არქივი

ესპანური ენა

337095be9949

ვისაც მოგწონთ ესპანური ენა გააგრძელეთ :)

ესპანური ენა მესამე ენაა მსოფლიოში, ჩინურისა და ინგლისურის შემდეგ, მასზე მოლაპარაკე ადამიანთა რაოდენობით, და მეორეა იმ ქვეყნების რაოდენობით, რომელშიც ესპანური ითვლება სახელმწიფო ენად.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს 60 მილიონი ადამიანი ლაპარაკობდა ესპანურად, დღეისათვის ეს რიცხვი უტოლდება 500 მილიონს.
ესპანური არის მშობლიური ენა 21 ქვეყნის 400 მილიონი ადამიანისათვის (მექსიკა – 109 მილიონი, აშშ – 45 მილიონი, კოლუმბია – 45 მილიონი, ესპანეთი – 40 მილიონი, არგენტინა 36 მილიონი, ვენესუელა 28 მილიონი..) გარდა ამისა კიდევ მრავალ ქვეყანაში ლაპარაკობენ ესპანურად, სადაც ესპანური არ ითვლება სახელმწიფო ენად.
ესპანური ენა მეორე, ყველაზე ხირად გამოყენებადი ენაა საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის გაეროში.
ესპანურენოვანმა კულტურამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოს კულტურაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე. სერვანტესის დონკიხოტ ლამანჩელი ბიბლიის შემდეგ მეორეა გამოცემის რაოდენობის მიხედვით, პიკასოს ფუნჯს მიეკუთვნება ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრები, სანტიაგო კალატრავა – ცნობილი არქიტექტორის, რომლის პროექტით აგებულ შენობებს იპოვით მსოფლიოს ყველა კუთხეში.. თანამედროვეობის უიდესი მწერლები – გაბრიელ გარსია მარკესი, პაოლო კოელიო, იზაბელა ალიენდე – ესპანურ ენაზე ქმნიან თავიანთ შედევრებს..

წყარო: www.spanish.ats.ge

მსგავსი ამბები

Back to top button