საკითხავისასარგებლოსურათები

ოსვენციმი – სიკვდილის ბანაკი…

ოსვენციმი (აუშვიც-ბირკენაუ) წარმოადგენდა ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკთა კომპლექსს.მდებარეობდა პოლონეთის სამხრეთით ქალაქ ოსვენციმთან.

ოსვენციმი შედგებოდა სამი ბანაკისგან.მთავარ შესასვლელთან კი არის წარწერა “Arbeit macht frei”(“შრომა არის გზა თავისუფლებისკენ”).ეს ბანაკი არის მეორე მსოფლიო ომის სისასტიკისა და ებრაელთა გენოციდის(ჰოლოკოსტის) სახე.მეორე მსოფლიო ომის წლებში აქ დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი “საცდელ თაგვებად” აქციეს და სასტიკად აწამეს.

ბანაკში ჰყავდათ:

-ებრაელები;

-ბოშები;

-იეჰოვას მოწმეები:

-სამხედრო ტყვები;

-გერმანელი მოღალატეები;

-ჰომოსექსუალისტები.

1939 წელს ოსვენციმი დაიკავეს გერმანელმა ჯარისკაცებმა და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს.1940 წლის 20 მაისს უშუალოდ ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით იწყება საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა,ბანაკი შედგებოდა ყაზარმის ტიპის 2-3 სართულიანი კორპუსებისგან.

1940 წლის 14 ივნისს კი ბანაკში მიიყვანეს პირველი ტუსაღები-ესენი იყვნენ პოლონელი 728 პოლიტ-პატიმარი,ხოლო 2 წლის განმავლობაში კი ბანაკში უკვე 20000 ათასამდე ადამიანი დაატყვევეს.

ადგილები უკვე შეზღუდული იყო და დაიწყო ბანაკის გაფართოვება.

იქმნება კიდევ 2 ბანაკი,სადაც მილიონმადე ადამიანის დატყვევება იყო განზრახული და ამას გერმანული S.S_ის “ქოფაკები” წარმატებით ართმევდნენ თავს,ბანაკები ებრაელებით სავსე იყო და სწორედ მათზე ტყდებოდა ფაშისტთა “ჯოხი”.

ჰენრიხ ჰიმლერი

ოსვენციმის ბანაკს მართავდა კომენდანტი რუდოლფ ჰიოსი,რომელიც 1947 წელს ჩამოახრჩვეს.

1943 წელს კი იწყება სისასტიკის ეტაპი-სამდიცინო ექსპერიმენტები ტყვეებზე.ამისათვის ოსვენციმში გამოუშვეს სისასტიკით ცნობილი ექიმი,”სიკვდილის ანგელოზად” და “ექიმ-სიკვდილად” წოდებული იოზეფ მენგელე.

ბანაკში მდებარე ჰოსპიტალიდან რომელიც უფრო “სიკვდილის ოთახს” ჰგავდა ყოველდღიურად განწირული კივილის ხმები ისმოდა და ექსპერიმენტებს ეწირებოდა ათასობით ადამიანი.

ადამიანის სხეულში შეჰყავდათ სხვადასხვა ქიმიური ხსნარი და აკვირდებოდნენ რეაქციას,”პაციენტებს” ხელოვნურად აავადებდნენ მალარიით და სხვა მძიმე სენით და შემდეგ ცდიდნენ პრეპარატებს.ასევე ყველაზე ხშირი იყო მამაკაცთა კასტრაცია და ქალთა სტერილიზაცია.

ოსვენციმის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე კრემატორიუმი და გაზის კამერა.აქ დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი…

ეს ფოტო გადაღებულია გაზის კამერაში,კედლებზე მომაკვდავი ადამიანების მიერ გაკეთებული ნაკაწრებია.

ბანაკიდან გაქცევის ფაქტებიც მრავლდა იყო,მაგრამ გაქცევას “სიკვდილის კალოს” დატრიალება ახლდა თან,-როცა ბანაკიდან ვინმე გაიქცეოდა პასუხს ათასებს აგებინებდნენ.იყო შემთხვევა რომ გაიქცა 1 ადამიანი და ამის საპასუხოდ ფაშისტებმა ჯერ მისი ნათესავები დაატყვევეს და აწამეს,ხოლო შემდგომ კიდევ 600 ადამიანი.

ბანაკის ტყვეებს შორის საბჭოთა ტყვეებიც მრავლად იყვნენ,ისინ ხშირად აწყობდნენ აჯანყებას და პრობლემებს უქმნიდნენ მცველებს ამიტომ მათ საწინააღმდეგოდ ბანაკის ტერიტორიაზე ადამიანებზე დაგეშილი ძაღლების გამოყენება დაიწყეს.

1945 წელს გერმანალებეს საქმეები ცუდად წაუვიდათ და იძულებულნი გახდნენ უკან დახევა დაეწყოთ.ოსვენციმის შრომისუნარიანი ტყვეების ნაწილი (დაახლოებით 58 000 ადამიანი) ნაცისტებმა თან წაიყვანეს სხვა ბანაკებში განაწილების მიზნით.

ამავე წლის 27 იანვარს ოსვენციმში შედის საბჭოთა წითელი არმია,მათ იქ გამაოგნებელი სურათი ხვდებათ.ბანაკის სარდაფებში ნახეს 1 185 345 ცალი ბანაკის ტყვეთა კომბინიზონი,50 000 მდე წყვილი ფეხსაცმელი(გაზის კამერაში შესვლამდე ტყვეებს აშიშვლებდნენ,ხოლო ტანსაცმელს ინახავდნენ სხვა ტყვეთათვის);ასევე ნაწამებ ადამიანთა თავის ქალები(ერთ-ერთი ფაშისტი ჯალათი ებრაელთა თავის ქალების კოლექციას აგროვებდა)…

სიკვდილიანობა კატასტროფული იყო ოსვენციმის ბანაკში.არსებობს რამდენიმე მოსაზრება თუ რა მასშტაბის იყო სიკვდილიანობა-

1.ფრანგმა ისტორიკოსმა ჟორჟ ველერმა გამოაქვეყნა ნაშრომი სადაც მითითებულია,რომ ოსვენციმის “სიკვდილის” ბანაკებში მოკლეს 1,613 მილიონი ადამიანი,აქედან ებრაელი-1.44 მილიონი;პოლონელი-146 000.

2.პოლონელი ისტორიკოსი ფრანციშკ პიპერი შემდეგ ვერსიას აყენებს-

ებრაელი-1.1 მილიონი;

პოლონელი-140 000;

რუსი-100 000;

ბოშა-25 000.

1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი,ხოლო 1967 წელს კი აქ აღიმართა საერთაშორისო მონუმენტი,სადაც წარწერები იმ ენებზეა გაკეთებული რა ეროვნების ხალხიც შეეწირა ამ სასაკლაოს…

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close