არქივი

გართულებები ჰიპნოზის დროს

977a52c473eb

გართულებებზე საუბრისას უნდა გაირჩეს ჰიპნოზით და ჰიპნოზის მდგომარეობაში გაკეთებული შთაგონებით გამოწვეული გართულებები.

ბევრი ფსიქოთერაპევტი აღნიშნავს, რომ თუ ჰიპნოტიზაცია სწორედ ჩატარდა, თვით ჰიპნოზი სავსებით უსაფრთხოა. ჰიპნოზიზაციას, ისევე როგორც ნებისმიერი სამკურნალო პროცესს, შეიძლება ახლდეს გართულებები.

სეანსის დროს რაპორტის დაკარგვა. (რაპორტი – (ფრანგ. რაპპორტ – კავშირი, შეტყობინება) ჰიპნოზიორის სიტყვიერი კონტაქტი პაციენტთან, რომელიც იმყოფება ჰიპნოზის მდგომარეობაში.წყარო:სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი) ეს შეიძლება მოხდეს და, როგორც წესი, ჰიპნოტური ძილი გადადის ბუნებრივში. ჰიპნოტიზიორი ან წყვეტს სეანს, ან აღვიძებს პაციენტს და ჰიპნოტიზაციას იწყებს თავიდან. ეს გართულება ხშირად გვხვდება ავადმყოფებთან რომლებიც დაავადებულნი არიან მაგალიტად ქრონიკული ალკოჰოლიზმით.

7d3687d0bb07

სპონტანური კატარსისი. გამორიცხული არ არის, რომ თვალსაჩინო მიზეზით ან პიპნოტიზიორის გაუბედაობის შედეგად ჰიპნოტიზირებული სცილდება შთაგონების ფარგლებს, ამოატივტივებს მატრამვირებელ სიტუაციას და მძაფრ ემოციურ რეაქციას იძლევა მასზე. ეს რეაქცია უნდა აღიკვეთოს პირდაპირი ბრძანებით და გაკეთდეს შთაგონება, რომ ჰიპნოტიზირებული აგრძელებს წყნარ ძილს.

ისტერიული ჰიპნოიდი. სეანსის დროს შეიძლება პაციენტს დაეწყოს ისტერიული გულყრა ტიპიური შეკივლებებით, ქვითინით ან ხარხარით. მან შეიძლება დაიწყოს დაუკავშირებელი ფრაზების ან ლექსების წარმოთქმა, ან წამოდგეს, წასვლა სცადოს და ა.შ. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს სეანსი და უნდა დაამშვიდონ პაციენტი. დამშვიდებისთვის ექიმმა მიზანშეწონილია, გამოიყენოს ტრანკვილიზატორები, ვალერიანის წვეთები თუ სხვა საშუალებები.

5fc9517603d5

სპონტანური სომნამბულიზმი აღმოცენდება, უმეტესად, ისევ ისტერიულ პიროვნებებთან. იგი იწყება რაპორტის დაკარგვით. პაციენტი სპონტანურად ვარდება სომნამბულურ მდგომარეობაში, რომელშიც გარემოში ორიენტაციას სავსებით კარგავს, ხედავს ჰალუცინაციებს, იწყებს სიარულს, რეალური ან წარმოსახული სიტუაციების გათამაშებას. ისტერიული სომნამბულისთვის დამახასიათებელია თეატრალობა და კონტაქტის ნაწილობრივი დაკარგვა. ეპილეფტური გენეზისის სომნამბულას ახასიათებს კანტაქტის სრული დაკარგვა და ტოტალური ამნეზია. რაპორტის დაკარგვა ექიმს აღარ აძლევს პაციენტზე ზემოქმედების საშუალებას. საჭიროა ჰინოთერაპევტი შევიდეს პაციენტის წარმოსახულ სიტუაციაში და აღადგინოს რაპორტი ამ სიტუაციის მონაწილის როლში შესვლით. შემდეგ სპონტანური სომნმბულიზმი უნდა იყოს გადაყვანილი მართვადში. სპონტანური სომნამბულობა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათამდე. შემდეგ ეს მდგომარეობა გადავა ბუნებრივ ძილში.

ჰიპნოტური ლეთარგია (ლეთარგია [ბერძ. ლēთრგია თეთრი] – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და მისთ.; შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს (ქართული ხალხური სახელწოდება: სანათას (საღათას) ძილი). წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი) იწყება იმით, რომ თერაპევტი კარგავს პაციენტთან რაპორტს და შეუძლებელი ხდება მისი გამოყვანა ჰიპნოზიდან. ამ შემთხვევაში ჰიპნოტიზიორმა უნდა დაუცადოს, სანამ ჰიპნოტური ძილი გადავა ბუნებრივში და მისცეს მას გამოძინების საშუალება. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ლეთარგიული ძილი შეიძლება გახანგრძლივდეს რამოდენიმე დღემდე ან თვემდე, თუ პიროვნებაში დევს ამის მიდრეკილება. (ლეთარგია ლეთარგია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სიცოცხლის ყველა გამოვლინების შესუსტებით (მოძრაობის შეზღუდვა, ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გარე გამღიზიანებელზე რეაქციის შესუსტება ან არარსებობა); როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე. – ძილის მსგავსი ავადმყოფური მდგომარეობა. ლეთარგიის დროს ცნობიერება შენარჩუნებულია, ავადმყოფი აღიქვამს ყველაფერს, მაგრამ არაფერზე არ რეაგირებს.

წყარო: სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი).

db95da219955

მსგავსი ამბები

Back to top button