საკითხავისასარგებლოსურათები

რაფლეზია – ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი ყვავილი

რაფლეზიასებრნი (Rafflesiaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უქლოროფილო პარაზიტებია. სახლობენ ტროპიკული ხეების ფესვსა და ღეროზე.

რაფლეზია აღმოჩენილია ინდონეზიაში დიქტორ ჯოზეჯ არნოლდის მიერ 1818 წელს სახელწოდება კი სერ ტომას რაფლეზის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.

მათი ვეგეტატიური ორგანოები ძალზე რედუცირებული, ხშირად ძაფისებრის და ღრმადაა შეწრილი მასპინძელი მცენარის ქსოვილში. გარეთ გამოაქვთ მხოლოდ მოკლე საყვავილე ყლორტები ქერცლისებრი ფოთლებითურთ. ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარის 55-მდე სახეობა. უმთავრესად გავრცელებული არიან ტროპიკებში. ცნობილი გვარია რაფლეზია (Rafflesia). მისი ერთ-ერთი სახეობა — არნოლდის რაფლეზია (Rafflesia arnoldii) მეტწილად Cissus-ის გვარის სახეობებზე პარაზიტობს. გვხვდება კუნძულ სუმატრაზე. მისი ყვავილის დიამეტრი 1 მ აღწევს, მასა 49-6 კგ. ლეშის სუნი აქვს. მწერებით იმტვერება. საქართველოში, ბიჭვინთის ფიჭვნარში, ამ ოჯახის მხოლოდ ერთადერთი სახეობა — ქვებლანდისა გვხვდება.

რაფლეზიის სხეული შედგება სოკოსებური ძაფებისგან. მათ არც ფესვები აქვთ, არც ღერო, არც ფოთლები. მათი სიცოცხლე მთლიანად დამოკიდებულია “სპონსორზე”, რომელიც მას საკვებსაც აძლევს და ფიზიკურ დასაყრდენსაც.

თავიდან “სპონსორის” ფესვებზე ან ღეროზე ჩნდება პატარა კვირტი – 21 თვეში ის იზრდება კომბოსტოს თავის ზომისა. შემდეგ ხდება “აფეთქება” და ჩნდება ეგზოტიკური სილამაზის ნიმუში, სწორედ ესაა რაფლეზია.

MaLli & Don MinDia : >

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close