გართობა

მეფე და პრინცესა – გამოცანა

e9cb61a8e09a

ერთ დღეს მეფემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი თავისი ქალიშვილი მოხუცი ვეზირისთვის მიეთხოვებინა. პრინცესამ ეს რომ გაიგო, ტირილი დაიწყო და ჭამაზე უარი განაცხადა. რამოდენიმე დღის შემდეგ შეწუხებულ მეფეს გული ცოტა მოულბა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ქუდში  ჩადებდა ერთ თეთრ და ერთ შავ ქვას. თუ ქალიშვილი თეთრს ამოიღებდა, უნდა დამორჩილებოდა მამის სურვილს. თუ შავი კენჭი შეხვდებოდა, თვითონ აირჩევდა საქმროს. სამი დღის შემდეგ, მეფე, პრინცესა და ვეზირი სასახლის წინ მდებარე პატარა შავი და თეთრი ქვებით მოფენილ ეზოში შეიკრიბნენ. მეფემ ვეზირს სთხოვა, ორი ქვა აეღო და ქუდში ჩაეგდო. პრინცესამ დაინახა თუ როგორ ჩააგდო ვეზირმა ქუდში ორი თეთრი ქვა. თავიდან იფიქრა, ამის შესახებ ხმამაღლა ვიტყვიო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გადაიფიქრა. მან აიღო ქუდიდან კენჭი და…

რამოდენიმე წუთის შემდეგ მეფემ გადაწყვიტა, რომ პრინცესას თვითონ უნდა გაეკეთებინა არჩევანი. რა გააკეთა პრინცესამ?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button