მიუახლოვდებოდა სენიორი, რომლის ციხე-კოშკშიც იზრდებოდა. ის სამჯერ დაადებდა მახვილს მხრებზე და თავზე შემდეგი სიტყვებით: „ღვთის, წმინდა გიორგისა და წმინდა მიხეილის სახელით გაკურთხებ შენ რაინდად!“ ბოლოს, ახლად ნაკურთხი რაინდი ტაძრიდან გამოსული შემოახტებოდაცხენს და გააჭენებდა ციხე-კოშკისაკენ, სადაც მას ამ დღის აღსანიშნავად დიდი ზეიმი და ტურნირი ელოდებოდა.ტურნირებსა და საბრძოლო თამაშებს რაინდთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ისინი შეიძლება შევადაროთ ძველი საბერძნეთის ოლიმპიურ თამაშებს. ტურნირებში გამოჩნდებოდა რაინდთა საბრძოლო მომზადების დონე და აქვე ისინჯებოდა მათი იარაღისა და აღჭურვილობის სიმტკიცე.

ტურნირების დროს ბევრი ხალხი იკრიბებოდა სხვადასხვა მხრიდან ფეოდალის სასახლეში. აქ მხოლოდ რაინდები დაიშვებოდნენ. მოედანზე ეწყობოდა სპეციალური ტრიბუნები კეთილშობილი ქალბატონებისა და ბატონებისათვის. გამარჯვებული ტურნირის დედოფლისაგან ჯილდოს იღებდა.ფეოდალები შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ ციხე-კოშკებში, რომელიც შენდებოდა განსაკუთრებულ შერჩეულ ადგილებში. იგი გარსშემოვლებული იყო მიწათხრილითა და სქელი გალავნით თვით ეს ნაგებობა წარმოადგენდა როგორც საცხოვრებელ, ასევე სხვა დამხმარე თუ დამცავი ნაგებობისაგან შემდგარ მთელ კომპლექსს.

რაინდი თავის ამალასთან ერთად ცხოვრობდა ციხესიმაგრის მთავარ ნაგებობაში — სასახლეში. დღემდე შემონახულია რაინდობის ხანის შუა საუკუნეების სასახლეები. ამ სახლებს აკლდათ სინათლე, ვინაიდან ვიწრო სარკმლები ჰქონდათ. ასევე არ არსებობდა ჰიგიენის დაცვის პირობები. ოთახები თბებოდა ბუხრებით.

XIII საუკუნის ბოლოდან რაინდობა კარგავს მნიშვნელობას. ისინი თავიანთ იარაღს უკვე არ იყენებდნენ კეთილშობილური მიზნებისათვის. პირიქით, სხვის დასარბევად ხმარობენ. მათი სულისკვეთება კნინდება, ილახება ღირსების გრძნობა, რომელიც ხშირად უაზრო დუელების საბაბი ხდება.

მიუხედავად ამისა, არა მარტო შუა საუკუნეების ხალხების, არამედ დღევანდელობისათვისაც სანიმუშოა რაინდთა ყოფა. ისინი ბარბაროსობისა და უხეშობის პერიოდში იძლეოდნენ თავაზიანობის მაგალითს და ხელს უწყობდნენ სათნოების დამკვიდრებას, კანონისა და მართლმსაჯულების გავრცელებას. რაინდობამ აამა საუკუნეებში ნაკლები უფლებები ჰქონდა და მისცა მას ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ჯვაროსნული ლაშქრობები

ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.

4e51d2d858cd

8e823957f1cd

028ac8026059
წყარო:wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button