ისრაელის ქალაქ მოდინის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მამაკაცი მივიდა, რომელსაც თან ჰქონდა ამერიკული დოლარებით სავსე ტომარა.
როგორც NEWSru Israel იტყობინება, მამაკაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ტომარა იერუსალიმის ცენტრში იპოვა და აღნიშნულ ადგილზე გარკვეული დროის განავლობაში იცადა, მან იფიქრა, რომ ფული ვიღაცას შემთხვევით დარჩა. როდესაც მიხვდა, რომ ფულს არავინ მოაკითხავდა, მამაკაცი შინ წავიდა, ნაპოვნი ფული გადათვალა (როგორც ადგილობრივი პრესა წერს, საუბარია ასობით ათას დოლარზე) და პოლიციაში მიიტანა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა ფულის პატრონის ძებნა დაიწყეს. თუ აღმოჩნდება, რომ ფული მოპარული არ არის და მისი მფლობელი სამი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება პოლიციის განყოფილებაში, ფული პატიოსანი ებრაელის საკუთრება გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქების სიგელით დააჯილდოვებენ. მამაკაცის ვინაობა მისივე თხოვნით არ ხმაურდება. :god: :yvavili: :wtf:
ჩვენში დარჩეს და რა დარტყმული უნდა იყო?!
წყარო:AMBEBI.GE