კულტურა

კაცი გამოძახებით – სიახლე ქართულ სექს–ბიზნესში!

9ab59a9999c0

ქართულ სექს–ბიზნესში ახალი მომსახურება შემოდის. კაცი გამოძახებით. ქალ მეძავებს კოლეგები გამოუჩნდნენ – მეძავი მამაკაცები. მათი პოვნა თბილისში არც თუ ისე ძნელია. ქართულ მასმედიაში ხშირად ვრცელდება განცხადება, რომლითაც მეძავი კაცების პოვნაა შესაძლებლი. განცხადებების გარდა ისიც გამოირკვა, რომ მეძავი მამაკაცები თბილისის ქუჩებშიც არიან, განსაკუთრებით გვიან ღამით. ამ შემთხვევებში კი, მამაკაცები ორ ნაწილად იყოფიან. ისინი, ვისაც ქალბატონები აკითხავენ და ისინი, ვინც თავისივე სქესის ადამიანებს მიჰყვებიან. :matraxi:

სექსოლოგების აზრით, ქალის მიერ ინტიმურ კავშირში ფულის გადახდა რაიმე სახის პათოლოგიით არ აიხსნება. გიორგი ბეროშვილი მიიჩნევს, რომ სექსის სანაცვლოდ თანხებს უმეტესად ის ქალბატონები იხდიან, რომლებსაც გარკვეულწილად ფიზიკური ნაკლი, ან დიდი ასაკი აქვთ. ასევე, არსებობს თავგადასავალთა მაძიებელთა კატეგორიაც. უძველესი პროფესია, როგორც ჩანს ქართველმა მამაკაცებმა საკუთარი სურვილით აირჩიეს. გენდერული ბალანსი აქაც ბალანსდება – უცვლელი და არალეგალური კი, სხეულით ვაჭრობა რჩება, რომელიც, როგორც წესი არ იბეგრება და ძნელად კონტროლდება.

აქვე პატარა ვიდეოც. :yes:

წყარო: imedi.ge.

P.S. აბა თქვენი აზრი მაინტერესებს. რას ფიქრობთ .. ?? :evil:

მსგავსი ამბები

Back to top button