არქივი

წყევლა – მაწყევარისაა თუ დაწყევლილისა :)

8e6a3e1672c2

პირადი ცხოვრების სხვა და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე გადავწყვიტე მომეძიებინა ინფო წყევლაზე. ადამიანის ბოროტებას მართლა არ ჰქონია საზღვარი.

წყევლა – ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა – ასე ჟღერს წყევლის განმარტება რელიგიური კუთხით.
ზოგადად კი წყევლაზე ამის თქმა შეიძლება –
სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ალბათ, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა”. რა თქმა უნდა სხვა არის ღვთიური სიტყვა, და სხვა არის ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა, თუმცა სიტყვას საკუთარი ენერგია და სიხშირე გააჩნია, რომელიც ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მოქმედებს.
ადამიანის აზროვნებისა და საუბრის პროცესი ეს არის ენერგიის გამომუშავება და გადაცემა. ეს ენერგია ქმნის ე. წ. აზრ-ფორმას, ანუ აფირმაციას, როგორც მას ეზოთერიკაში უწოდებენ. თუ უფრო დავაზუსტებთ, აფირმაცია ეს არის მიზანმიმართული აზრ-ფორმაა, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის და მის გავლენას ბუმერანგის პრინციპით უკან იღებს, ანუ რასაც აგზავნის, იმასვე იღებს უკან. ადამიანი, რომელიც ლოცულობს, მისი დადებითი ენერგია მიდის კოსმოსში და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან უბრუნდება ამ ადამიანს და მის გარემოცვას. ლოცვა და არა მხოლოდ ლოცვა, არამედ წყევლაც განსაკუთრებით მაშინ მატერიალიზდება, როდესაც ის დიდი ემოციურ მუხტს შეიცავს. ადამიანში ემოციური სხეულის ცენტრი გულია. სწორედ ამიტომ, ლოცვა უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ, “გულით” და არა “ტვინით”, ანუ მხოლოდ გონებრივად, ემოციის გარეშე.
ასევეა წყევლა, როგორც აზრ-ფორმის მიზანმიმართული გავრცელებაა, ანუ ეს არის ნეგატიური აფირმაცია, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის იმ იმედით, რომ მისი წყევლა ასე ვთქვათ, მის მტერს, მოძულეს დააზიანებს. პრინციპში ეს ასეც ხდება. ძველ აღთქმაში, კონკრეტულად კი “სიბრძნე ზირაქისა” ვკითხულობთ: “ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი”. აქვე უნდა ვთქვათ, რომ წყევლა აზიანებს არა მხოლოდ იმ ადამიანის ბიოველის სტრუქტურებს, ვისკენაც არის მიმართული ეს წყევლა, არამედ ის მოქმედებს მასზეც, ვისიდანაც მოდის. ეს ქართულ ანდაზაშიც კარგად ჩანს, რომელიც ასე ჟღერს: “წყევლა – მაწყევარისაა”.
სხვათა შორის, ბევრ ქალს ჩვევად აქვს საკუთარი მეუღლის, შვილების და საერთოდ ადამიანების წყევლა. ეს უფრო გავრცელებულია საქართველოს რეგიონებში. ეს არის საკმაოდ ნეგატიური მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცრურწმენა, რომ დედის წყევლა შვილზე არ მოქმედებს, ეს ასე არ არის. წყევლა ეს არის ბოროტების ერთ-ერთი ფორმა. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება არსად არ ქრება. იგი ქვეცნობიერში მკვიდრდება და ადრე თუ გვიან გადმოიღვრება და თანაც მათზე, ვინც ჩვენს გვერდით არის და ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს.

ელ იენ
პ.ს. იმედია, ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი მაინც კარგდ იქნება :)

წყარო – zodiaqo.blogspot.com

corpse bride

gamacocxles da ....

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button