საკითხავისასარგებლოუცნაური

დოგონები

ამ პოსტში საუბარია დოგონებზე- დედამიწის კოსმიური ცივილიზაციაზე

აფრიკაში, მალიში, ბანდიაგარას ზეგანზე, ძნელად მისადგომ რეგიონში ცხოვრობს დოგონთა ტომი. მათი საერთოდ რიცხვი დაახლოებით რვაასი ათასი ადამიანია. ეს ხალხი ერთი შეხედვით თითქმის არაფრით გამოირჩევა სხვა აფრიკული ხალხებისგან, თუმცა დოგონებს გააჩნიათ ისეთი რამ, რომელიც მათ გამოარჩევს არა მხოლოდ აფრიკული, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილშიც მოსახლე დაბალგანვითარებული ხალხისგან. ეს არის მათი ასტრონომიული ცოდნა და წარმოდგენა სამყაროს აგებულებასა და განვითარებაზე.

დოგონების ცოდნა რამდენადმე უახლოვდება მაიას ცივილიზაციის ასტრონომიულ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ მაია ზოგიერთ საკითხში გაცილებით უფრო მაღალ განვითარებულ საფეხურზე იდგა (მათ შორის ასტრონომიულ ცოდნაშიც), ვიდრე დღეს იმყოფება დოგონთა ტომი, თუმცა ზოგიერთ ასპექტში დოგონები გაცილებით შორს არიან წასულები და კოსმოსის ისეთ საიდუმლოებებზე საუბრობენ, რომლებთანაც არა მხოლოდ მაიას ქურუმებს, არამედ მათზე უახლოესი ტექნოლოგიებითა და უმძლავრესი ტელესკოპებით აღჭურვილ ასტრონომებსაც კი არა აქვთ წარმოდგენა. 1931 წლიდან 1952 წლამდე დოგონებს ფრანგი ანტროპოლოგები მარსელ გრიოლი და ჟერმენ დიტერმენი იკვლევდნენ. ფრანგი მეცნიერები პირველად შოკში ჩავარდნენ – დოგონები საუბრობდნენ არა მხოლოდ იმაზე, რაც მეცნიერებმა იცოდნენ, არამედ იმაზეც, რაც მეცნიერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მათ 1950 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს სტატია “სუდანის სირიუსის სისტემა”. ამ სტატიამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია მეცნიერთა წრეში.

რასაკვირველია ფრანგ მეცნიერებს მაშინვე დაუპირისპირდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დოგონები მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით ცის კაბადონზე დაკვირვებიდან მიღებული ცოდნა გააჩნდათ, თუმცა ეს ბევრმა ასტრონომმა მაშინვე უარყო, რადგან ბევრი ფაქტი ამტკიცებდა, რომ დოგონები ცის კაბადონზე დაკვირვებას არ აწარმოებდნენ – მათ უბრალოდ გააჩნდათ ცოდნა.
დოგონები იცოდნენ მზის სისტემის აგებულება, თუმცა მათ არ იცოდნენ მერკურის არსებობა, სამაგიეროდ ისინი ასახელებდნენ ვენერას ერთ თანამგზავრს, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

დოგონებმა იცოდნენ, რომ მთვარე “მშრალი და უნაყოფოა”, იცოდნენ იუპიტერის “მთვარეები”, თუმცა სულ ოთხ მათგანს ასახელებდნენ (იუპიტერს ისინი “დანა ტოლო”-ს უწოდებდნენ), იცოდნენ სატურნის გარშემო მბრუნავი “რგოლი”, რომ გალაკტიკა ირმის ნახტომი სპირალურად ვითარდება, რომ პლანეტები ელიფსურად ბრუნავენ და სხვა უამრავი ასტრონომიული მოვლენა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დოგონები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ვარსკვლავ სირიუსს. ისინი იყენებენ სამოცწლიანი კალენდარს, რომელიც სწორედ სირიუსის მოძრაობაზეა გათვლილი და სამოც წელში ერთხელ ზეიმობენ “სიგუის” დღესასწაულს, რომელიც სიმბოლურად “სამყაროს დაბადებასთან” არის დაკავშირებული.

დოგონების უძველესი ლეგენდით თანახმად, ისინი სწორედ სირიუსიდან არიან და მათი შორეული წინაპრები დედამიწაზე სირიუსზე მოსალოდნელ კოსმოსური კატასტროფის გამო გადმოსახლდნენ (დოგონები სიკვდილის წინ სიკვდილის ღმერთს – იუგულუს ევედრებიან, რათა მათი სულები ისევ სირიუსზე დააბრუნოს…დოგონების გადმოცემით სირიუსი სამმაგი ვარსკვლავია, თუმცა ასტრონომებმა იცოდნენ მხოლოდ ერთი. მას შემდეგ, რაც მეცნიერულ წრეებში გაჩნდა ინფორმაცია დოგონების და მათი ცოდნის შესახებ, ასტრონომებმა დაიწყეს მუდმივი დაკვირვება და ამ დაკვირვების შედეგად, სირიუსის შიგნით ორბიტაზე აღმოაჩინეს სირიუსის მეორე ვარსკვლავი, რომელსაც სირიუს-ბ უწოდეს (დოგონები ამ მეორე ვარსკვლავს “პო ტოლო”-ს უწოდებენ).

ასტრონომები სვავენ კითხვას, საიდან უნდა სცოდნოდათ დოგონებს სირიუს-ბ-ს შესახებ? მათ ხომ არავითარი ტელესკოპი არ გააჩნიათ. ამაზე ასტრონომები ერთიან აზრზე ვერ თანხმდებიან. დოგონები კიდევ უფრო შორს მიდიან და ასახელებენ სირიუსის მესამე ვარსკვლავსაც, რომელისაც “ემეი ია ტოლო”-ს უწოდებენ და მათი სიტყვებით ეს “ქალი-მზეა”. საიდან შეიძლება ჰქონდეთ დოგონებს ეს ცოდნა და სინამდვილეში ვინ არიან დოგონები, ძნელია ითქვას. თუმცა ფაქტია, რომ ეს ტომი საკმაოდ საინტერესოა, ხოლო მათი მითოლოგია და კოსმიური ცოდნა კი ყურადსაღები.

წყარო: zodiaqo.blogspot.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close