ახალი ამბებისაქართველო

“ბამბა რუმს“-ს თბილისში ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები ჩამოყავს

ბამბა რუმს თბილისში ჰიპ-ჰოპისა და ბრიტანული მძიმე ალტერნატივის ვარსკვლავები – იქსზიბიტი, ქულიო და ჯიმ ჯონსი ჩამოყავს. ისინი თბილისში მაისის განმავლობაში ჩამოვლენ სხვადასხვა დროს და კონცერტებს გამართავენ სხვადასხვა ქართულ რესტორანსა თუ გასართობ დაწესებულებაში.

როგორც ამ ტურნეს მენეჯერმა და შეთავსებით იქსზიბიტის ექსმეუღლემ ”მიუზიკ ბოქსთან” ინტერვიუში განაცხადა, ცნობილ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს დაგეგმილი აქვს თავისი ახალი ალბომის პრეზენტაცია დაამთხვიოს თბილისურ ტურნეს. მისი სოლო კონცერტი, რომელიც ამავე დროს საქველმოქმედოცაა, გაიმართება 28 მაისს, ლისის ტბაზე. როგორც მომღერალი გვპირდება, სურპრიზებს უნდა ველოდოთ. ”ჩემი ახალი ალბომი აბსოლუტურად განსხვავდება ძველებისგან როგორც სტილით, ასევე იდეოლოგიით, იგი დაწერილია ინდუსტრიალ-ჰარდკორის სტილში, რაც ჩემი აზრით სავსებით შეესაბამება თქვენს ქალაქს, ამიტომაც მის პრეზენტაციას ზუსტად თბილისში ვაპირებ” – განუცხადა ვარსკვლავმა მიუზიკ ბოქსს.

წყარო: www.ni2news.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close