საკითხავისურათები

20 ბავშვის მკვლელობა ლოს ანჯელესში

b6920bc40d65
პოსტი ეხება Wineville-ს საქათმეში მომხდარ მკვლელობებს. ანუ 20 ბავშვის მკვლელობას.მათ შორის იყო უოლტერ კოლინსი. ამაზე ფილმიც გადაიღეს “changeling”

უოლტერ და კრისტინ კოლინსები ბედნიერად ცხოვრობდნენ ლოს ანჯელესში, სანამ ერთხელაც
მისი შვილი არ გაუჩინარდა სახლიდან. ეს მოხდა 1928 წლის 10 მარტს. გაუჩინარების შემდეგ
ლოს ანჯელესის ადგილობრივი პოლიცია გაჰყვა მის კვალს, თუმცა ძებნა უშედეგოდ დამთავრდა.
ბიჭის ძებნა კიდევ 5 თვეს გაგრძელდა და რადგანაც შედეგი არ იყო, უკმაყოფილო ხალხმა აქციები
გამართა. მაშინ პოლიციამ გადაწყვიტა შეეჩერებინა ხალხის აჯანყება. მათ იპოვეს ბიჭუნა,რომელიც
ჰგავდა უოლტერს, ჩააცვეს მისნაირი ტანსაცმელი და თქვეს, რომ უოლტერი იპოვეს ილინოისში.
კრისტინ კოლინსმა, რომელიც მუშაობდა ოპერატორად, პოლიციას ფული გადაუხადა “მისი” ბიჭუნას
პოვნისთვის და ლოს ანჯელესში დაბრუნებისთვის. როცა ქალმა ნახა “უოლტერი” უთხრა  პოლიციელებს რომ ეს მისი შვილი არ იყო. თუმცა ოფიცერმა დაამშვიდა, რომ ბავშვი 5 თვის განმავლობაში
გაიზარდა და შეიცვალა. უთხრა: წაიყვანეთ სახლში და გყავდეთ რამოდენიმე კვირა,დარწმუნდებით,
რომ ის ნამდვილად თქვენი შვილია. და კოლინსიც დათანხმდა.
3 კვირის შემდეგ კრისტინ კოლინსი დაბრუნდა პოლიციაში და ოფიცერს უთხრა, რომ ის ბიჭი არ იყო
უოლტერი. სასოწარკვეთილმა ქალმა უთხრა, რომ მის შვილს ყოველდღე ზომავდა კედელთან, ეს ბიჭი
კი უოლტერზე 3 სმ-ით დაბალი იყო . რა თქმა უნდა ბიჭის დადაბლება გამორიცხული გახლავთ.
ჯონსმა (ასე ერქვა ოფიცერს) კრისტინ კოლინსი შეურაცხადად სცნო და ფსიქიატრიულ კლინიკაში
გამოკეტა. მიზეზად დააასახელა ის, რომ კოლინსს ბიჭი ჰყავდა რამოდენიმე კვირა, შემდეგ კი გაგიჟDა
და საკუთარ შვილს ვეღარ სცნობდა.
იმ 3 კვირის მანძილზე, როცა კრისტინს “შვილი” ჰყავდა სახლში, მარტო არ ტოვებდნენ. პოლიციის
პოლკოვნიკი უგზავნიდა ექიმს, რომელიც ბიჭუნას სინჯავდა და ქალს უმტკიცებდა, რომ მისი შვილი
იყო. ექიმი რა თქმა უნდა მოსყიდული გახლდათ. კოლინსს ასევე სტუმრობდა წმინდა პასტორის
პრესვიტერიანული ეკლესიის პასტორი გუსტავი. გუსტავს სჯეროდა ამ ქალის, რადგან უოლტერი
მას არაერთხელ უნახავს და იცოდა მისი მანერებიც. ეს კაცი ყველანაირად ცდილობდა პოლიციის
საშინელი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანას და თავისი ძალებით ეძებდა ბიჭს. მას ეხმარებოდნენ
უოლტერის მასწავლებლებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ ბიჭმა, რომელიც უოლტერად ასაღებდა
თავს , არ იცოდა სად იყო მისი ადგილი.. სწავლით და ზრდილობითაც ჩამოუვარდებოდა უოლტერს.

კრისტინ კოლინსის საგიჟეთში მოხვედრის შემდეგ, რამოდენიმე კვირაში გუსტავმა იპოვა ბავშვი,
რომელიც გაქცევას ეცადა. ეს რა თქმა უნდა საეჭვო იყო და დასაკითხად წამოიყვანა პოლიციაში.
ბიჭი თავიდან არაფერს ამბობდა, თუმცა შემდეგ ამ იდუმალი გაუჩინარების ამბავს ფარდა აეხადა:
ეს ბიჭი გახლდათ 13 წლის სანფორდ კლარკი. მისი ბიძა (დედის ძმა) იყო გორდონ სტიუარტ ნორტკოტი
,რომელმაც გაიტაცა ის და წაიყვანა თავის რანჩოში, რომელიც მდებარეობდა Wineville-ში. სანამ
გორდონის დამ, ჯესი კლარკმა აცნობა პოლიციას შვილის გაუჩინარების შესახებ, ნორტკოტმა
ბიჭი გააუპატიურა და სცემა. (პოლიციამ ეს საქმეც მიჩქმალა და გამოძიება გააჭიანურა)
სანფორდმა ყოყმანის შემდეგ, ასევე თქვა ,რომ ბიძამისი აიძულებდა
თავის სისხლიან საქმეში მიეღო მონაწილეობა. ტუ ამას არ იზამდა მოკვლით ემუქრებოდა.
ისინი მიდიოდნენ მანქანით სხვადასხვა ქალაქებში, თუ დაინახავდნენ მარტოდ მიმავალ ბავშვს
მოტყუებით ჩაისვამდნენ მანქანაში. გზაში თბილად ექცეოდნენ, ხოლო როდესაც რანჩოზე მივიდოდნენ
საქათმეში ამწყვდევდნენ. როცა ბიჭების რაოდენობა 5ს მაინც მიაღწევდა, გორდონი შედიოდა საქათმეში
ერთერთ ბიჭს ამოარჩევდა და სხვების თვალწინ ცულით ჩეხავდა,ისე რომ ცოცხალი დარჩენილიყო.
ამის შემდეგ გახარებული თავის დისწულს უბრძანებდა, რომ მისი საქმე დაემთავრებინა. სანფორდს
უნდა აეღო ბარი და ისე მოეკლა ჯერ კიდევ ცოხალი ბავშვი, შემდეგ კი საქათმის წინ დაემარხა.(ბიჭმა
ტირილი დაიწყო)

ამის მოსმენის შემდეგ გაოგნებული პოლიციელები რამოდენიმე წუთს ვერ ინძრეოდნენ. შემდეგ სასწრაფოდ
წავიდნენ გორდონის რანჩოში, თუმცა მკვლელი იქ არ დახვდათ. ბიჭს უბრძანეს ენახებინა ბავშვების
საფლავები. საქათმის წინ სანფორდმა თხრა დაიწყო, სადაც გამოჩნდა ბავშვების დამსხვრეული ძვლები.
პოლიციამ ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას და ბიჭი გააჩერა. როგორც შემდეგ გაირკვა, მოკლული იყო
20მდე ბავშვი. სავარაუდოდ უოლტერ კოლინსიც მათ შორის ერია. შეიმუშავეს გეგმა მკვლელის დასაჭერად.
დაუკავშირდნენ მის დას, რომელმაც ჯერ არაფერი იცოდა შვილის შესახებ. სთხოვეს დაერეკა ძმისთვის და
სტუმრად დაეპატიჟებინა, თანაც გააფრთხილეს,რომ გორდონი 20მდე ბავშვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
ჯესიმ თავისი 2 შვილი ნათესავთან მიიყვანა სახლში და შიშით დაუწყო ლოდინი ძმას. გორდონი ჩამოვიდა
და ხუთიოდე წუთში პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა. მკვლელი დაიჭირეს , გასაუბრების მერე იგი
შეურაცხადად სცნეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს დროებით. კრისტინ კოლინსიც ამ დროს
გაათავისუფლეს საგიჟეთიდან, მან ჯერ არაფერი იცოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ჯესი კლარკმაც შეიტყო
თავისი შვილის ამბავი, რომელიც უკვე მკვდარი ეგონა. 1 თვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
გორდონს – ჩამოხრჩობა. პოლიციის ოფიცერიც დააპატიმრეს.
კრისტინ კოლინსი ესწრებოდა ჩამოხრჩობას. ის მივიდა გორდონთან და ჰკითხა, მოკლა თუ არა მისი
შვილი უოლტერი. მკვლელი გამუდმებით იმეორებდა ტყუილებს, ამის შემდეგ კოლინსმა ის სულით ავადმყოფად
ჩათვალა. კოლინსი იყო პირველი ქალი, რომელმაც მოინდომა თავისი შვილის მკვლელთან შეხვედრა.
ყველაფრის მიუხედავად, მას იმედი არ დაუკარგავს და განაგრძობდა შვილის ძებნას.
ამ ამბიდან 7 წლის შემდეგ გამოჩნდა ბიჭი, რომელიც პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ ის
იყო იმ მკვლელობების მომსწრე, მაგრამ 3 ბიჭთან ერთად გამოიქცა. (სანფორდ კლარკს არაფერი უთქვამს
ამ გაქცევის შესახებ. ) ბიჭის თქმით, უოლტერ კოლინსიც მათ შორის იყო. ისინი საქათმიდან გადმოძვრნენ,
მაგრამ თავად ტანსაცმლით წამოედო საქათმის კლეტკას (ბოდიშით ვერ გავიხსენე ეს სიტყვა ქართულად)
ბავშვები გაიქცნენ, მხოლოდ უოლტერი დაბრუნდა უკან მის დასახმარებლად. გაათავისუფლა და ერთად
გამოქცნენ. ამის შემდეგ მკვლელმა ხმაური გაიგონა და გამოეკიდა ბავშვებს. ისინი გაიფანტნენ და ამის შემდეგ
ბიჭს აღარ ახსოვდა რა მოხდა და რა ბედი ეწია უოლტერს. 7 წლის განმავლობაში ერთმა ოჯახმა აიყვანა და
ვერ ბედავდა მშობლებთან დაბრუნებას, ეგონა მკვლელი კიდევ დაიჭერდა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გორდონ
სტიუარტი იჭEრდა და ხოცავდა მხოლოდ ბიჭებს, 10დან 13 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ ის გიჟი იყო და ვერ
იტანდა პატარა ბიჭებს.

როცა კოლინსმა შეიტყო გაქცევისა და უოლტერის შესახებ იმედი კიდევ უფრო გაუძლიერდა, სიცოცხლის
ბოლომდე ელოდა შვილს, ეგონა , რომ ერთ დღეს უოლტერიც დაბრუნდებოდა და მოუყვებოდა მისი გაქცევის
შესახებ.. მაგრამ რა თქმა უნდა ბიჭი არ დაბრუნებულა….

ამ ამბის გამო ლოს ანჯელესს ანგელოზების ქალაქი აღარ ერქვა. მას ეძახდნენ დემონების ქალაქს.

კრისტინ კოლინსი
ece5d79a43f5

ადგილი ,სადაც ბავშვები იყვნენ დამარხული
afef489d034e

სანფორდ კლარკი
06bbf3f5768e

მკვლელობის ადგილი, საქათმე.
59453631393c

უოლტერ კოლინსი
b1a15431a35e

პ.ს ნამდვილი ამბავი წერია და არა ფილმის მიმოხილვა !

მსგავსი ამბები

Back to top button