საკითხავისაქართველო

შუქი მოვიდა – გულზე მოგეშვება

shuqi

შუქი მოვიდა იყო 2000-იანი წლების დასაწყისში მოღვაწე ქართულ-ფრანგული პანკ-ჯგუფი.

მისი შემქმნელი და მთავარი იდეოლოგი წარმოშობით ფრანგი, ფრედი პაიანი იყო. მას ამ პროექტამდეც ჰყავდა საკუთარი ჯგუფი, მაგრამ საქართველოში შექმნილმა ახალმა სიმღერებმა მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანეს. სიმღერების გამოცემა დაემთხვა საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პერიოდს, რაც მათში კარგად აისახა.

ჯგუფის სიმღერები უშუალოდ ეხებოდა უშუქობის წლებს და თანამედროვე ქართული რეალობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს – მობილურ ტელეფონებს, ნაყინს (მაროჟნი), ხაჭაპურს, ენერგოდეფიციტს, სამარშრუტო ტაქსებს (მინიბუსის ზაზა), ნავთის ქურებს (ტურბო), სამგლოვიარო ტრადიციებს (რატომ წახვედი”) და ა.შ.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ფრედი პაიანი – ვოკალი, გიტარა
დათო ხოსიტაშვილი – გიტარა
გიორგი გობეჯიშვილი – ბას-გიტარა
გურამ მაკალათია, ივან კაბაკოვი – დასარტყამი ინსტრუმენტები

ქართულ-ფრანგული ჯგუფის „შუქი მოვიდას“ ქართულ სცენაზე გამოჩენას ხალხი არაერთგვაროვნად შეხვდა. ცოცხალი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჯგუფის ფრანგი ფრონტმენის, ფრედი პაიანის მიერ ქართულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა ბევრი მსმენელი გააღიზიანა. მსმენელის გაღიზიანების მიზეზი „შუქი მოვიდას“ სოციალურ თემებზე დაწერილი ტექსტები გახდა, რომელიც მსუბუქი იუმორით ასახავს დღევანდელი ქართველების ყოფა-ცხოვრებას. ზოგიერთმა ეს უწყინარი სიმღერები რატომღაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აღიქვა.

როგორც ჩანს, მასაში სერიოზულად დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ სიმღერა აუცილებლად სიყვარულზე, მონატრებაზე, განშორებაზე და დაბრუნებაზე უნდა იყოს. სოციალურ თემებზე დაწერილი სიმღერები კი იმავე სოციალურ გარემოში მცხოვრებ ხალხს რატომღაც ეუცხოება. თავად ფრედის მიაჩნია, რომ „შუქი მოვიდა“ არ მღერის რაღაც პრობლემატურ სიმღერებს. მისი აზრით, ეს სიმღერები უბრალოდ საქართველოს ერთგვარი სურათია.

ფრედიმ გიტარაზე დაკვრა თავად ისწავლა. მას მოსწონს ჯგუფები: The Rolling Stones, AC/DC. უყვარს ბლუზი და არტ–ჯაზი. ფრედერიკს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, რაც ნათლად აისახა კიდეც მის შემოქმედებაში. ბევრი მელომანის შეხედულებით, „შუქი მოვიდა“ პანკური ელემენტებით მდიდარ როკს უკრავს, თუმცა ფრედი ასე არ ფიქრობს და ღიმილით მიხსნის, რომ ისინი პანკებზე უფრო პატიოსანი მუსიკოსები არიან.

ჯგუფის სოლო გიტარისტს, დათო ხოსიტაშვილს მიაჩნია, რომ ფრედიმ ძალიან კარგად ასახა მაშინდელი ქართული რეალობა და იმღერა ის, რაც დიდი ხანია, ქართველს უნდა ემღერა: „ბევრი ფიქრობს, რომ ფრედი ღადაობს საქართველოზე, რადგან ის შუქზე, ჟიგულის კაცზე, მინიბუსებზე (მარშრუტკებზე) თუ ხაჭაპურზე მღერის, მაგრამ ის კი არ ღადაობს, რეალობას ხატავს. მისი შემოქმედება მუქ ფერებში კი არა, სადა, იუმორისტულ ტონშია დახატული“.

ფრედერიკს საფრანგეთშიც ჰყოლია ჯგუფი, რომელმაც ორი წელი იარსება. „ჩემი სიმღერები ხუმრობაა, თანაც სერიოზული ხუმრობა“, – ამბობს ის. ქართულ ჯგუფებს ნაკლებად იცნობს, გამონაკლისია: ნიაზ დიასამიძე, „ზუმბა“, „ვაკის პარკი“, დათო ხოსიტაშვილის პროექტი „სახლი“.

Source: Google + Hey.ge

თეგები

IamOtari

Chelsea–ს ფანი :)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close