love…
ამ პოსტში შემოგთავაზებთ გამონათქვამებს რომლებიც უკავშირდება სიყვარულს…
***
*სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.
გი დე მოპასანი
*ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.
სექსტ პროპერციოსი
*რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.
ლეონარდო და ვინჩი
*სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
ფრანგული ანდაზა
*ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი.
………………….
*სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.
იტალიური ანდაზა
*სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად.
სერვანტესი
*სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.
ტეკერეი
*სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
“ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა.”
ფრ. ჰალმი
*სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა.
ვაჟა-ფშაველა
*სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
*უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.
*ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა.
*სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.
*სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
*სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის.
*სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი.
*ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას.
P.S. იმედია მაქვს მოგეწონათ