საკითხავისასარგებლო

სტარბაქსი

e19cfae77dd2

სტარბაქსი – ყავის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1971 წელს სიეტლში (ვაშინგტონი)


სტარბაქსი მსოფლიოში ყველა დიდი ყავის სახლია,რომელსაც 49 ქვეყანაში 16,635მდე მაღაზია აქვს გახსნილი. სტარბაქსის ყავის სახლებში მრავალფეროვანი მენიუ არის წარმოდგენილი, მზადდება ცივი ესპრესოები, სპეციალური ტექნოლოგიებით დამზადებული ჩამოსასხმელი ყავები ნატურალური ყავის მარცვლეულისგან. სტარბაქსის სახლებში არამარტო ყავები, არამედ სხავდასხვა სახის საკვები მზადდება : სალათები, ცივი და ცხელი სენდვიჩები, მომხმარებელს ასევე სთავაზობენ ნაყინებს, შოკოლადებსა და ნამცხვრებს.
სტარბაქსს აქვს ასევე ბრენდი Hear Music, სადაც საღამოობით ეწყობა ცოცხალი მუსიკის საღამო, აჩვენებენ და განიხილავენ კინოებს,წიგნებს …

92b9c6127f09

c82f3946a911

b1f652c14e65

1838a3a21790

სტარბაქსმა პოპულარობა გახსნისთანავე მოიპოვა. სიეტლის შემდეგ პირველი ყავის სახლი კანადაში გაიხსნა.
სტარბაქსის დამფუძნებლები არიან : ინგლისურის მასწავლებელი Jerry Baldwin, ისტორიკოსი Zev Siegl და მწერალი Gordon Bowker. თავიდან ისინი ყავის მარცვლეულებს კომპანია Peetსისგან ყიდულობდნენ, თუმცა ბიზნესის განვითარების შემდეგ მათ მარცვლეულების ადგილობრივი მომყვანებიდან ყიდვა დაიწყეს.
ანტრეპრენიორი Howard Schultz კომპანიას 1982 წელს შეუერთდა, რომელსაც მილანში მოგზაურობის დროს,იტალიელმა ინვესტორებმა სტარბაქსის ქსელის გაფართოება და ესპრესოს გაყიდვა შესთავაზეს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს,თავიდან ეს წინადადება არ მიიღეს დირექტორებმა,რადგან ყავა მათთვის იყო ისეთი რამ,რაც მხოლოდ სახლში უნდა დაემზადებინათ და სხვა ქვეყნებიდან არ შემოეტანათ,მაგრამ მას შემდეგ რაც Schultzმა (სტარბაქსის ერთ-ერთმა დირექტორმა) გახსნა სტარბაქსთან არსებული ყავის ბარი Giornale 1986 წელს,მათ უფრო ფართოდ დაიწყეს თავიანთი პროდუქციის გავრცელება და ახლის მოზიდვაც. 1986 წლიდან სტარბაქსი არამარტო მათ ყავის სახლებში,არამედ კაფე Giornale შიც იყიდებოდა ესპრესოსთან ერთად.სტარბაქსის მაღაზიები ამავე წელს გაიხსნა ვანკუვერში,ილინოისში,ჩიკაგოში.
8fbda1a528d4

a368c8ffae16

049a16b4cc1c

d1bf60fb6685

3a87d9d4a536

c59dc470f630

c5141bcf5675

6a5302e19db6

ef7093b6864a

სტარბაქსი შეუერთდა U.K. marketს, ეს “შენაძენი” კი დაახლოებით 83 მილიონი დოლარის კაპიტალს მოიცავდა.
1999წელს სტარბაქსმა ექპერიმენტის სახით გახსნა რესტორანი Circadia, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა და სტარბაქსმა მთლიანად დაიქვემდებარა.
სტარბაქსმა ასევე 2006 წლიდან თანამშრომლობა დაიწყო Appleთან, რომელიც ხელს უწყობდა Hear Musicის განვითარებას.
სახელი სტარბაქსი კი ამერიკელი მწერლის ჰერმან მენვილის ნოველის Moby-Dickის მიხედვით დაერქვა,სადაც ერთ-ერთ პერსონაჟს ჰქვია Starbuck, რომელიც არის გემ “Pequod”-სი კაპიტანი.თავდაპირველად Gordon Bowker მოწონებია სახელი Pequod და გადაწყვიტა რომ კომპანიასაც ასე ერქმეოდა,თუმცა მისმა თანაშემწემ,Terry Heckler უთხრა : “არავინ შემოვა ყავის დასალევად Pee-quodში, მე უკეთესი იდეა მაქვს STARBO ! ”
იმედია მაქვს, რომ მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი საქართველომდეც ჩამოაღწევს და სტარბაქსის ყავსი სახლები თბილისშიც გაიხსნება.

838f51769068

76404820c64b

8f7f01388c46

cf1cd7c632c8

cab79970bbdb

0550cf725875

7835de3cdfeb

cb53ea9fdaea

942c8981e53d

ed5d5d01d12e

901608c07c66

1df07885a683

917deadaa8cb

c0e334fb816b

0ce78d4488ad

715dcb2d1982

256f0dbd0a9b

მსგავსი ამბები

Back to top button