საკითხავისასარგებლოუცნაური

ფობიები

540ea93a514a

ამ პოსტში არის 3 საინტერესო სტატია ფობიებთან დაკავშირებით და ვისაც ეს თემა აინტერესებს სრულიადში…

აშშ-ში მხარს უჭერენ აკვიატებულ მდგომარეობათა მკურნალობას ტვინის ელექტროსტიმულაციის გზით

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა აკვიატებულ მდგომარეობათა ტვინის ელექტროსტიმულირებით მკურნალობას. აკვიატებული მდგომარეობები ფსიქიკური დარღვევაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ უჩნდება აკვიატებული აზრები ან შიშები (აკვიატებული იდეები). ის ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს მღელვარების გამომწვევ აზრებს ასევე აკვიატებული და დამღლელი ქმედებების დახმარებით. ფირმა Medtronic-ის მიერ წარმოებული ელექტრომასტიმულირებელი მოწყობილობა Reclaim Deep Brain Stimulator შედგება ელექტრული იმპულსების გენერატორისგან, რომელიც გულმკერდზე, კანქვეშ “მონტაჟდება” და მასთან გამტარებით მიერთებული ელექტროდებისგან, რომლებიც თავსდება განწყობასა და შფოთვაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებში. განუწყვეტლივ წარმოქმნილი ელექტრული იმპულსები ამ უბნებს ასტიმულირებენ, რაც აკვიატებული მდგომარეობის დათრგუნვას იწვევს. ტვინის ელექტროსტიმულაცია ჯერჯერობით ნებადართულია მათთვის, ვისაც არ შველის მკურნალობის ტრადიციული მეთოდები. ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ელექტროსტიმულაცია მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად უნდა განხორციელდეს.

edd284da6164

სად იბადება ნევროზები და ფობიები

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის უბნები, რომლებიც სერიოზული შედეგების გამომწვევ შეცდომებზე რეაგირებს. მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, ამ უბნების აღმოჩენამ ხელი შეუწყოს ობსესიურ-ფობიური დარღვევებისა და ნევროზების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას. კვლევაში 12 ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. მათ მისცეს სხვადასხვა ამოცანა, რომელთათვისაც პასუხი მოკლე ხანში უნდა გაეცათ. ზოგიერთი ამოცანის ამოხსნისთვის მათ ფულადი ჯილდო ეძლეოდათ, ხოლო არასწორი პასუხისთვის იმავე ოდენობის თანხით ჯარიმდებოდნენ. დავალების შესრულებისას თავის ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით კონტროლდებოდა. არასწორი პასუხის დროს თავის ტვინის ერთ-ერთ უბანზე აღინიშნებოდა აღგზნება. ანალოგიური აღგზნება შეიმჩნეოდა სწორი პასუხის შემთხვევაში, ასევე – იმ ამოცანის სწორად ამოხსნისას, რომელიც ფულადი პრემიით არ იყო გამყარებული. გამოკვლევის შედეგების თანახმად, ავადმყოფებს, რომელთაც ობსესიურ-ფობიური დარღვევები აღენიშნებათ, თავის ტვინის სწორედ ეს უბანი აქვთ მუდმივად აღგზნებული. ასეთი პაციენტები უმნიშვნელო ცხოვრებისეულ სიტუაციებზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ და მიდრეკილები არიან არამოტივირებული შიშის, განგაშისა და დეპრესიისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პირებს უმნიშვნელო ცხოვრებისეული ჩავარდნების დროს თავის ტვინის ის უბნები უაქტიურდებათ, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებს, ჩვეულებრივ, მხოლოდ სერიოზული შეცდომის ჩადენისას აღეგზნებათ. მართალია, კვლევის შედეგები პრაქტიკაში ჯერ არ გამოიყენება, მაგრამ შემდგომი კვლევები ამ მიმართულებით შესაძლოა საფუძვლად დაედოს ამ და სხვა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის უფრო ეფექტურ მეთოდებს.

eeae78a246b2

სამეცნიერო აღმოჩენა ფობიების განკურნების იმედს იძლევა

ამერიკელმა მეცნიერებმა ფობიების უმედიკამენტოდ განკურნების ახლი მეთოდი შეიმუშავეს: მათ ტვინში მოგონებათა რეარქივაციის პროცესზე მოახდინეს ზემოქმედება და ამ გზით შიშის ბლოკირება შეძლეს. ჩვეულებრივ, ფსიქოთერაპევტები ფობიებს დაავადებულისთვის შიშის ობიექტის დემონსტრირების გზით მკურნალობენ. ნიუიორკელ მეცნიერთა ჯგუფი კიდევ უფრო შორს წავიდა: მათ გამოსაკვლევ პირებს აიძულეს გაეხსენებინათ, რასთან იყო ასოცირებული მათი შიში, მერე კი თავის ტვინში მოგონებათა არქივაციის პროცესზე დაიწყეს ზემოქმედება. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მთავარია, მოგონების ტვინში ჩანერგვისთანავე მოხდეს მასზე ზემოქმედება და იმგვარი რედაქტირება, ადამიანმა გააცნობიეროს, რომ საფრთხე აღარ ემუქრება. ექსპერიმენტის მონაწილეებს ფერადი სურათების თვალიერებისას ელექტროშოკით “უმასპინძლდებოდნენ”. შემდეგ კი იმავე სურათებს დენის დარტყმის გარეშე აჩვენებდნენ. ერთი წლის შემდეგ ექსპერიმენტის მეორე ეტაპი ჩატარდა. გაირკვა, რომ მათ, ვისი “რედაქტირებაც” მოგონებების ფიქსირებიდან 6 საათზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, სურათების მიმართ შიში შენარჩუნებული ჰქონდათ, ხოლო მათ, ვისაც “რედაქტირება” უფრო ადრე ჩაუტარდა – არა. ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ ჩვენს მეხსიერებაში რჩება არა თავად მოვლენა, არამედ ის, თუ როგორ მოგვაგონდა იგი ბოლოს.

წყარო: mkurnali.ge

e44b0a7a2cc7

მსგავსი ამბები

Back to top button