უცნაური
ოკეანის გუმბათი
წარმოიდგინეთ სანაპირო სადაც ცა ყოველთვის მოწმენდილია, არასდროს ცხელა ან ცივა, წყალი არაა დაბინძურებული და ტალღებიც შესანიშნავია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ოკეანის გუმბათში”
“ოკეანის გუმბათი” მდებარეობს იაპონიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროდან სულ რაღაც 300 მეტრში. აქ ყველაფერი მოწყობილია ისე როგორც ნამდვილ სანაპიროზე. ქვიშა, ტალღები და რა თქმა უნდა მუდმივად ლურჯი ცა. “ოკეანის გუმბათი” დაფარულია მსოფლიოში უდიდესი მოძრავი სახურავით, რომელიც აბალანსებს შიდა ტემპერატურას. წყალი თბება 28, ხოლო ჰაერი 30 º C გრადუსამდე. მიუხედავად სანაპიროს სიახლოვისა, “ოკეანის გუმბათს” არ აკლია სტუმრები. აქ ხომ უნიკალური პირობებია შექმნილი დამსვენებლებისათვის.