თავისუფლების გემი
თავისუფლების გემი – ყველაზე დიდი გემი, რომელიც კი ოდესმე აუწყვიათ. ის არ იქნება მხოლოდ გემი, ის იქნება მცურავი ქალაქი
თავისუფლების გემი – ამ მცურავი ქალაქის სიგრძე 1400 მეტრია, სიგანე 230 მეტრი, ხოლო სიმაღლე 110 მეტრი. ფართობი 160 000 კვადრატული მეტრი. ეს გემი ოთხჯერ უფრო გრძელი იქნება, ვიდრე დღევანდელი ყველაზე გრძელი გემი.
ეს გემი ისეა დაპროექტებული, რომ მასზე ყველაფერი იქნება: აპარტამენტები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, გასართობი კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები, რამდენიმე სხვა და სხვა სპორტის მინდვრები და აეროპორტი.
ეს გემი არ იქნება მხოლოდ სამოგზაუროდ, ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანი იცხოვრებს, იმუშავებს, დაისვენებს ან უბრალოდ ადგილი, სადაც ცოტა ხნით გაჩერდები. ის მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს. თავიდან მისი ბიუჯეტი 6 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ 11 მილიარდამდე გაზრდა მოუწიათ.