არქივი

როცა მამა ხდება დედა

11cc97c2cf3b
ეს ყველაფერი იყო 2009 წელს, ორი ქალი ცხოვრობდა ერთად, როგორც წყვილი, ზრდიდნენ შვილებს.
Rene da Chloe Prince-ს ჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდათ, ორი ბავშვი ჰყავდათ, Logan და Barry, 7,5 და 6 წლის ბიჭები, მაგრამ ეს არ არის დედების ერთი ტიპიური ისტორია.
საქმე ისაა, რომ ორივე ბავშვი მათი საერთო შვილია, დღევანდელი სახელით Chloe, წარსულში კი Ted, მამაკაცი გახლდათ. ის წარსულში ტრანსსექსუალი გახლდათ, რომელმაც ოცნება აიხდინა და სრულყოფილი ქალი გახდა.
0f68ce2e77f8
ასე გამოიყურებოდა ბავშვობაში
ოპერაცია მან 2008 წლის მაისში გაიკეთა ტაილანდში. Chloe ამბობს, რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა როცა სკოლელ გოგონებს უყურებდა, შურდა, რომ არ ჰქონდა მათნაირი თმა და ტანსაცმელი. ტედი მოზრდილობის დროს უკვე ჩუმად იცვამდა ქალის ტანსაცმელს და თავს გოგოდ წარმოიდგენდა ხოლმე.
8705d17bea60
თინეიჯერობის პერიოდის ფოტო
როცა ტედი 20 წლის გახდამ გაიცნო რენე. ისინი 3 კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და შემდეგ ცოლობაც სთხოვა ქალს. ტედი ამბობს, რომ რენე შეუყვარდა, თუმცა როცა ეს დედამისმა გაიგო, მაშინვე შეეკითხა იცოდა თუ არა საცოლემ მისი ტრანსსექსუალობის შესახებ. ტედიც ადგა და სანამ დაქორწინდებოდა საცოლეს თავისი კაბები აჩვენა, რენეს გაუკვირდა და თქვა კარგი კაბებიაო, მაგრამ როცა საქმრომ უთხრა, ეს ყველა კაბა ჩემიაო, ქალს სავარაუდოდ თვალები შუბლზე აუვიდა და გაკვირვების ოხვრაღა აღმოხდა. თუმცა ქორწინებაზე მაინც არ თქვა უარი. გადაიხადეს პატარა ქორწილი და ერთი თვის შემდეგ რენე უკვე ფეხმძიმედ იყო.
cb0ecdec71a3
ცოლ-ქმარი

ერთ დღეს ტედს ფუტკარმა უკბინა და რადგანაც ძალიან ალერგიული იყო,საავადმყოფოში წაიყვანეს, სისხლის ანალიზის გაკეთების შემდეგ ექიმებმა მოულოდნელი შეკითხვა დაუსვეს, ჰკითხეს სჭირდა თუ არა Klinefelter’s syndrome- დაავადება ასეთი სახელწოდებით, მაგრამ ტედს ამის შესახებ არაფერი გაეგო, სიმართლეს ფარდა აეხადა, ეს სინდრომი იყო ქრომოსომათა ანომალია, ნორმალურ მამაკაცს აქვს XY ქრომოსომა, ქალს კი XX ქრომოსომა, მაგრამ ყოველ 500 ახალშობილში ერთი იბადება ისეთი ბიჭი, რომელსაც აქვს XXY ქრომოსომა, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ტედი და ამან განაპირობა მისი ქალური მიდრეკილებები.

0efff436e84c
ტედი ამ სურათში მამაკაცურია, მაგრამ სამაგიეროდ სტილს იცვლის ცოტა მოგვიანებით და ხდება ასეთი

ee7338fe8f33

ტედი ამბობს, რომ მას უნდოდა, ბოლოს და ბოლოს დამსგავსებოდა საკუთარ თავს, ანუ გამხდარიყო ქალი. ამ სინდრომის აღმოჩენიდან 4 წლის შემდეგ მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი და დაირქვა Chloe.
რენეს რა თქმა უნდა ცუდი რეაქცია ჰქონდა, ტიროდა, ეხვეწებოდა თავის ქმარს ნუ იზამდა ამას, ბავშვებს ხომ მამა სჭირდებოდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.
რენე: თქვენს წინაშე ტედი ისეთია, როგორც სრულყოფილი ქალი, თქვენ წარმოდგენაც გიჭირთ, რომ ის კაცი იყო. მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირადაა, მე ისევ ვხედავ მის თვალებს, მისი ხმა კვლავ მესმის და ეს ძალიან ძნელია. მენატრება ქმართან ერთად სადმე წასვლა, ის დრო, როცა ერთად დავდიოდით წვეულებებზე, მინდა მის გვერდით დავჯდე და ვაკოცო ხოლმე, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია.

Chloe: ის საწოლში გვერდზე მიწევს და მინდა, რომ კვლავ მოვეხვიო, ვაკოცო, როცა შუქი ჩამქვრალია, ის ამბობს, რომ კვლავ თავისი ტედის ხმა ესმის და რომ, მე კვლავ ისეთი სურნელი მაქვს, მაგრამ შემდეგ ამბობს, რომ ის ლესბოსელი არაა.

საინტერესოა რას ფიქრობენ ბავშვები თავიანთ დედებზე, მათ იციან, რომ წილად ხვდათ გამორჩეულ ოჯახში ცხოვრება. ბარი ამბობს, რომ მამას სხეულში შიგნით გოგო ჰყავდა და შემდეგ გაიკეთა ოპერაცია, რომ გოგო გარეთაც გამოეყვანა.
ბიჭებს უყვართ სკოლა და ვიდეო თამაშები, თითქოს ჩვეულებრივი ბავშვობა აქვთ, მაგრამ გარე სამყაროს წყალობით ხშირად ცუდ მდგომარეობაში არიან მამის საქციელის გამო.

ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ გამოიყურება ტედი ახლა, ქალის როლში : ))
73c45974abb7

9a0d3a8a0dee

cf324128d2c9

e4d2df6428ae

dd9fa686f04c

2c8f96ce2d05

8d0940804933

74c7df13fe30

9c554dd88495

5ad6d9c0be29

4bb0a519814c

ae44347c8e1f

aafbce7d9be4
ტედი და თავისი ყოფილი ცოლი, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.

ამ ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუ

ჩვენს მთავარ გმირს საკუთარი საიტიც აქვს ბმული

მსგავსი ამბები

Back to top button