საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე უაზრო სამეცნიერო ექსპერიმენტები

aab74ac9c54d

სამეცნიერო ექსპერიმენტები, ნებისმიერი სფეროსთვის უმნიშნვნელოვანესია. რა თქმა უნდა მაშინ, თუ ამ კვლევას აქვს მიზანი და შედეგის მომტანია

ef581ecade45

1962 წლის აგვისტოს ოკლაჰომა სიტის ზოოპარკის “ლინკოლნ პარკის” დირექტორმა, უორენ ტომასმა, უზარმაზარ სპილოს სანადირო თოფიდან ჰალუცინოგენი “LSD”- თი გაჟღენთილი ტყვია ესროლა., რომელიც ცხოველის სისხლს წამიერად შეერია. აღსანიშნავია, რომ სპილოს სისხლში მოხვედრილი ნივთიერება 3 ათასჯერ აღემატებოდა დოზას, რომლის მიღებაც ადამიანისთვის დასაშვებია. ჰოდა, შედეგმა დიდხანს არ დააყოვნა და გადარეულმა და გავეშებულმა ვოლიერში სირბილი დაიწყო, რამდენიმე წუთში კი უსულოდ დაენარცხა მიწას. უორენ ტომასი და მისი კოლეგები ირწმუნებოდნენ, რომ მათი თვითმიზანს ცხოველის მოკვლა არ წარმოადგენდა. მათ თურმე სურდათ გაეგოთ, სპილოებში დაფიქსირებული უცნაური სინდრომი, უკიდურესი აგრესიულობა ხომ არ იყო პრეპარატ “LSD”-ს მიღებით გამოწვეული. საიდან მოიპოვებდნენ ჰალუცინოგენს სპილოები, თუ მას თავად ზოოპარკის თანამშრომლები არ გაუკეთებდნენ, ვაი მეცნიერები ამაზე არც დაფიქრებულან. დასკვნაში კი ჩაწერეს: “დიახ, სპილოების მიერ გამოვლენილი უცნაური სინდრომი სწორედ “LSD”-ს ბრალია.

c87adf3035bb

ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული ექსპერიმენტის ავტორად რუსი ქირურგი, ვლადიმირ დემიხოვი სახელდება, რომელმაც 1954 საზოგადებას ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილი ორთავიანი ძაღლი წარუდგინა: პატარა “ცერბერის” თავი და წინა თათები მოზრდილი ნაგაზის კისერზე იყო გადატანილი. ჟურნალისტები, რომლებმაც მეცნიერის ეს საზიზღარი ქმნილება იხილეს, ყვებოდნნ, რომ ძაღლის კისრიდან რძე წვეთავდა, ზოგჯერ კი თავები ერთმანეთს უყეფდნენ. ნაგაზი ლეკვისგან გათავისუფლებას ცდილობდა, ეს უკანასკნელი კი პასუხად მწარედ იკბინებოდა. ჰიბრიდმა 6 დღე იცოცხლა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში კი დემიხოვი და მისი კოლეგები ექსპერიმენტის გამეორებაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და მხოლოდ ის შეძლეს, რომ ორთავიანი ძაღლი, მაქსიმუმ 1 თვე აცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ ეს ექსპერიმენტი სერიოზულად არავინ აღიქვა და მხოლოდ სარეკლამო ტრიუკად შეაფასა, თუმცა სწორედ ვლადიმირ დემიხოვი სახელდება გულის გადანერგვის ოპერაციებისთვის საფუძველის მომმზადებლად.

85bd41274b67

რამდენიმე წლის წინათ ოჰაიოს შტატში ერთი ფსიქოლოგი ყოფილა, კლარენს ლუბა, რომელსაც მოსვენებას არ აძლებდა იმის დადგენა, თუ რატომ იცინის ადამიანი, როცა მას უღიტინებენ. ექსპერიმენტებს კი საკუთარ ახალშობის ვაჟზე ატარებდა, შემდეგ კი გოგონაზე. რა დაასკვნა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ეს არ კონკრეტდება, თუმცა ის კი ცნობილია, რომ ორივე შვილის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა.

12ef157c580e

1942 წელს ამერიკელმა ვაი მეცნიერმა, ლორენს ლეშენმა, ივაჟკაცა და შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატრა: მძინარე მოზარდების ოთახში იგი ფეხშიშველი იდგა და შეუჩერებლად იმეორებდა: “ჩემი ფეხის თითების გემო საშინლად მწარეა” :wtf: თურმე ასეთი სულელური ჰიპნოზით მას სურდა, რომ პატარები ფრჩხილების კვნეტისგან გადაეჩვია. ფაქტია, რომ ამ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და აზროვნებასთან დაკავშირებით ხომ – საერთოდ! ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბავშვი ხელის ფრჩხილებს იკვნეტს და არა ფეხისას და…. მოკლედ აფრენდა!

496d5e80bb4a

კალიფორნიის მეცნიერ-თანამშრომელი, რობერტ კორნიში, ცდილობდა მკვდარი ცხოველების გაცოცხლებას. ამისთვის ის მკვდარ ძაღლებს, კატებს, მაიმუნებს და სხვათ საბავშვო ეტლში აწვენდა და საათობით არწევდა. შედეგს, ალბათ ხვდებით, როგორსაც მიიღებდა.

თეგები

nat_nat

raviii... :) ise ...(blush)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close