საკითხავისურათები

აფრიკა


აუცილებელია ყველამ იცოდეს , თუ რა არის აფრიკული შიმშილი, რა პირობებში ცხოვრობს ხალხი,
როგორ იზრდებიან ბავშვები, თუ შეიძლება ამას გაზრდა ვუწოდოთ. ..  
აფრიკა:
ადგილი სადაც სვავები ყოველ წუთს ელოდებიან ლუკმას და უცდიან როდის მოკვდება.
ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ცოცხალი ჩონჩხი, ანუ ადამიანი რომ
ელსაც მხოლოდ
ძვლებიღა ეტყობა, თუმცა ჯერ კიდევ სუნთქავს.
ადგილი, სადაც ნახავთ 10 წლის ბავშვს და 2ის გეგონებათ.
ადგილი, სადაც შეგიძლიათ მისცეთ პური დამშეულ ბავშვს, მან კი არ (ვერ) შეჭამოს. რადგან
ისე არიან შიმშილისგან დასუსტებულები, რომ ვეღარ მოძრაობენ.
ადგილი, სადაც ნახავთ ბავშვს, რომელიც თავისი ენის შეჭმას ცდილობს.
ადგილი, სადაც ადამიანები დღეში ბანანში არსებულ კალორიებზე ნაკლებს ღებულობენ.
ადგილი, სადაც არ იციან რა არის სუფთა წყალი.
და ამ პირობებში ისინი მაინც არსებობენ, თუ ამას არსებობა ჰქვია.

აფრიკის უამრავ სოფელში მთავარი პრობლემა შიმშილის გარდა სუფთა წყალია. არსებობენ
ადამიანები, რომლებიც ისე ჩნდებიან და იღუპებიან რომ არ იციან სუფთა წყლის გემო.
ბევრ მათგანს უწევს უდაბნოში ცხოვრება, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, წყალი ფაქტობრივად
არ არის. მოსახლეობამ გაუნათლებლობის გამო არ იცის, რომ ნებისმიერი ნაპოვნი წყალი არ
უნდა დალიოს. ამის გამო მათი უმეტესობა იღუპება სხვადასხვა დაავადებებით, მოწამვლით,
მალარიით. თუ რომელიმე მათგანმა ჭრილობა მიიღო , თუნდაც მსუბუქი, რამოდენიმე დღეში
გარდაიცვლება, რადგან აქ არ არსებობს რაიმე სამედიცინო საშუალება. ასევე იღუპებიან ქალები
მშობიარობის შემდეგ. სიცხის გამო ხალხს ჭრილობები არ უხორცდება, ეჭრებათ ინფექცია.
მთავარი პრობლემა კი მაინც შიმშილია !
თვეში რამოდენიმეჯერ ტარდება საქველმოქმედო აქციები. ხალხი მიდის აფრიკელების
დასახმარებლად წამლებით, პროდუქტებით და წყლით . ისინი ბანაკდებიან რომელიმე სოფელში,
მკურნალობენ ხალხს. მათი იქ ყოფნის დროსაც კი დღეში 10-20 ადამიანი კვდება. აშკარაა,რომ
როცა ბანაკები იქ არ არიან სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მეტია. ბევრ ბავშვს ვეღარ
შველიან, რადგან დიდი ხნის შიმშილის შემდეგ მათ აღარ შეუძლიათ ჭამა. თავიდან ცდილობენ
რძე დაალევინონ, უსვამენ ტუჩზე, თუ ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში რეაგირება მოახდინა
და ტუჩი გაანძრია, ეს დიდი სასწაულია. ასეთი სასწაულები იშვიათად ხდება. მიუხედავად
სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებლისა, ამ ხალხის რიცხვი ძალიან დიდია. როგორც ვიცი, არ
შეიძლება აფრიკიდან ბავშვის ან თუნდაც დიდი ადამიანის წამოყვანა. ამის ერთერთი მიზეზია ის,
რომ ისინი სხვადასხვა დაავადებებით არიან დაავადებულები.
შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნიგერიაშია.
სურათები .. საკმაოდ მძიმე სანახავია

არ გეგონოთ , რომ დიდი მუცელი სიმსუქნის გამო აქვთ. ეს შიმშილის და ბინძური
წყლის სმის შედეგია.

ასეთი პატარა უამრავია ნიგერიაში, კენიაში, ეთიოპიაში და ა.შ
ისინი ფეხზე ვეღარ დგანან შიმშილისგან და ამიტომ როცა მათი
შემოწმება სურთ ასე სინჯავენ.

ძალიან საშინელი სურათია, მაგრამ ეს რეალობაა!

ალბათ ბევრმა იცის ამ სურათის ისტორია.ჩვენს საიტზე დევს.

( http://ucnauri.com/24/02/2010/შემზარავი-რეალობა/#more-48854 )

და ამ ყველაფრის შემდეგ სურვილი მიჩნდება, უფროსწორად ჟინი, რომ მეც რამით
დავეხმარო ამ ხალხს. თუნდაც იმ საქველმოქმედო აქციებში მივიღო მონაწილეობა,
თუნდაც ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინო ,თან ვხვდები, რომ ამისთვის ჯერ
უნდა ვისწავლო და ისეთ ძალას ვგრძნობ, ასე მგონია ერთ დღეში შევძლებ ყველაფრის
სწავლას  :cry:  ჩვენ რა სისულელეებზე ვწუწუნებთ და ხალხი რა დღეშია იქ  :cry:

წყარო: მე

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close