უცნაური სიმსივნეები (+16)
8 უცნაური და საშინელი სიმსივნე
პოსტში განთავსებული სურათების გამო 16 წლამდე პირთა შემოსვლა არაა რეკომენდებული
1. ადამიანი სახის გარეშე
51 წლის პორტუგალიელ მამაკაცს, სახელად ჯოსს, უცნაური დაავადება სჭირს. მისმა პირმა, ენამ, ტუჩემა, ლოყებმა ზრდა დაიწყო და სახეზე უზარმაზარი, 15 სმ-იანი სიმსივნე გამოეზარდა. ამის შედეგად მას დაემსხვრა კბილები, მარჯვენა თვალში კი მთლიანად დაკარგა მხედველობა. ეს დაავადება მას 11 წლიდან სჭირს, 16 წლიდან კი სწრაფად დაიწყო განვითარება. იმის გამო რომ დედამისი იეჰოვას მოწმეა, უარი სტკიცა ექიმებს ოპერაციის გაკეთებაზე, რადგან მისი მრწამსი სისხლის გადასხმას კრძალავს. ექიმებს ისღა დარჩენიათ, ნელ-ნელა, მცირე ნაწილებით მოაშორონ სიმსივნე, რათა ჯოსმა სხვებივით სრულფასოვნად იცხოვროს.
2. 20 კგ-იანი სიმსივნე სახეზე
ჩინელ მამაკაცს ჰუანგ ჩუნჩაის გენეტიკური დარღვევა ჰქონდა, რის გამოც მას სახეზე 20 კგ-იანი სიმსივნე ჰქონდა. მას “ჩინელი ადამიანი-სპილო” შეარქვეს. 2007 წელს მან მიაკითხა გუანჯოუს ექიმებს ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. რამდნეიმე ოპერაციის შედეგად მას მოშორდა 15 კგ, 2008 წლისთვის კი მას მხოლოდ 4.5 კგ ჰქონდა დარჩენილი. მის შესახებ გადაიღეს ფილმი სახელწოდებით “მე ადამიანი-სპილო ვარ”.
3. 15 კგ-იანი სიმსივნე კისერზე
60 წლის ჩინელი მამაკაცი ჰუანგ ლიქიანი 17 წლის განმავლობაში ატარებდა ზედმეტ 15 კგ-ს კისრით. 1990 წელს მან შენიშნა, რომ მისი კისერი ზომაში იმატებდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც ასეთი შედეგი მიიღო. 2007 წელს მას ოპერაცია ჩაუტარდა და სიმსივნე მოაშორეს.
4. 70 კგ-იანი ფეხი
29 წლის ჩინელ ჩენ ზონგტაოს 2 წლიდან ეზრდება ფეხი. მას ჭირს ნევროფიბრომა – ნერვის ბოჭკოვანი სიმსივნე, რომლის დროსაც ნერვის შემადგენელი ნაწილების შემაერთებელი ქსოვილები მრავლდება. ჯერჯერობით უცნობია, ექიმებს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ.
5. სიმსივნე ტუჩზე
8 წლის გოგონას დასავლეთ ჩინეთიდან, გაო ან-ნის, ტუჩზე სიმსივნე აქვს. სამწუხაროდ, სიღარიბის გამო გოგონას განკურნება ვერ ხერხდება. როდესაც მამამისმა ოპერაციების ფასი გაიგო,თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა საავადმყოფოდან :(
6. სიმსივნე სახეზე
ვიეტნამელ გოგონას ლაი ტი დაოს ნიკაპთან 4.5 კგ-იანი სიმსივნე ჰქონდა. ამის გამო მას ძალიან უჭირდა ჭამა, ლაპარაკი, სიარული, ბალანსის დაცვა. 2008 წელს მაიამის უნივერსიტეტის პროფესიონალმა ქირურგებმა 10 საათიანი ოპერაციის შედეგად ის განკურნეს.
7. მორიგი სიმსივნე სახეზე
ფუონგი 27 წლის მამაკაცია, რომელსაც 7 წლიდან სახეზე სიმსივნე ეზრდება და ამის გამო დეფორმაციას განიცდის. ის ვერ ხედავს მარცხენა თვალით და არ ესმის მარცხენა ყურში. ოპერაცია სამჯერ გაიკეთა, თუმცა უშედეგოდ – დაავადება მაინც არ ნებდება. ამჟამად წამყვანი ექიმები უარს ამბობენ ოპერაციის ცატარებაზე, რადგან შიშობენ რომ ამას შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულება მოყვეს.
8. ჩანტალ სებირის სიმსივნე
პენსიონერი, ყოფილი მასწავლებელი, ფრანგი ჩანტალ სებირი იტანჯებოდა ესთეზიონეირობლასტომით. ეს დიაგნოზი მას 2000 წელს დაუსვეს. ესთეზიონეირობლასტომა არის იშვიათი დაავადება, რომლის 200-მდე შემთხვევაა აღწერილი. სებირმა უარი ტქვა ქირურგიულ ჩარევებზე, რადგან შიშობდა რომ ამით დიდ რისკზე მიდიოდა. 2008 წლის 19 მარტს ის მკვდარი იპოვეს სახლში, ანალიზმა დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ჭარბი დოზით ფსიქოტროპული საშუალებების მიღება იყო.