გასართობისაკითხავისასარგებლო

თვალების ფერი და ჰეტეროქრომია

2f1b75786a2b

თვალების ფერი და ჰეტეროქრომია

ზოგიერთ ადამიანს სხვადასხვა ფერის თვალი აქვს. მეცნიერები ამ მოვლენას ჰეტეროქრომიას ეძახიან და მას მელანინის სიჭარბით ან ნაკლებობით ხსნიან.

განსხვავებული ფერის თვალებით თეთრი ან ღია ნაცრისფერი ბეწვის მქონე, თურქული ვანისა და ანგორის ჯიშის კატები გამოირჩევიან, რომელთაც ერთი თვალი ღია თაფლისფერი, ყვითელი ან სალათისფერი, მეორე კი ცისფერი აქვთ.

ძაღლებს შორის სხვადასხვა ფერის თვალი ციმბირული ხასკის ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ.
ჰეტეროქრომია ცხენებშიც შეიმჩნევა. ცხოველს შეიძლება, ერთი თვალი ყავისფერი ან თეთრი, მეორე კი ნაცრისფერი ან ცისფერი ჰქონდეს.

სხვადასხვა ფერის თვალები ველურ ძროხებსა და აზიურ ხარებშიც შეიმჩნევა.

ადამიანებს შორის ყველაზე ცნობილი ჰეტეროქრომი ანუ სხვადასხვა ფერის თვალის მქონე ადამიანები ალექსანდრე მაკედონელი და მომღერალი დევიდ ბოუი იყვნენ.

არსებობს სამი სახის ჰეტეროქრომია: მთლიანი ანუ როცა ადამიანს სხვადასხვა ფერის (ვთქვათ, ერთი თაფლისფერი, მეორე – ცისფერი) თვალი აქვს; ნაწილობრივი – როცა ერთ თვალში ორი ფერი შეინიშნება; ცენტრალური – როცა შავი რგოლის გარშემო თვალი ვთქვათ, თაფლისფერია, ხოლო კიდისკენ განსხვავებული შეფერილობა აქვს.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close