გასართობისაკითხავისასარგებლო

Radiohead___გენიალური მუსიკა და დიდი პარანოია

0f8d1d843f5a
ბევრი საინტერესო რამ ჯგუფის შესახებ… 

რედიოჰედი (ინგლRadioheadინგლისური როკ ჯგუფია, რომელიც 1986 წელს ოქსფორდშირში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ჯგუფს ერქვა „On A Friday“. მისი შემადგენლობა შექმნიდან დღემდე არ შეცვლილა: ტომ იორკი (ვოკალიპიანინორიტმ გიტარა), ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა,მუსიკალური კვალიატურა), ედ ო’ბრაიენი (გიტარაბექ ვოკალი), კოლინ გრინვუდი (ბასისინთეზატორები) და ფილ სელუეი (დრამი).

1992 წელს ჯგუფმა, 80-იანი წლების ისეთი ალტერნატიული როკ ჯგუფების გავლენით, როგორებიცაა R.E.M.Pixies და Sonic Youth, გამოუშვა პირველი სინგლი „Creep“. ეს იყო მათი სადებიუტო ალბომი „Pablo Honey“-ის (1993) ერთ-ერთი სიმღერის მოულოდნელი გაჰიტება, რის გამოც რედიოჰედს „ერთჰიტიანი საოცრება“ შეარქვეს. მეორე ალბომით, „The bends“, ჯგუფმა მიაღწია კრიტიკოსების მოწონებას დიდ ბრიტანეთში; ამ პერიოდში მან შეიძინა ახალი ფანებიც, რაც დამუხტული გიტარის ატმოსფეროსა და ტომ იორკის ფალცეტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. რედიოჰედის მესამე ალბომი, „Ok Computer“ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა; შთამბეჭდავი ხმოვანებითა და გაუცხოების თემებით ეს ალბომი, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი ნამუშევარია.

წინააღმდეგობრივი და არაორდინალური ალბომებით, „Kid A“ (2000) და „Amnesiac“ (2001), რედიოჰედმა პოპულარობის პიკს მიაღწია. თუმცა ჯგუფის მუსიკალური ორიენტაცია რამდენადმე შეიცვალა, მოექცა რა ელექტრონული მუსიკის, ექსპერიმენტული ჯაზისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის (Aphex TwinAutechreჩარლზ მინგესიოლივიე მესიე) გავლენის ქვეშ. ჯგუფის ერთ-ერთი უკანასკნელი ალბომი, „Hail to the Thief“ (2003), კრიტიკოსებმა ასევე დადებითად შეაფასეს. მასში თავმოყრილია ადრეული ნამუშევრების ყველა ასპექტი; გიტარის, ელექტრონიკისა და ლირიზმის არაორდინალური სინთეზით.

რედიოჰედს ხშირად თავისი დროის ყველაზე კრეატიულ ჯგუფს უწოდებენ. მათ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება. დიდია მისი გავლენა სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებზე. ჯგუფმა სტუდია EMI-სთან თანამშრომლობის მიუხედავად, პოლიტიკური და მუსიკალური დამოუკიდებლობა მაინც შეინარჩუნა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის ახალი ალბომი სახელწოდებით „In Rainbows“ 2008 წლის 10 ოქტომბერს გამოვიდა. 2008 წლის ბოლოსთვის ჯგუფს სულ გაყიდული ჰქონდა 30 მილიონი ალბომი.

რედიოჰედის ნამუშევრები მსმენელთა გამოკითხვებისა და კრიტიკოსთა მრავალგზის ფავორიტია. მაგალითისთვის, 2005 წელს როლინგ სტოუნის “ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა” სიაში რედიოჰედი რანგით 73-ე იყო. თუმცა ბენდის გვიანდელი ალბომები მათ აუდიტორიას მნიშვნელოვნად ავრცელებს, მათი ადრეული ხმები ალბომებში The Bends და OK Computer ბრიტანეთის როკ-მუსიკაში ყველაზე გავლენიანად რჩება.

5c615a2f9c84

Ok Computer

Airbag
Paranoid Android
Subterranean Homesick Alien
Exit Music (For A Film)
Let Down
Karma Police
Fitter Happier
Electioneering
Climbing up the Walls
No Surprises
Lucky
The Tourist

გამოსვლილს თარიღი: 1997 წელი, 17 ივნისი.
პროდუსერი : Nigel Godrich
ალბომის გარეკანის დიზაინი ეკუთვნის Stanley Donwood-ს

1996 წელს ოქსფორდშირის სარეპეტიციო სტუდიაში რედიოჰედი ნაიჯელ გოდრიჩის არანჟირებით ახალ ალბომზე მუშაობს. მისივე ხელმძღვანელობით ჯგუფმა 140 000 $ ღირებულების სტუდიური აპარატურა შეიძინა. თუმცა მანამდე ბევრი სიმღერა იქნა მასშტაბურ კონცერტებზე შესრულებული, რითაც რედიოჰედი საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ ისწრაფვოდა, მიმართავდა რა სიმღერების ცოცხალი შერულებით დახვეწას (მაგალითად ალანის მორისეტის კონცერტის გახსნაზე შესრულებული ტრეკები). თავად ტომ იორკის თქმით, ყოველმა კონცერტმა უდიდესი გამოცდილება მოუტანა ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრს – თავად სიმღერების სტრუქტურა მოითხოვდა მათგან სხვადასხვა აკუსტიკის დარბაზებში გამოცდას. ალბომის დანარჩენი ნაწილი მსახიობ ჯეინ სეიმურის XV საუკუნით დათარიღებულ სახლში ჩაიწერა, სადაც საოცრად მშვიდი გარემო სუფევდა მუსიკის შესაქმნელად. ჯგუფი მთელ დღეებს მხოლოდ ჩაწერას ანდომებდა. სიმღერები სხვადასხვა ოთახებში იწერებოდა, დაუსრუებლად იხვეწებოდა თითოეული აკორდი. ჯგუფის წევრები შთაგონებისთვის ”ბითლზს”, დიჯეი შედოუს, ენიო მორიკონეს და მაილს დევისს უსმენდნენ. აქ არაფერი კეთდებოდა ძალდატანებით – თავად ბიჭებს მოსწონდათ იზოლირებული გარემო, რაც მხოლოდ საკუთარ ხელოვნებასთან სიახლოვის მიზეზით იყო განპირობებული. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა კარგად დაახასიათა ალბომზე მუშაობის პროცესი – ყველანი ერთ ასაკში იყვნენ და თითოეული მათგანი გრძნობა თუ როგორ გადიოდა მათი შემოქმედება გარდამტეხ პერიოდს მათივე თანაცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ედ ო’ბრაიანის სიტყვებით, ყველაზე დიდი სტრესი ალბომის დასრულება აღმოჩნდა – როდესაც ყველა შიშმა შეიპყრო თუ როგორ შეხვდებოდნენ მათს მკვეთრად გამოხატულ ინოვაციურ სტილს. წამყვან სინგლად რედიოჰდმა ”Paranoid Android” აირჩია, რომელიც ექვსწუთ-ნახევარს გრძელდება (ყველაზე გრძელი სიმღერა ჯგუფის კარიერაში). სიმღერამ #3 ადგილს მიაღწია ბრიტანეთის ჩარტში, თუმცა თავისი ხანგრძლივობის გამო პოპულარობით ვერ სარგებლობდა რადიო სადგურებში. შემდგომმა სინგლებმაც ”Karma Police” და ”No Surprises” ბრიტანეთის ჩარტის საუკეთესო ათეულში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს. წლის ბოლოს ალბომის ჩაწერა დასრულდა, ხოლო 1997 წლის მარტისთვის ყველაფერი წესრიგში იქნა მოყვანილი. ალბომი OK Computer მელოდიურ როკ-სიმღერებს მოიცვას, რასაც უჩვეულო მუსიკალური ელემენტები ერთვის თან. სიმღერის სტრუქტურის ექსპერიმენტული მიმართულება ელექტრონიკასა და თანდართულ ხმაურში ჰპოვებს გამოხატულებას. ეს უცნაურად მიმზიდველი მუსიკა, იორკის თქმით, ყოველ დღე განუწყვეტლად დაურბოდა თავში მას და მის მეგობრებს. შემდეგ კი, მორიკონეს ელექტრონული და პენდერეკის კლასიკური შემოქმედების გავლენით, ინტრუმეტებზე ცდილობდნენ ”აკვიატებული ჟღერადობის” გადმოცემას. ალბომში შესული ყოველი სიმღერა იმდენად განსხვავდება ერთამეთისგან რომ თვალნათელ მაგალითს ქმნის, თუ რა განსხვავებულ ასპექტში შეიძლება წარმოჩინდეს ტომ იორკის ვოკალი. მრავალფეროვნებას ერთი საერთო შტრიხიც აერთიანებს – აქ შესული ტრეკების ლირიკა, რომელიც ორიგინალაურობითა და სიღრმით გამოირჩევა. განყენებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების გარდა ტექსტებში არის პოლიტიკური და სოციალური მოწოდებების ხაზიც რომელიც, კრიტიკოსთა შეფასებით, იმდროინდელი ბრიტანეთისადმი შესაბამის გზავნილებს აჟღერებდა. განსაკუთრებით კი ”Fitter Happier”, რომელიც კომპიუტერული ხმით გადმოცემული 90-იანი წლების სლოგანების კრებულია. იორკის თქმით ალბომის ლირიკაზე უამრავმა ხელოვანმა იქონია გავლენა დაწყებული ”ბითლზის” სიმღერიდან ”Happiness Is a Warm Gun” დამათავრებული შექსპირის პოეზიით, რომელიც შთამაგონებელი აღმოჩნდა ფილმის ”რომეო+ჯულიეტა” საუნდრეკისთვის ”Exit Music”. ასევე ”Paranoid Android”, რომელიც სამი ცალკეული სიმღერის ერთობლიობას წარმოადგენს, საკმაოდ კარგად ასახავს ”ბითლზის” და ”ქუინის” გავლენას. ტომ იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობისას გატარებულმა წლებმა თავისებური ასახვა ჰპოვეს ტრეკზე ”Climbing up the Walls”, რომელიც თავად ჯგუფის წევრების აღიარებით შემაძრწუნებელი და ამაღელვებელია. ალბომის ყდაზე მოთავსებული წარწერები კი სწორედ ისაა, რისი გადმოცემაც ბოლომდე ვერ მოხერხდა თავად ალბომში. რაც შეეხება თავად სათაურს, ის იაპონური ფირების მაღაზიიდან წამოვიდა, სადაც პატარა ბავშვმა ხმამაღლა წამოიძახა ok computer! – ფრაზა, რომელიც იქ მყოფმა ხალხმა აიტაცა. თავდაპირველად სათაური სიმღერისთვის იყო მოფიქრებული, რომელიც შემდეგ ბისაიდის სახით წარმოდგინდა ”Palo Alto”. როდესაც ახალი ალბომის შინაარსზე ტომ იორკს შეეკითხნენ, მან ასეთი პასუხი გასცა: ”ეს უფრო იმათზეა, ვისაც იმას ასაღებენ რისი ყიდვაც არ უნდა და იმათზეც ვინც მეგობრულად გიღიმის რათა რაიმე იყიდო მისგან. დიახ, ეს ზუსტად ამას ნიშნავს ჩემთვის”. OK Computer გამოსვლის შემდეგ რედიოჰედი პირველად მოექცა ბრიტანეთის ჩარტის სათავეში, რამაც თავის მხრივ, კომერციული მოგება მოუტანა ჯგუფს მსოფლიო ბაზარზე. აშ.შ.-ში სადაც OK Computer #21 გახდა, გაიყიდა 1.9 მილიონი დისკი. ალბომმა პირველად მიიღო გრემი აშ.შ-ში, დასახელდა რა საუკეთესო ალტერნატიულ ალბომად, ასევე ნომინირებულ იქნა ”წლის ალბომზე”. იორკმა აღიარა რომ ის მართლაც მოიხიბლა OK Computer შთამბეჭდავი წარმატებით – ”რაც ყველაზე მეტად მაგიჟებდა, ის იყო, რომ ხალხი სწორად იღებდა იმ სტრუქტურას, ხმას თუ ატომსფეროს, რომლის შექმნასაც ჩვენ ასე ვცდილობდით”.
ალბომის ბოლო ტრეკი – ” Airbag/How Am I Driving?” ჯგუფის გულშემატკივართა შეფასებით გარკვეულ ხიდს წარმოადგენს პროგრესიულ ალტერნატიულ როკსა და ელექტრონულ მუსიკას შორის.

ტომ იორკი: ”ახალი ალბომი ეხება რეალობისგან თავის დაღწევის პრობლემას. ხუთჯერ მაინც უნდა მოუსმინოთ, რომ გაიგოთ რაზეა იგი.არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ჩვენი ”კომერციული თვითმკვლელობა” , იმიტომ რომ OKc არ არის პოპ ალბომი. მასში საერთოდ ვერ იპოვით სიმღერებს სიყვარულის შესახებ და საერთოდაც, მე არ ვარ დაბადებული იმისთვის, რომ რაღაც უაზრო სასიყვარულო სიმღერები ვწერო. თუმცა ”Lucky” შეიძლება ასეთად ჩაითვალოს”.


639cc6e08e35

Kid A – ერთი ძველი მოგონება

რადიკალურად იწყება ჯგუფის სრულყოფილი მეოთხე ალბომი.უნდა ითქვას, რომ იმ დროისათვის, როდესაც რედიოჰედმა ეს უცნაური დისკი გამოუშვა, არავის ეგონა, რომ იგი კიდევ რამე განსხვავებულს მიაღწევდა OK Computer-ის შემდეგ.Everything in its Right Place, გვარწმუნებს ბატონი იორკი ნაცნობი ნერვიული ხმით.დაუჯერეთ ბატონო, ყველაფერი იქ არის, სადაც უნდა იყოს, ასე რომ მშვიდად მოეწყვეთ და ენდეთ ამ ალბომის ლაიტმოტივს, რომელიც გამოიხატება უფრო მეტ პარანოიაში, ვიდრე წინა ალბომში იყო.დისკის კოსმიური ენერგიის მოზღვავება პირველივე ჰანგებიდან იგრძნობა.იორკი არ იღლება, გამუდმებით იმეორებს ერთ და იგივე ფრაზას, რათა ხაზი გაუსვას ალბომის არაორდინალ მიმართულებას.
განეწყვეთ?კეთილი, განვაგრძოთ მოგზაურობა.აქ ოდნავ გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ დღემდე მიდის კამათი იმაზე, არის თუ არა KID A კონცეფტუალური ალბომი.სიუჟეტი თითქოს და გაურკვეველია, არა? ყდაზე მოცემული სურათები არ გვაძლევენ კონკრეტულ წარმოდგენას ალბომის სიუჟეტზე, თუმცა უსასრულო სივრცე, რომელიც მოცემულია ყდაზე გიგანტური მთების სახით, აძლიერებს შეგრძნებას და ძალაუნებურად, თუკი ჰაერში გაფანტულ ტომის ექოს მთლიანად შეიგრძნობთ, თავს ამოყოფთ ამ ყინულოვან უდაბნოში.
ზემოთქმულის შემდეგ დავუბრუნდები ალბომს.მისი მეორე ტრეკია თავად Kid A (სხვათა შორის, მეტად შთამბეჭდავი იყო მისი ცოცხალი შესრულება).საიდანღაც ამოყვინთავს იდუმალი ზარის ხმა, შემდეგ ეს უცნაური ელექტრონული ფონი, რომელიც დახტის კარდიოგრამის მსგავსად, ალაგ-ალაგ საცეკვაო ფონს ქმნის, მაგრამ ეს ფონი მოჩვენებითია.მახსოვს, ერთხელ ამას ვუსმენდი პლეიერით, ვიდექი გარეთ, სიცივეში და როდესაც ავიხედე ცაში, ბავშვის ტირილმა თითქოს და სადღაც ამაფრინა.ფინალური აკორდი იკარგება სივრცეში, უცნაური ხმა, თითქოს და ტელევიზორის გადართვის ხმაურს მოგაგონებს და ორიგინალური სოლო ბასზე (სხვათა შორის, მას ტომი ასრულებს) სიმღერიდან The National Anthem გაანგრევს კედელს.შეიძლება ითქვას, შოუს შემდეგი ფაზა დაიწყო.რა თქმა უნდა, ბასის გარდა, პირველი, რაც გეცემა ყურში, ეს არის არანორმალური კაკოფონია საყვირებზე, რომელიც ყველა მხრიდან გაწვება.მაგრამ როგორი ჰარმონიული კაკოფონიაა.ახლა კი უკვე ყველაფერი გეჩვენება იდეალურად.არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ალბომს უკვე გრძნობ და შეხვედი ავტორის სამყაროში.
სევდიანი ბალადა How to Disappear Completely.ტომი ტრადიციული მანერით, დაუღალავად განიცდის რაღაცას და რჩება თანამედროვე როკში ერთ-ერთ ექსპრესიულ ვოკალად.თავისუფალი მოძრაობა სინტეზატორის კლავიშებზე უკანა ფონზე კიდევ ერთხელ ქმნის კოსმოსის ატმოსფეროს.
და მაშინ, როდესაც გგონია, რომ რაღაც ლოგიკური დასასრული მოვიდა, სრულიად მოულოდნელი Treefingers, რომელიც დისკის ფსიქოდელიურ გარემოს ამძაფრებს.ფრთხილად იყავით, მეგობრებო არ დაიკარგოთ ამ უცნაურ მორევში.ინსტრუმენტული იმპროვიზაციის ხუთწუთიანი ვერსიაც არსებობს.რაც შეეხება ინსტრუმენტს, არც მეტი, არც ნაკლები – ეს კომპოზიცია აწყობილია ედ ო ბრაიანის გიტარით!როგორც ედმა ახსნა, იგი 10 წუთის განმავლობაში უკრავდა გიტარაზე, ტომმა კი ეს ჩაიწერა და შემდეგ თავისი პროგრამით-სემპლერით აურია.ნამდვილი შემოქმედები!
Optimistic – დისკის, შეიძლება ითქვას მეორე ნაწილი, იხსნება ტომის ზუზუნით დასარტყამის ფონზე (რომელიც ოდნავ სამგლოვიარო მარშის ხასიათს ატარებს), ბოლოს კი არანორმალური აჩქარება, სრული თავისუფლება სტუდიაში, გეგონება სიმღერა არ მოეწონათ და სხვა დასასრული ვერ მოუძებნესო.
In Limbo – ოდნავ აგრძელებს წინა თემას, კვლავ დახვეწილი სოლოები ფონად, კვლავ ზღაპრული სიცარიელე – მარტო შენ და ისინი, თავისი ინსტრუმენტებით, რომლებიც არაამქვეყნიურ ჰანგებს გამოსცემენ.
Idioteque – მოემზადეთ, ახლა დაიქოქება!კომენტარები, თითქოს და ზედმეტია.ელექტრონული შეშლილი ბიტები, იორკი, რომელიც ამქვეყნიურობას უკვე ბოლომდე მოწყდა (და როგორ შეიძლება, ნამდვილმა ხელოვანმა ამქვეყნიურად იაზროვნოს?).არსებობს ამ სიმღერის ერთი პრომო-ვიდეო, სადაც ვიდეოკამერა შეშლილად ურტყამს წრეებს ტომს სტუდიაში, რაც კარგად ეწყობა ტრეკის რითმს და პარანოიდულ ლირიკას.
Morning Bell – არსებობს ორი ვერსია, მეორე მოხვდა შემდეგ ალბომზე Amnesiac.პირველი კი უფრო ახლოს არის OK Computer-ის ჟღერადობასთან.
Motion Picture Soundtrack – დილის ზართან ერთად სრულდება ყველაფერი.რატომ ეწოდა ამ ტრეკს Motion Picture Soundtrack, დღემდე არ არის ცნობილი (თუმცა, სიმღერაში ნახსენებია Motion Picture) იქნებ და ჯგუფი განგებ უსვამდა ხაზს იმას, რომ კომპოზიცია აშკარად გამოდგებოდა რომელიმე ფილმში?
ფინალური აკორდების ფონზე გირჩევთ ამოიღოთ კარადაში გადამალული ფრთები, დაიმაგროთ და გაფრინდეთ.ტომი საბოლოოდ გარწმუნებთ – They fed us on little white lies.მაშ, რა გვესაქმება ტყუილით სავსე სამყაროში?ჩავირთოთ ეს დისკი ხოლმე, ვუსმინოთ და დავივიწყოთ, სად ვიმყოფებით.მით უმეტეს, რომ მუსიკა აქ სწორედ ისეთია, ფონად რომ ვერ გამოიყენებ.ამას უბრალოდ უნდა უსმინო.და თუკი პარანოია ნამდვილი შემოქმედის თანამგზავრია, პირველი, ვინც გვახსენდება ამ სიტყვებზე, ტომი და მისი, რჩეული მუსიკოსებისგან შემდგარი კოლექტივია.
სუსტ მხარეს ალბომში ვერ ვხედავ.ერთადერთი სურვილი იქნება, 5.1 აუდიოში გადაყვანილი ვერსია გამოსცენ.. :)..
2d5e181e5566


და ესეც ამ ჯგუფის მამოძრავებელი, გენიალური ტომ იორკი და მასზე მცირე ინფორმაცია….

თომას ”ტომ” ედვარდ იორკი (ინგლ. Thomas Edward Yorke დაიბადა 1968 წლის 7 ოქტომბერს, ველინბურგში, ინგლისი) რედიოჰედის წამყვანი ვოკალისტი.

ადრეული წლები

ტომ იორკის ცხოვრება დაბადებიდანვე ტრაგედიით დაიწყო. მას ხუთი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუხდა ადრეულ ასაკში, რათა მარცხენა პარალიზებული თვალის კორექტირება მომხდარიყო, რაც დეფექტად დაჰყვა მას. მომღერლის განცხადებით, ბოლო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, რამაც მხედველობა თითქმის დაუკარგა მარცხენა თვალში; მართალია ხელოვნური კუნთის ჩასმის შემდეგ იორკმა თვალი გაახილა, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი დარჩა (ქუთუთოს დაბლა დაწევის გამო მისი მარცხენა თვალი ვიწროდ მოჩანს).

ტომის მამა ქიმიური დანადგარების გამყიდველი იყო, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა. საბოლოოდ, იორკები ოქსფორდშირში დასახლდნენ. შვიდი წლის ტომს პირველი გიტარა აჩუქეს და მანაც ჯგუფის Queen გიტარისტ ბრაიან მეის საშემსრულებლო სტილით შთაგონებულმა როკ-ჯგუფის შექმნა განიზრახა. ათი წლის ასაკში იგი პირველად შეუერთდა ჯგუფს ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში – ადგილას სადაც იგი მომავალი რედიოჰედის წევრებს – ედ ო’ბრაიანს, ფილ სელუეის, კოლინ გრინვუდსა და მის უმცროს ძმას – ჯონის შეხვდა.

ჯგუფს, რომელსაც On A Friday დაარქვეს (სახელწოდება დაკავშირებულია კვირის იმ ერთადერთ დღესთან როდესაც ბიჭებს სკოლის მუსიკალურ დარბაზში რეპეტიციის უფლება ჰქონდათ) მათივე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ტერენს გილმორ-ჯეიმსი აძლევდა სტიმულს. იორკის თქმით, სკოლის აუტანელი გარემოს გავლენისგან მხოლოდ მუსიკალური განყოფილება იცავდა, რომელშიც არაერთი საათი გაუტარებიათ მომავალი რედიოჰედის წევრებს დაუღალავ რეპეტიციებსა და ვარჯიშში. დასაწყისში ტომი მხოლოდ გიტარას უკავდა და კომპოზიტორობაში ხელოვნდებოდა. ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლისას (ოქსფორდი), სახვითი ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე, იორკი პარალელურად დიჯეიდ მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც რამოდენიმე ჯგუფთან ერთად დუეტშიც უკრავდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მეორე კურსზე იგი პირველად გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას და აქვე შეხვდა ჯგუფის მომავალ დიზაინერს სტენლი დონვუდს. სტენლისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას იორკი ხშირად ხმარობს მეტსახელებს (მაგ:. ”თეთრი შოკოლადის ფერმა” და ”თჩოკი”). წლების შემდეგ იორკმა სწორედ დონვუდთან ერთად მოიპვა გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის.

19 წლის ასაკში იორკი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. თავად ტომი უვნებლად დარჩა, მისმა მეგობარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება იორკის ფობია მანქანების მიმართ, რაც ცხადად ჩანს სიმღერებში ”Airbag”, ”Killer Cars” და ”Stupid Car”. ჯგუფი On A Friday 1991 წელს განახლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაფანტულმა წევრებმა სწავლების კურსი დაასრულეს, რის შედეგადაც ჯგუფის სახელწოდება შეცვალეს � Radiohead და ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

რედიოჰედში

რედიოჰედს პირველი წარმატება სიმღერამ ”Creep” მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, ”Creep” ექსეტერის უნივერისტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად რედიოჰედი დაჩრდილა. ტომი გრძნობდა როგორ ჰიტდებოდა მისი შექმნილი სიმღერა, მაგრამ გრძნობდა იმასაც, რომ ამით არაფერი ემატებოდა რედიოჰედს პროფესიული თვალსაზრისით. ეს განწყობა მან კარგად გამოხატა შემდგომ ალბომში The Bends სადაც სიმღერების შინაარსი ყოველგვარი სიყალბის გარეშე ასახავს გარემოს, რომელშიც რედიოჰედს უწევდა ცხოვრება. იორკი თანდათან უახლოვდებოდა საზოგადო თემებს, რაც კარგი წინაპირობა იყო იმისთვის რომ უფრო მეტი ყურადღებით მოპყრობოდნენ მისი ჯგუფის შემოქმედებას.

1997 წელს ჩაწერილმა ალბომმა OK Computer მასმედიის თითქმის ყველა საშუალების ყურადღება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა რომ OK Computer-მა ჯგუფი მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა, მანვე დააჩქარა დეპრესია, რომელიც პოპოულარობის შედეგად დაეუფლა ტომ იორკს. დერპრესიის კლინიკური ნიშნები კარგად წარმოჩნდა რედიოჰედზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ”Meeting People Is Easy”. იორკმა ბევრ ინტერვიუში აღნიშნა, თუ როგორ სძულდა ის ”მითიური” სტატუსი, რომელიც სტერეოტიპად დაჰყვებოდა ყველა როკ-მომღერალს – მასზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა მედიის მომაბეზრებელი ინტერესი სხვადასხვა სახის შოუს, იგივე დადგმული სპექტაკლის მიმართ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული რედიოჰედის ყოველი წევრი გრძნობდა თუ როგორ ხდებოდა საზოგადოებისთვის მათი პიროვნება გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე მათს მიერ შექმნილი ხელოვნება; და რაც ყველაზე მეტად იყო სამწუხარო – ისინი იძულებული იყვნენ იმ გარემოში ეცხოვრათ, რომელსაც ყველაზე დიდი ზიზღით აკრიტიკებდნენ.

დაგროვილმა პროტესტის გრძნობამ სტილის რადიკალურად შეცვლისკენ უბიძგა იორკს თავისივე მეგობრებთან ერთად, რაც შემდგომში ალბომების Kid A და Amnesiac (2000-2001) სახით წარმოუდგა მუსიკალურ სამყაროს. ხელოვნების საზღვრების გაფართოებამ, რაც ელექრონიკის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის სინთეზში გამოიხატა, კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა რედიოჰედს. თუმცა-ღა მათს გვერდით იყვენენ ისინიც, ვინც რედიოჰედის ადერეულ სტილს იწონებდა და ალტერნატიული/ბრიტპოპ მიმართულებისკენ მოუწოდებდა საყვარელ ჯგუფს, ისევე როგორც ბრიტანული ბენდები Coldplay, Travis და Muse აკეთებდნენ. იორკი დღემდე არავის უგდებს ყურს და მხოლოდ თავისი პრინციპებით მოქმედებს. მისი იდეოლოგია და ის დამახასიათებელი ასპექტები, რომლებიც პერიოდულად თანსდევენ , ყოველთვის კვალს ტოვებს რედიოჰედის განვითარების თითოეულ ეტაპზე. თავად ჯგუფის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთ ხელოვნებასთან ერთად იზრდებოდნენ; იორკმაც ცხოვრებისეული გამოცდილების დიდი ნაწილი სწორედ სტუდიური სესიებისა და ცოცხალი კონცერტების მსვლელობისას მიიღო. შედეგად, ბოლო ალბომში Hail to the Thief მომღერალი უკვე იმ შეშფოთებას ასახავს, რაც თავისი შვილების მომავალთან დაკავშირებით აწუხებს. ეს ნამუშევარი დღემდე ვერ იშორებს იარლიყს, რომელიც მას ბუშის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტომმა ბევრჯერ უარყო ალბომის პოლიტიკური სარჩული.

იორკი ირწმუნება, რომ მას არასოდეს მოუსმენია რედიოჰედის ალბომებისთვის ჩაწერის შემდეგ: ”მათს მოსმენას მხოლოდ მაშინ გავბედავ როცა ნორმალურ სამყაროში ვიცხოვრებთ. მე მეშინია მათი. მირჩევნია რაღაც ახალი გავაკეთო და შემდეგ დავივიწყო ის, რათა სხვა სიახლის შექმნა დავიწყო.”

ტომ იორკის სოლო-ალბომი The Eraser (2006 წლის ივლისი), რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი გახლდათ, გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე: ”არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ, რაც ყველაფერ ამ ბლა ბლა ბლას გამოიწვევს… ყველაფერი მათი [რედიოჰედის წევრების] ნება-სურვილით მოხდა” The Eraser-მა #3 ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. ა.შ.შ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა – #9. ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც ”წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.”

მუსიკალური ხედვა

ტომ იორკის ვოკალურ მახასიათებლებში მისი მაღალი ფალცეტია აღსანიშნავი, რაც ყველაზე კარგად გამოხატულია სიმღერებში ”Fake Plastic Trees”, ”Paranoid Android” და ”’Like Spinning Plates”; ასევე მისი უნარი აიღოს მაღალი აკორდები (”Creep”, ”Exit Music (For a Film)” ”Let Down”). ალბომის The Bends ჩაწერაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯეფ ბაკლის კონცერტმა, რომლის ხილვის შემდეგ წარმოქმნილმა შთაბეჭდილებამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა ტრეკში ”Fake Plastic Trees”. მიუხედავად ამისა, იორკი თავის ხმას ლამაზად სულაც არ მიიჩნევს და ამბობს რომ მისი ვოკალი ”საოცრად დამჟავებულია”. ცოცხალი კონცერტების დროს ხშირად მიმართავს სხვადასხვა სტილს – ტრეკის ”Paranoid Android” შუა ნაწილი, სადაც ბოლო ხმაზე გაჰყვირის, ასევე ნახევრად-მოლაპარაკე ხმა სიმღერებში ”Myxomatosis” და ”A Wolf at the Door”. იორკის საშემსრულებლო სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი სიტყვების ”ჩაყლაპვაა”, რაც ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის ლირიკის გაგებას. ალბომებს Kid A და Amnesiac არ დართვიათ ოფიციალური სასიმღერო ტექსტი – ეს მსმენელის ფანტაზიას გასაქანს აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოიდგინოს მათში შესული სიმღერები.

იორკი მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ელექტრო გიტარას, აკუსტიკურ გიტარას და პიანინოს იყენებს; ასევე შეუსრულებია დოლისა და ბას-გიტარის პარტიები. ტომმა, ისევე როგორც რედიოჰედის წევრთა უმრავლესობამ, ნოტების კითხვა არ იცის. მისი თქმით, ნებისმიერი ცდა, ნოტებით დაეკრა, სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა მისთვის. მას არაერთხელ ირონიულად მოუხსენებია საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობა პიანინოსა და გიტარზე – ”რომ იცოდეთ რა საცოდავად ვუკრავ პიანინოზე. სულ ტომ უეითსის სიტყვები მახსენდება, თუ როგორ თქვა მრავალი წლის წინ

Meeting People Is Easy

მიყვარს მუსიკალური ფილმები; სხვადასხვა ჯგუფების შესახებ. ”Hard Day’s Night, Spinal Tap, The Song Remains the Same,” და ა.შ. მომწონს კლიპები ”სცენის მიღმა”, ალბომებთან ერთად რომ უშვებენ ხოლმე ჯგუფები, როგორებიც არიან Pearl Jam და Ben Folds Five. მაგრამ იმ ფილმებიდან, რაც კი როკ ვარსკვლავებზე ყოფილა შექმნილი და რაც მე მინახვას, არაფერი შეედრება იმას, რაც რედიოჰედზეა გადაღებული.

რედიოჰედის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, სანამ ალბომს OK Computer არ მოვუსმინე. მომწონდა მათი”რადიო” სიმღერები და მათს პირველ ორ ალბომსაც შევეგუე რაღაცნაირად. მაგრამ OK Computer… 60-იანების ხალხს დავესესხები და ვიტყვი რომ ამ ალბომმა ჭკუიდან შემშალა. ეს უფრო ფილმის (ან კოშმარის) ყურებას უდრის, რეჟისორმა გრანტ ჯიმაც ალბათ ყველაფერი კარგად დაინახა, რადგან სწორედ OK Computer უზარმაზარი გასტროლების შემდეგ გამოვიდა ეს ლამაზი და, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელი ფილმი რედიოჰედზე.

ფილმი ძირითადად დოკუმენტურ მასალას ასახავს, რომელიც ჯგუფის 1997-1998 წლების მსოფლიო ტურნეს ეკუთვნის. უცანურად, ჩამუქებულ, შავ-თეთრ ფერებში გვიჩვენებს ჯი საკონცერტო ჩანაწერებს, კულისების სკეჩებს, იმ სარეკლამო ”რამეებს”, რასაც ჯგუფი აკეთებს, მზის ქვეშ გადაღებულ ინტერვიუებს. საუნდეკად OK Computer სიმღერებს იყენებს სხვადასხვა კომპოზიციებთან ერთად (გამოშვებულს თუ ბი-საიდს), პრესის ამონაჭრებით და გზაზე გადაღებული მარტოობის სურათებით, კი ცდილობს ნათლად დაგვიხატოს ის ცხოვრება, რაც რედიოჰედს გზაზე აქვს გატარებული.

როგორც ვთქვი, ეს ფილმი რაღაცნაირად ”შემაშინებელია”, რადგან გვიჩვენებს, რა შეიძლება დაემართოს მორცხვ ინგლისელ ბიჭებს, რომლებიც მუსიკის შექმნისას მედიის სათამაშოებად გადაიქცევიან. ალბომმა OK Computer ჩარტები კრიტიკული შეფასებებით დაიპყრო, რასაც საერთოდ არ მოელოდა ჯგუფი. ვოკალისტი/გიტარისტი Thom Yorke – ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს: “ჩვენთვის რაღაც მომხიბვლელია ის ფაქტი რომ ნებისმიერი მოვლენა ამერიკაში უფრო მაღალ პლანზე დგას. მაგრამ ეს ნამდვილი სიდამპლეა. მართლა დიდი სიგიჟე.”

რედიოჰედის ბიჭები პატარა ლეკვებს უფრო გვანან, რომლებიც პატრონს შემოელახნენ, ვიდრე სუპერვარსკვლავ მომღერლებს. ისინი კი მორცხვობენ, განზე დგებიან, იბნევიან და ვერც იმას იყვარებენ რადაც უნდა გარდაიქმნან. ერთ-ერთ სცენაში ჯი აჩვენებს, თუ როგორ ზის იორკი ნიუ იორკის სასტუმროში და როგორ აწერს ფანჯრის მინას ”მე აქ არ ვარ და სინამდვილეში არაფერიც არ ხდება”. ამის შემდეგ ფართო ხედით აჩვენებს მწერს, რომელიც ფანჯრის მინაზე მიცოცავს, მის ზემოთ კი ნიუ იორკ სიტის პანორამაა გაშლილი. გვერდით სევდიან მუსიკაც მოისმის.

შესძლებ დაადანაშაულო იმისთვის რასაც გრძნობენ? ისინი ხომ ისე არ იქცევიან როგორც დიდი როკ ვარსკვლავები. აქ არც სასტუმროს ოთახებს ლეწავენ, არც ნარკოტიკები, არც მეძავები. აქ უბრალოდ 5 მარტოსული ბიჭია, რომლებსაც მხოლოდ ის უნდათ თავიანთი ხელოვნებით შექმნილ მუსიკაში რაც შეიძლება თავისუფლად იგრძნონ თავი. თუმცა, ფილმში მათი უარყოფითი თვისებებიცაა ნაჩვენები. მაგალითად, როცა იორკი და კომპანია ”მისაღები ენით” იწერენ ფირს NME მუსიკალური დაჯილდოვებისთვის; აქ იორკი ბედნიერია თავისი იქ ყოფნით, მაგრამ უცბად გაცხარდება და ამტკიცევს, რომ მისი ხმა ”სულელურად” ისმის და ითხოვს მის მაგივრად ჯგუფის სხვა რომელიმე წევრი ჩაწერონ. ჯგუფის დანარჩენი ოთხი წევრი, რომლებსაც, ბუნებრივია, არ ეუცხოებათ იორკის ბავშვური გამოხტომები, არწმუნებენ რომ ყველაფერი კარგად გამოუვიდა და უხერხულად მისჩერებიან იატაკს.

ფილმის დიდი ნაწილი იორკზეა კონცენტრიტრებული, რომელიც გჯუფში ყველაზე ღირსშესანიშნავი (და ამავე დროს საინტერესო ფსიქიკის მქონე) პიროვნებაა. მასთან შედარებით ერთგვარი კონტრასტია ოპტიმისტი კოლინ გრინვუდი და ედ ო’ბრაიანი. გიტარისტი/კლავიატორი, უმცროსი ძმა ჯონი გრინვუდი ძნელად თუ შეიმჩნევა, დრამერი ფილ სელუეი კი ორ სიტყვაზე მეტს არ ამბობს.

ერთ ნაწილში ჯონი გრინვუდს აჩვენებენ, თუ როგორ ართმევენ სატელეფონო ინტერვიუს სასტუმროს ნომერში. ის გამუდმებით გაღიზიანებული ჩანს და ინტერვიუს ყურმილის გათიშვით ამთავრებს. შემდეგ კი კითხულობს ”ტომიც სულ ცხოვრებას ემდურის არა?” მე კი აქ გავიფიქრე ”აი ეხლა დაიწყებაა”.

გგონიათ ინგლისში ყველას უყვარს Radiohead? ერთ-ერთი წამყვანი BBCSky არხზე სასწაული “No Surprises” კლიპის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს – ”და აი მუსიკაც, რომლითაც შეგიძლიათ ცოტათი მაინც გაერთოთ”. კლიპის ყურებისას, კი მისი მეწყვილე ოხუნჯობს – ”აი ეს ნაწილი მოგეწონება. კინაღამ იხრჩობა”. ღმერთო ჩემო, რა დაემართა იმ დახვეწილ ბრიტანულს?

”No Surprises” ჩანაწერი BBCSky -ს ეთერში ჩერდება. თუ გახსოვთ, კლიპი ახლო ხედით წარმოადგენს აკვალანგიან იორკს, რომელიც ნელ-ნელა ივსება წყლით. ხალხნო, ის მართლა იკრავს სუნთქვას. სადღაც წავიკითხე, რომ მხოლოდ წუთ-ნახევრით შეეძლო სუნთქვის შეკავება, კლიპში კი 55 წამის განმავლობაში მოუწია ამის გაკეთება. ფილმში ნაჩვენებია, რამდენიმე მომენტი, სადაც კინაღამ დაეხრჩოთ ტომი კლიპის გადაღებისას, ნაჩვენებია თუ როგორ უშვებენ სახელურს, თუ როგორ მძიმედ სუნთქავს და თუ როგორ ეძებს ჰაერს. რას არ გააკეთებს ადამიანი ხელოვნებისთვის.

ამ 90 წუთის განმავლობაში კარგად შეიგრძნობ თუ რას ნიშნავს სერიოზული მუსიკოსის სახელის დამკვიდრებისთვის ბრძოლა ამ გიჟურ მოვლენათა სამყაროში. თუ როგორ ქვითინებენ იაპონელი გოგონები, როცა ჯონი არწმუნებს რომ, ”მინიმუმ ორ წელიწადში დაბრუნდება”. თუ როგორ გადის იორკი ფოტოსესიას, როცა შუქის ნაკადი I მსოფლიო ომივით ბომბავს მას. ერთ სცენაში იორკი თითქმის სასოწარკვეთილებაშია და ამბობს ”ეს ნაგავია. დაპალი ნაგავი, ჯონი!” ეს კონფლიქტის სახე კრავს ფილმის ძირითად ფაბულას. თქვენ თუ იცით, რას ნიშნავს როცა თქვენი ცხოვრება ფილმის სცენარს ემსგავსება?

Meeting People is Easy-ზე ყველაფრს ვერ მოგიყვებით, რადგან მართლა ძალიან მინდა რომ ყველამ იყიდოს ეს ფილმი. ან იქირავოს. ან მოიპაროს. ან რაღაც მაინც გააკეთოს. ნახეთ ეს ფილმი და კარგად დაინახავთ რას ვუკეთებთ მუსიკას დღევანდელ მსოფლიოში და თავად მუსიკა რას უკეთებს საკუთარ თავს.

”მალე ფულის მოცემას დაგიწყებენ”, ამბობს იორკი ‘შენ კი ამ ფულს მიიღებ და ამ ცხოვრების სტილსსაც შეეჩვევი, შემდეგ კი უკვე აღარც გარისკავ, რადგან მიხვდები რომ მათ კვერცხებით ყავხარ დაჭერილი.”

”ჰო, ზუსტად ასე დაგიჭერენ.”

წყარო:  ka.wikipedia.org და www.radiohead.ge

p.s. ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია და ამ ყველაფერს თუ წაიკითხავთ ვთვლი რო თქვენც რაგაც სიმპატია გაგიჩნდებათ ჯგუფისადმი,

მართლაც რომ გენიალურია …. მთავარია მოკალათდეთ წყნარად ჩართოთ მუსიკა და სხვა არაფერი უსმინოთ ….

მსგავსი ამბები

Back to top button